საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 27 Sep 2020, 20:12

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 285 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 19  Next
Author Message
 Post subject: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 14:12 
Offline

Joined: 12 Feb 2009, 18:05
Posts: 366
სადამ ამ თემას გავშლით, მაინტერესებს ვინ როგორ წმენდთ თქვენ კარაბინენს და შაშხანებს?
დრეს ვნახე მე მგონი უკვე მე-6 თუ მე-7 კარაბინი, რომელსაც დედა არ ჰყავდა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 15:58 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4966
Location: თბილისი
Caucasus wrote:
სადამ ამ თემას გავშლით, მაინტერესებს ვინ როგორ წმენდთ თქვენ კარაბინენს და შაშხანებს?
დრეს ვნახე მე მგონი უკვე მე-6 თუ მე-7 კარაბინი, რომელსაც დედა არ ჰყავდა.


მე ესე ვწმინდავ: ჯერ მშრალი ნაჭრით,მერე ვდ40,მერე კარგი გამომშრალებამერე ზეთი.ისევ მშრალი ნაჭრით გაწმენდა,ბოლოს მსუბუქად დაზეთვა ოღონდ ნადირობიამდე ზეთის მოცილება.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 16:56 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5660
მე კიდე სროლის შემდეგ მშრალი ნაჭერს ვატარებ ერთხელ.
შემდეგ ან ვდ-40 ან ტუტოვანი ზეთი ან რობლათი ვასველებ ჩვარს და კარგად გავუსვებ ლულაში, შემდეგ ლატუნის ზღარბივით ჯაგრისი. შემდეგ ვამშრალებ და ჩვეულებრივი ნეიტრალური ზეთით ვწმენდ ბოლოს კიდე ვამშრალებ მაქსიმალურად ლულას.

თუ აღნიშნული მეთოდი არასაკმარისი აღმოჩნდა ლულის ბოლომდე გასაწმენდად ვიმეორებ ამ პროცესს


Caucasus
საინტერესოა რა სახის დაზიანებები ჰქონდა ზემოხსენებულ კარაბინებს და როგორ დააზიანდა?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 17:42 
Offline
User avatar

Joined: 06 Mar 2009, 09:11
Posts: 531
Location: სართიჭალა
ხოო ეგ საინტერესოა :D :D :D
თავდაპირველად ზეთში ვასველებ ფოლადის ჯაგრისს რომ დალბეს და ვიწყებ ლულის თავიდან ხეხვას (მაგრამ ზაშიტნიკი აქვს რომ არ დაზიანდეს ნარეზი)
მერე ხრახნილზე დახვეულს ტრიაპკას ვატარებ
ხოლო შემდეგ მშრალი ტრიაპკით ისევ ოგონდ თოკზე გამობმულით...
შემდეგ ვშლი ნავ-ზატვორს და ყველაფერს ვწმენდ
შემდეგ ვიღებ კბილის ჟაგრისს და შიგნით პატრონნიკს და საკეტის მექანიზმებს ვწმენდ ..
ვამშრალებ და ეგ არის
--------------------------
საუბედუროდ მოსინს ეს პროცესი კვირაში ერთხელ უნდა :lol: :lol: :lol:

_________________
SNIPER RIFLES,ONE SHOT ONE KILL...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 17:55 
Offline

Joined: 12 Feb 2009, 18:05
Posts: 366
დაზიანებები - "რაკოვინები", ან რაკოვინების წინამორბედები , ე.წ. "გამონაყარი". სპილენძით კი გაჯერებული იყო ისე, რომ ზოგჯერ ხრახნები ცუდად ჩანდა.

ბატონებო, ძაან ვნებთ თვენ ლულებს. ფაქტიურად, სპობთ. და თუ ქრომირებული სკს-ის ლულა კიდევ ოდნავ იტანს ასეთ მოვლას (თუმცა სპილენძი მასაც აღრჩობს მერე), სხვა ლულები (როგორც წესი, იმპორტულ იარაღზე) ძალიან მალე ფუჭდება.


Last edited by Caucasus on 25 Nov 2009, 12:41, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 18:13 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5660
Caucasus wrote:
დაზიანებები - "რაკოვინები", ან რაკოვინების წინამორბედები , ე.წ. "გამონაყარი". სპილენძით კი გაჯერებული იყო ისე, რომ ზოგჯერ ხრახნები ცუდად ჩანდა.

ბატონებო, ძაან ვნებთ თვენ ლულებს. ფაქტიურად, სპობთ. და თუ გრომირებული სკს-ის ლულა კიდევ იტანს ასეთ მოვლას (თუმცა სპილენძი მასაც აღრჩობს მერე), სხვა ლულები (როგორც წესი, იმპორტულ იარაღზე) ზალიან მალე ფუჭდება.
ქემოკლიძე, არ გაშინებ, მაგრამ შენი "ჩზ" კანდიდატია.


ახლა დაკავებული ვარ, მალე სახლში ვიქნები, და აუცილებლად გავაგრძელოთ საუბარი.


მე ჩემ სამივე ხრახნლულიანს ეგრე ვწმენდ და არ ვარ დარწუნებული რომ სწორად ვიქცევი.
რამოდენიმეჯერ ვიკითხე კიდეც და ზემოაღნიშნული მეთოდით აკეთებდა ყველა.

Caucasus- (ირაკლი ხო მგონი) იქნებ გაგვიზიარო გამოცდილება და გვითხრა როგორ ჯობს და რატომ.

პ.ს. ქემოკლიძე არ გამოჩენილა დღეს და არც ჩზ არ ააქვს მაგას :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 18:16 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4966
Location: თბილისი
Quote:
ქემოკლიძე, არ გაშინებ, მაგრამ შენი "ჩზ" კანდიდატია.


არა რა ეს კაცი სასწრაფოდ გასაცნობია რა. :mrgreen: :mrgreen:

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 18:27 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3734
Don Otari wrote:
Caucasus wrote:
მე ესე ვწმინდავ:

ოთარ წმენდავ არა ისა კიდე :) .

Caucasus
რობლიანი ნაჭრით ვალბობ, რობლიანი ჯაგრისით ვხეხავ და მერე ისევ რობლიანი ნაჭრით ვწმენდ სრულ გაწმენდამდე. შემდეგ ზეთიანი ნაჭერი და საბოლოოდ სრულად ვამშრალებ. ეს პროცედურა რამდენად სწორეა ეგ აღარ ვიცი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 18:44 
Offline
User avatar

Joined: 05 Nov 2008, 09:11
Posts: 1310
Location: Tbilisi
ხოო ეს თემა მართლა მაინტერესებს,დღეს ვაპირებ გაწმენდას,მეც როგორც ბიჭებმა დაწერეს ვდ-40 ით ვალბობ ლულას, ვაცდი 15 წუთს,შემდეგ ვატარებ რკინის ჯაგრისს (ზღარბს) შემდეგ რამოდენიმეჯერ ვატარებ ნაჭერს და ვამშრალებ, შემდეგ ნეიტრალური ზეთით იგივე პროცედურას ვატარებ და ვამშრალებ, ეს ყველაფერი ჩვენი ფორუმელების გამოცდილებიდან ვისწავლე თუმცა თუ რაიმე ახალი მეთოდი იცით სიამოვნებით მოგისმენთ.

_________________
Beretta A 302. TIKKA T3 LITE 308. ARGO BENELLI 308. TOZ - 21. AR15,223cal5.56Nato.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 21:45 
Offline

Joined: 12 Feb 2009, 18:05
Posts: 366
პირველ რიგში არ მინდა მენტორული ტონი გამომივიდეს , ეგრე არ მიიღოთ. უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ, რომელიც შევიძინე სხვა ქვეყნების (სადაც სროლის კულტურა აუუუუუ რა შორს არის წასული ) მსროლელებთან ურთიერტობაში + ლიტერტურა + პირადი გამოცდილება.

რამდენიმე აქსიომა, რომელსაც არავინ მსროლელთა სამყაროსი არ ეწინააღმდეგება :

პუნქთი პირველი - ხრახნლულიანი ლულის წმედის პრინციპი აბსოლუტურად განსხვავდება გლუვლუნიანი ლულის წმენდისგან
პუნქტი მეორე - ხრახნიანი ლულის წმენდა პირდაპირ და უშუალოდ განსაზღვრავს ლულის სიცოცხლის ხანგრძლივობას და სიზუსტეს
პუნქტი მესამე - ხრახნიანი ლულა ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან არასწორი წმენდის და მოვლის პირობებში
პუნქტი მეოთხე - ხრახნიანი ლულის წმენდა არის შედარებით ხანგრძლივი, შედარებით რთული და პედანტური პროცესი.

სროლის შემდეგ ლულაში ჩნდება ორი კომპონენტი, რომელიც უნდა ამოიწმინდოს. ერთი არის დენთის ნამწვი, მეორე - ტყვიის თავით დატოვებული სპილენძის (უფრო სწორად - ტომპაკის )ნადები. ნამწვი შეიცავს როგორც უშუალოდ დამწვარი დენთის ნარჩენებს, აგრეთვე კაფსულის შიგთავსის ნამწვს. ორივე (განსაკუთრებით კაფსულის ნამწვი) ძალიან აგრესიულია ლულას ფოლადისთვის. სპილენძის ნადები ცვლის ლულას ზედაპირს. სპილენძი ნელ-ნელა აღშობს ლულას და უცვლის სიზუსტეს, გარდა ამისა სპილენძი ფარავს ნამწვის გარკვეულ უბნებს და არ იძლევა მათ გამოწმენდის საშუალებას.

ნამწვი და სპილენძი იწმინდება განსხვავებული საშუალებებით, იშვიათად მოიძებნება საშუალება, რომელიც ორივეს წმენდს , თანაც ერთნაირი ეფექტურობით.

აქვე ვთქვათ - არცერთი ზეთი, და მათ შორის WD40, ნამწვის ეფექტური გამოწმენდისთვის არ გამოდგება
ზეთი იხმარება სულ სამ შენთხვევაში:
1) იარაღის კონსერვაციისათვის
2) მექანიზმების და შეერთებების გასაპოხად
3) წმენდის დროს სხვადასხვა საწმენდი საშუალებების გასანეიტრალებლად
მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ლულას ზეთით არავინ ცივილიზებულ მსროლელთა სარყაროში არ წმენდს

მაშ რა საშუალებები არსებობს? ზღვა! უფრო სწორად, ოკეანე. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ამ ოკეანეს პირას ჩვენ არ ვცხოვრობთ და სამწუხაროდ ცოტა რამ ვიცით მის შესახებ. საწმენდი საშუალებები თითქმის არ შემოდის ქართულ ბაზარზე, თუ არ ჩავთვლით საწყალ და უსუსურ რობლას და რაგაც თურქულ ნაგავს. ნამდვილი და კარგი საშუალებების გამოწერა მოგიწევთ. კიდევ კარგი რომ "ბარამი" არსებობს.

ზედმეტი რომ არ ვწერო, აი ამ ლინკს დავდებ. აქ ყველაფერი საკმაოდ კარგად არის აღწერილი http://talks.guns.ru/forummessage/2/188123.html
მიაქციეთ ყურადრება, რამხელა თემაა. საუნივერსიტეტო კურსია წმენდაზე :)
მეგრამ მე ვწმენდ აი ამ ტექნოლოგიით http://www.6ppc.ru/index.php?option=com ... &Itemid=40

პირველადი წმენდისთვის ვხმარობ აი ამ ხსნარს http://www.midwayusa.com/viewProduct/?p ... ber=324820
Image
მაგრამ , როგორც ვთქვი, არსებობს მრავალი სხვა. აღვნიშნავ მხოლოდრამოდენიმეს ყველაზე გავრცელებულს:
Image
Image
Image
Image

ანუ ამ საშუალებებს ეკისრებათ ლულის ნამწვისაგამ განთავისუფლება. როგორც წესი, ნაწილობრივად ისინი სპილენძსაც ხსნიან. მაგრამ ბოლომდე სპილენძი ვერ გამოაქვთ. ამისთვის არსებობს სხვა ტიპის ხსნარები. მათ ელიმინატორებს ან რემუვერებს ეძახიან ხოლმე.
მე ვხმარობ აი ასეთს http://www.midwayusa.com/viewProduct/?p ... ber=155799
Image

არსებობს ასეთებიც :
Image
Image
Image
Image
Image

გარდა ამისა, აუცილებლად დაგვჭირდება მწმენდავი პასტები.
აი ესეთი მაქვს http://www.midwayusa.com/viewProduct/?p ... ber=178538
Image

საჭიროა გასანეიტრალებელი ზეთის შეძენა. პრინციპში, იგივე "ბალისტოლი" ან WD-40 წავა, მაგრამ სჯობს იყოს მაღალი პენეტრაციის ზეთი. მსროლელები აი ასეთს ხმარობენ http://www.midwayusa.com/viewProduct/?p ... ber=137203
Image

გარდა ზემოთჩამოთვლილი საშუალებებისა სწორი წმენდისთვის აუცილებლად დაგვჭირდება რამდენიმე ხელსაწყო.
1) ე.წ. შომპოლი. დიდი მნიშვნელობა აქვს რა შომპოლს შეიძენთ. არ უნდა აზიანებდეს ლულას, ამიტონ არ უნდა იყოს ფოლადის და არ უნდა იღუნებოდეს ლულაში. თორემ ხრახნებს ძალიან მალე დასვამთ. ასაწყობი შომპოლები დაივიწყეთ - არ ვარგა. უნდა იყოს მონოლიტური. პრინციპში ასარჩევია არი ფირმიდან: ან Dewey
Image

ან Tipton
Image
სხვათ შორის ტიპტონები მაგნუმში არის შემოტანილი

რა თქმა უნდა, შომპოლს დასჭირდება ვიშერები და ჯაგრისები.
ჯაგრისები საჭიროა ორი ტიპის - ბრინჯაოსი და ნეილონის
http://www.midwayusa.com/browse/BrowseP ... ***8873***
Image
Image

ვიშერები კი აი ესე გომოიყურება
http://www.midwayusa.com/browse/BrowseP ... ***8874***
Image
Image

ამ ვიშერზე წმენდის დროს წამოაგებენ საწმენდი საშუალებებით გაჟღენთილ პატჩებს, ატარებენ ლულაში ერთი მიმართულებით, და შომპოლი ლულიდან უკვე რომ ბრუნდება, პატჩი მას თვითონ ძვრება.
Image

არის საჭირო კიდევ ერთი მოწყობილობა - შომპოლის გამტარი (Bore Guide); მილს წარმოადგენს, რომელიც ყენდება და ფიქსირდება ჩამკეტის მაგივრად.
http://www.midwayusa.com/browse/BrowseP ... **20763***
Image
მე აი ასეთს ვხმარობ.

ხო და , აი ყველაფერ ამას რომ სევიძენთ, შეგვიძლია უშუალოდ წმენდის პროცედურას შევუდგეთ.
კიდევ ერთხელ დავდებ ამ ლინკს - ძალიან კარგი აღწერაა. თანაც ეფექტური მეთოდია
http://www.6ppc.ru/index.php?option=com ... &Itemid=40

მოსახერხებლად ვაამაგრებთ იარაღს. აი ასეთ დამჭერებს ხმარეობენ
Image
მარგამ შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოაწყოდ. ვისაც სახლში ჩაქუჩი და ორი რეიკა გაქვთ - გამოსავალს იპოვით. მე ჩვეულებრივი კარდონის ყუთი მაქვს, გვერდებზე ამოვჭერი პაზები, და კარაბინს მათში ვამაგრებ. თანაც ამ ყუთში საწმენდებს ვინახავ. მერე სურათს დავდებ.

შემდეგ ვაფიქსირებთ შომპოლის გამყვანს. ვასველებთ 5-6 პატჩს ნამწვის გამოსაყვანი სითხით. ჩემ სემთხვევაში აი ამით http://www.sinclairintl.com/product/5186/Bore-Solvents

ვატარებ ამ პატჩებს ლულაში და ველოდები 10 წუთი.
შემდეგ ვაფიქსირებ შომპოლზე ბრინჯაოს ჯაგრისს. ვასველებ მას იგივე სითხეში და წინ და უკან ვატარებ ლულაში 15-20 ჯერ. ვატარებ ისევ 4-5 სველ პატჩს. თუ ბოლო პატჩი არ გამოვიდა ნამწვის კვალის გარეშე, ვიმეორებ ჯაგრისით წმენდას და ისევ პატჩებს ვატარებ. როცა პატჩე ნამწვის კვალი უკვე არ არის .ყურადრება. პატჩი შეიძლევა მწვანე ენ ლურჯი გამოდიოდეს, ვინაიდან ნაწილობრივად სპილენძიც იხსნება, მნიშვნელობაა არა აქვს. მთავარია ამ ეტაპზე არანაირი შავი ზოლი ან ლაქა არ ეტყობოდეს. თუ არ ეტყობა - ესე იგი ნამწვი მთლიანად გამოვწმინდეთ. ვატარებთ 2-3 მშრალ პატჩს, და მერე ვანეიტრალებთ ლულის ფორებში დარჩენილ ქიმიას პენეტრაციული ზეთით - ანუ ვასველენთ ზეთში 2 პატჩს და ვატარებთ ლულაში. შემდეგ ისევ ვამშრალებთ 2-3 სუფთა პათჩით.

ახლა დადგა დრო ლულაში ნარჩენი სპილენძი ამოვწმინდოთ. როგორც უკვე დავწერე, ამისათვის რომელიმე ელიმინატორი გვჭირდება http://www.midwayusa.com/viewProduct/?p ... ber=155799

ასველებთ ალიმინატორით 4-5 პათჩს, ატარებთ ლულაში. პატჩები აშკარა ლურჯი ფერის წამოვა
Image
Image

რაც უფრო მოუვლელია ლულა, რაც უფრო დაზიანებული - მით უფრო მეტი სპილენძი მოიპოვება მასში :roll:
ჩვენი მიზანია მივიღოთ ბოლოს აი ესეთი პათჩი
Image
და უნდა ითქვას, რომ ეს მიზანი ზოგჯერ ძალიან ძნელად მისაღწევია.

მოკლედ, გავატარეთ ეს 5 პატჩი, შემდეგ უკვე ვამაგრებთ შომპოლზე ნეილონის ჯაგრისს, ვასველებთ ელიმინატორში და ვატარებთ იქეთ-აქეთ 15-20 ჯერ. ველოდებით 15 წუთს, და ისევ ვატარებტ უკვე სველ პატჩებს. თუ ბოლო პათჩს სილურჯე წაკრავს - ვიმეორებთ ჯაგრისით წმენდას.

იმ შემთხვევებში, როცა სპილენძის ნადები ვერ ამოგვყავს და ყოველი 50 გასროლის შემდეგ ლულა საჭიროებს პასტით გაწმენდას. ნეილონის ჯაგრისზე თხლად ვდებთ პასტას
Image
ვატარებთ ლულაში 15-20 ჯერ. ოღონდ წინა მეთოდებისგან განსხვავებით ჯაგრისი ლულის წინა მხარედან არ უნდა გამოდიოდეს.
შემდეგ პასტა იწმინდეგა ნებისლიერ გამხსნელში (სპირტი,აცეტონი, ბენზინი, ზეთი) დასველებული პათჩებით. პასტას ბოლომდე რომ ამოწმინდავთ, იმეორებთ ისევ ელიმინატორის ციკლს. თუ სპილენძი არ ამოვიდა ბოლომდე - ისევ პასტა. :D სხვა გზა რა რასებობს.

მოკლედ, როგორც იქნა გამოვიდა ბოლო ელიმინატორიანი პათჩი სუფთა.
ვატარებთ 2-3 მშრალ პატჩს, და მერე უკვე ვატარებს ზეთს.
ამოვიღებთ შომპოლის გამტარს, გამოვწმინდავთ "პატრონიკს" ნარჩენებისგან.

მორჩა!













-----------------------------------------------------------------------------------------

rod
[url2]http://www.midwayusa.com/viewproduct/?productnumber=715781[/url2] 32

Bore Cleaning Solvent
[url2]http://www.midwayusa.com/viewproduct/?productnumber=440524[/url2] 20

Eliminator
[url2]http://www.midwayusa.com/viewproduct/?productnumber=155799[/url2] 20
[url2]http://www.midwayusa.com/viewproduct/?productnumber=179403[/url2] 10

Bore Cleaning and Polishing Compound Paste
[url2]http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=178538[/url2] 6

Oil
[url2]http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=137203[/url2] 10

bore guide
[url2]http://www.midwayusa.com/viewproduct/?productnumber=594165[/url2] 20

Bronze Brush
[url2]http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=118193[/url2] 17

Nylon Brush
[url2]http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=713426[/url2] 2
[url2]http://www.midwayusa.com/viewProduct/?productNumber=982845[/url2] 2.5
-----------------------------------------------------------------------------------------


Last edited by Caucasus on 26 Nov 2009, 20:41, edited 27 times in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 21:53 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4966
Location: თბილისი
Caucasus wrote:
პირველ რიგში არ მინდა მენტორული ტონი გამომივიდეს , ეგრე არ მიიღოთ. უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ, რომელიც შევიძინე სხვა ქვეყნების (სადაც სროლის კულტურა აუუუუუ რა შორს არის წასული ) პროფესიონალ მსროლელებთან ურთიერტობაში + ლიტერტურა + პირადი ცამოცდილება.

რამდენიმე აქსიომა, რომელსაც უკვე არავინ სროლელტა სამყაროსი არ ეწინააღმდეგება :

პუნქთი პირველი - ხრახნლულიანი ლულის წმედის პრინციპი აბსოლუტურად განსხვავდება გლუვლუნიანი ლულის წმენდისგან



პუნქტი მეორე - ხრახნიანი ლულის წმენდა პირდაპირ და უშუალოდ განსაზღვრავს ლულის სიცოცხლის ხანგრძლივობას და სიზუსტეს

პუნქტი მესამე - ხრახნიანი ლულა ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან არასწორი წმენდის და მოვლის პირობებში

პუნქტი მეოთხე - ხრახნიანი ლულის წმენდა არის შედარებით ხანგრძლივი, შედარებით რთული და პედანტური პროცესი.


გეთანხმები ყველაფერში.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 22:14 
Offline
User avatar

Joined: 05 Nov 2008, 09:11
Posts: 1310
Location: Tbilisi
კავკასუს ეგ ყველაფერი საინტერესოა და მესმის რომ აქ უკვე ძაან პროფესიონალი მსროლელების გამოცდილებაზეა საუბარი მაგრამ თუ შეგიძლია დაწერე კონკრეტული მოქმედება ანუ სროლის შემდგომ ვიწყებთ წმენდას, რა საშუალებები უნდა გვქონდეს თან და რა თანამიმდევრობით და რა დროის გამოტოვებით ვწმენდთ იარაღს?

_________________
Beretta A 302. TIKKA T3 LITE 308. ARGO BENELLI 308. TOZ - 21. AR15,223cal5.56Nato.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 22:19 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4966
Location: თბილისი
თან ერთს დავამატებ,უმრავლესობას მოსინები გვაქვს და ეგ თოფები ცოტა კლიაოზნიკია გაწმენდის ამბავში.უფრო სწორად რაც არ უნდა წმინდო მაინც გასაწმენდია ორ დღეში.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 22:24 
Offline
User avatar

Joined: 10 Jun 2008, 20:35
Posts: 965
ოოო ეხლა ავნერვიულდიი ჩემს ჩზ-ს რამე ემუქრება???? :)

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 24 Nov 2009, 22:41 
Offline

Joined: 12 Feb 2009, 18:05
Posts: 366
pxovela wrote:
კავკასუს ეგ ყველაფერი საინტერესოა და მესმის რომ აქ უკვე ძაან პროფესიონალი მსროლელების გამოცდილებაზეა საუბარი მაგრამ თუ შეგიძლია დაწერე კონკრეტული მოქმედება ანუ სროლის შემდგომ ვიწყებთ წმენდას, რა საშუალებები უნდა გვქონდეს თან და რა თანამიმდევრობით და რა დროის გამოტოვებით ვწმენდთ იარაღს?


აუცილებლად დავწერ, აბა მარტო თეორიით ხომ არ გამოგკვებავ ხალხს :)
ოღონდ ერთი რამ , არ არსებობს წმენდის პროფესიონალური და სამოყვარულო მეთოდები. არის სწორი და არასწორი.
შაშხანას ან მართლა წმენდ, არ გგონია რომ წმენდ, სინამდვილეში კი დედას ....ვ.


Last edited by Caucasus on 25 Nov 2009, 17:10, edited 2 times in total.

Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 285 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 19  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge