იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 24 Sep 2018, 14:11

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 225 posts ]  Go to page Previous  1 ... 11, 12, 13, 14, 15
Author Message
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 20 Apr 2018, 21:53 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5656
ნიკა,
ლულაში რომ სპილენძი არ არის ეგ ნორმალურია, შეიძლება შომპოლის თავი ალურჯებდეს პაჩს


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 21 Apr 2018, 10:00 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3192
Location: Tbilisi
ხრახნის ჭუჭყი ხო განსხვავებული ფორმის კვალს ტოვებს პატჩზე?

_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 21 Apr 2018, 10:28 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2028
10-15 წუთი აჩერებ ქიმიას თუ წასმის შემდეგ ესევე ატარებ პაჩებს? ქიმიამ რომ იმოქმედოს დრო უნდა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 21 Apr 2018, 12:37 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7115
კაპ.ბუხოიძე wrote:
... ლულას რომ ჩავხედე არ ეტყობა არანაირი ნაგავი. ბამბა ჩავდე სადღაც 5 სმ სიღრმეზე და ზემოდან დავანათე, იდეალურად ჩანს შიდა ზედაპირი. ..

მეც მასე მეგონა, სანამ ბოროსკოპით არ ჩავხედე
:mrgreen:

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 23 Apr 2018, 11:25 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10681
Location: თბილისი
kishinski wrote:
ნიკა,
ლულაში რომ სპილენძი არ არის ეგ ნორმალურია, შეიძლება შომპოლის თავი ალურჯებდეს პაჩს

ასეა, ამიტომ თუთბერიდან ალუმინიზე გადავედი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 23 Apr 2018, 12:23 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2250
Location: Tbilisi
არა, ზვიად, გამხსნელი არაფერ შუაშია, ნიშადურითაც ვცადე, იგივე შედეგი აქვს, კი კვალი ზუსტად ხრახნის ფორმას იმეორებს და ფერიც შავია

კეშა, გაზაატვოდს შომპოლით საერთოდ არ ვწმენდ, ხეზე დახვეულ ტილოს ვიყენებ

ვაჟა, კი 15 წუთს ვაჩერებ, ხანდახან 20 წუთსაც, ინსტრუქციაში 15 უწერია

რავი კახი, ლულის პირთან საერთოდ არანაირი ჭუჭყი არაა, შიგნით არ ვიცი რა ხდება

ბერო, ეხლა რა ხდება, ჰოპსის ალუმინის საწმენდი ჯოხი მაქვს, ხოდა გატარებისას იხეხება და ამ ნახეხს ტოვებს ლულაში, მუქი რუხი ფერი გამოდის პატჩი გაწმენდილი ლულიდან, ჯაგრისს სინთეტიკასაც ვიყენებ, რაც ჰოპს მოყვა და + ამას ტიპტონის ჯაგრისებიც ვიყიდე. ისე მამენტ ტიპტონის მთლიანი კარბონის ჯოხიც საყიდელი მაქვს, ძალიან მოუხერხებელია ჰოპსის სამნაწილიანი, თან ეს კარბონი ნაგავსაც არ დატოვებს.

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 23 Apr 2018, 13:41 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2028
მეც ზუსტად ეგ საწმენდი მაქვს. ჰოპესის 3 ნაწილიანი ალუმინის შომპოლი. სიშავეს ვერ ვლევდი ლულაში, როგორც ეტყობა ალუმინი შედის ქიმიასთან რეაქციაში. სულ შავი პაჩები გამოდიოდა ჩემთანაც. სილურჯესაც ეტყობა მაგიტომ ვერ ამჩნევ. ახლა შევცვალე, კალიბრში ვიყიდე ფოლადის მთლიანი, პლასტმასით დაფარული და დავისვენე. ჰოპესის ჯაგრისები ვერ მოერგო და ამიტომ "ნასადკებიც" თავიდან შევიძინე.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 23 Apr 2018, 13:41 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2028
.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 09 Jun 2018, 21:25 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2250
Location: Tbilisi
სანამ ტიპტონის კარბონის საწმენდი ჯოხი არ ვიყიდე მანამდე დავიტანჯე. ამ ტიპტონს ჯაგრისის ჩასახრახნი აქვს სპილენძის, როგორც კი ნიშადური მოხვდა ეგრევე გაალურჯა. თვითონ ჯაგრისიც ტიპტონის მაქვს და ნიშადურთან რეაქციაში არ შედის. მერე ავიღე და იგივე ნიშადური წავუსვი ბარნაულის ტყვიას და საერთოდ არანაირი რეაქცია არ მიცა. ესე იგი ბარნაულის ტყვიის გარსი არაა სპილენძი. ვერსად ვერ ვნახე რა მასალაა. ეჭვი მაქვს ბიმეტალია. მაგრამ კონკრეტულად რომელი ხსნარი უნდა რომ ეს ბიმეტალი მოვაშრო? თუ მარტო ხეხვა უშველის? ხრახნენზე აშკარად ეტყობა ნადები. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს წმენდა. უკვე მოთმინება აღარ მყოფნის.

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 09 Jun 2018, 23:55 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 327
კაპ.ბუხოიძე wrote:
სანამ ტიპტონის კარბონის საწმენდი ჯოხი არ ვიყიდე მანამდე დავიტანჯე. ამ ტიპტონს ჯაგრისის ჩასახრახნი აქვს სპილენძის, როგორც კი ნიშადური მოხვდა ეგრევე გაალურჯა. თვითონ ჯაგრისიც ტიპტონის მაქვს და ნიშადურთან რეაქციაში არ შედის. მერე ავიღე და იგივე ნიშადური წავუსვი ბარნაულის ტყვიას და საერთოდ არანაირი რეაქცია არ მიცა. ესე იგი ბარნაულის ტყვიის გარსი არაა სპილენძი. ვერსად ვერ ვნახე რა მასალაა. ეჭვი მაქვს ბიმეტალია. მაგრამ კონკრეტულად რომელი ხსნარი უნდა რომ ეს ბიმეტალი მოვაშრო? თუ მარტო ხეხვა უშველის? ხრახნენზე აშკარად ეტყობა ნადები. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს წმენდა. უკვე მოთმინება აღარ მყოფნის.


აკაზე თუ ამბობთ თქვენსას ქრომირებული ლულა აქვს და ნაკლები თავის ტკივილია ჩემი შავი ლულითაა და 2 გასვლა მოვასწარი და ორივეზე იქვე გავწმინდე სროლის მერე
ქრომირებულ ლულას გამოხეხვა და მერე ჰოპსით კარგად გაწმენდა ყოფნის ჩემი აზრით 4 წელია მასევწმინდავ თოფებს და ლაპლაპებს ლულები
ხრახნებს ჯერ რობლა ტეტრას დუეტით ვწმენდავდი და ეხლა ვიყიდე ოტისის ნამწვის და სპილენძის გამხსნელები სპეციალირი მაგარი ძვირი კია :?
ნეიტრალურს ბალისტოლს ვხმარობ, ამით ვწმენდავ სუ ბოლოს. ვდ40-ს ვიყენებ შუალედებში
ისე მაქ ბროუნინგის და ბერეტას ზეთიც რაღაც თურქული ზეთები როა შემოსული 3 სახეობის მაქ გამყიდველმა რაღაცა მინარევებით არიო თოფს იცავსო ისინიც მარა ბალისტოლი მაინც ყველაზე მეტად მომწონს


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 10 Jun 2018, 00:26 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7115
კაპ.ბუხოიძე wrote:
სანამ ტიპტონის კარბონის საწმენდი ჯოხი არ ვიყიდე მანამდე დავიტანჯე. ამ ტიპტონს ჯაგრისის ჩასახრახნი აქვს სპილენძის, როგორც კი ნიშადური მოხვდა ეგრევე გაალურჯა. თვითონ ჯაგრისიც ტიპტონის მაქვს და ნიშადურთან რეაქციაში არ შედის. მერე ავიღე და იგივე ნიშადური წავუსვი ბარნაულის ტყვიას და საერთოდ არანაირი რეაქცია არ მიცა. ესე იგი ბარნაულის ტყვიის გარსი არაა სპილენძი. ვერსად ვერ ვნახე რა მასალაა. ეჭვი მაქვს ბიმეტალია. მაგრამ კონკრეტულად რომელი ხსნარი უნდა რომ ეს ბიმეტალი მოვაშრო? თუ მარტო ხეხვა უშველის? ხრახნენზე აშკარად ეტყობა ნადები. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს წმენდა. უკვე მოთმინება აღარ მყოფნის.

ბიმეტალი - შიგნიდან დაბალნახშირბადოვანი რბილი ფოლადია. გარედან დაფარულია ტომპაკით - სპილენძისა და თუთიის(ცინკი) შენადნობი. შესაბამისად ლულაზე რჩება თუთია და მაგას აშორებს, მე რამდენადაც ვიცი, ”რობლა” ან რამე ტუტე (რუს. ”შოლოჩ”).

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 10 Jun 2018, 21:24 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2250
Location: Tbilisi
გაიხარეთ, ნაღდად ეგაა რა, ვერ გავთვალე რო რუსულ ნაგავს სპილენძის გარსს არ გაუკეთებდნენ. არადა ამ ბარნაულს მწარმოებლის საიტზეც არ უდევს გარსის შემადგენლობა. ჩამოვიტანე სპილენძის მოსაშორებელი მთელი კომპლექტი....ეს რობლა ჩვენთან იყიდება?

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 11 Jun 2018, 00:15 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7115
ნიკა
II მსოფლიომდე მელხიორით ფარავდნენ და რადგან ძვირი ჯდებოდა, მერე გადავიდნენ ტომპაკზე.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 11 Jun 2018, 00:21 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2250
Location: Tbilisi
კახი wrote:
ნიკა
II მსოფლიომდე მელხიორით ფარავდნენ და რადგან ძვირი ჯდებოდა, მერე გადავიდნენ ტომპაკზე.

რუსები ხო?

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შაშხანის წმენდა და მოვლა.
PostPosted: 11 Jun 2018, 11:18 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3192
Location: Tbilisi
რუსულს აღარაფერს არ ვიყიდი. საბურავებსაც კი ვერ აწარმოებენ წესიერს, ცოტა ხანში იბრიცება. ტიგრი რომ მქონდა ბევრი წლის წინ ძალიან დიდ დროს მართმევდა წმენდა, ძირითადად პატრონის დაბალი ხარისხის გამო. მეგონა გავედი ბოლოში და ხსნარიან პატჩს რომ გავატარებდი ისევ იმდენი ნაგავი გამოქონდა, თან ტიგრი არ არის ადვილი საწმენდი კონსტრუქციიდან გამომდინარე. რუსული იარაღი რომელიც გემრიელად მოვიხმარე იყო მოსინის კარაბინი. გადავიხადე სულ რაღაც $200 ნზ-ზე ახალში, ნამყოფში, გამოდგა ზუსტი, ძლიერი, საიმედო, მოსავლელად ადვილი, ხელიდან სასროლადაც სხვებთან შედარებით მოსახერხებელი (იგივე ტიგრთან რომელიც პარალელურად მქონდა), რაც ტყეში სანადიროდ (რისთვისაც ვიყიდე) უპირატესობაა.

_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 225 posts ]  Go to page Previous  1 ... 11, 12, 13, 14, 15

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge