იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 17 Jan 2019, 16:45

All times are UTC + 4 hours

Post new topic Reply to topic  [ 63 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5  Next
Author Message
 Post subject: ნადირობა ჭაობის ფრინველებზე
PostPosted: 21 Dec 2007, 13:07 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ამ ბოლო დროს ფორუმზე გაჩენილმა კითხვებმა და ამასთანევე დიდმა ინტერესმა გადამაწყვეტინა გამეკეთებინა ზემოთაღნიშნული თემა. თემის მიზანს აგრეთვე წარმოადგენს ამ ფრინველებზე ნადირობის ტრადიციების აღდგენა და მისი პოპულარიზაცია. ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ერთეულ ფრინველებზე გაიცემა სანადირო ლიცენზიები. სანადირო ფრინველების სიმწირე ერთგვარად ამცირებს სანადირო სეზონის ხანგრძლივობას. იმისათვის რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ლიცენზიით მონიჭებული ნადირობის უფლება, საჭიროა ამა თუ იმ ნაკლებად ცნობილი ფრინველის შესახებ უფრო ბევრი ვიცოდეთ.
საქართველოში ჭაობის ფრინველების უმეტესობა გადამფრენია. ისინი საქართველოში არ მრავლდებიან. გაზაფხულზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ხოლო შემოდგომაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დაფრინავენ ამიტომ მათთვის საქართველო წარმოადგენს ერთგვარ "სატრანზიტო" ქვეყანას.
საქართველოს ტერიტორიაზე ჭაობის ფრინველების გამოჩენა იწყება შემოდგომის დასაწყისისასთვის - სადღაც სექტემბრის შუა რიცვხებიდან სექტემბრის ბოლომდე. ბოლო წლებში იქიდან გამომდინარე რომ მათზე ნადირობის ტრადიცია პრაქტიკულად მივიწყებულია მონადირეები ჭაობის ფრინველებზე კომბინირებულად ანუ მწყერზე ნადირობის დროს თუ ნადირობენ. (ნუ ამის ერთ-ერთი მიზეზი ამ ფრინველების სიმწირეც არის)
ქვემოთ მე შევეცდები ცალკ-ცალკე დავახასიეთო ჭაობის ფრინველთა ის წარმომადგენლები რომლებზეც ნადირობა ჩვენს ქვეყანაში შედარებით პოპულალურია და იწვევს ერთგვარ ინტერესს.
ესენია.
1. ჩიბუხა
2. გოჭა
3. გარშნეპი.

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობა ჭაობის ფრინველებზე
PostPosted: 21 Dec 2007, 13:09 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ჩიბუხა

ჩიბუხების პირველი ეგზემპლიარები ჩვენში შემოდგომის დასაწყისშივე ჩდებიან. მაქსიმალურ რაოდენობას ისინი სექტემბრის ბოლოსთვის აღწევენ. ოქტომბრის ნოლოსთვის - ნოემბრის შუა რიცხვებისათვის (ეს ძირითადად ამინდებზე დამოკიდებული) მათი რაოდენობა თანდათანობით მცირდება და მხოლოდ ის ეგზემპლიარები რჩებიან რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იზამთრებენ, მათი საზამთრო საბინადრო ადგილი არის ძირითადად დასავლეთ საქართველოში - კოლხეთის დაბლობი. ჩიბუხები 5-8 ცალიან გუნდებს ქმნიან. ჩიბუხა თავის აღნაგობიდან გამომდინარე ძალიან სწრაფად დარბის და ასევე ძალიან სწრაფად ზიგზაზისებურად დაფრინავს. იგი ამოფრენისას გამოსცემს სპეციფიურ ხმას "ჭყიპინებს" მასზე სროლა მოითხოვს ზალიან დიდ ოსტატობას მისგან მოდის სიტყვა სნაიპერი (Snaipe) ამიტომ მასზედ ნადირობა ძალიან აზარტულია.
ჩიბუხაზე ნადირობა შედეგიანი სექტემბრიის ბოლოს ოქტომბრის პირველ რიცხვებშია ამ დროს იგი ინტენსიურად იკვებება და შესაბამისად წონის მაქსიმუმსაც აღწევს. ამიტომ ამ დროს იგი დამწიმებულია და ძაღლს ნაბულზეც უჩერდება. რაც შეეხება ჩიბუხების იმ ნაწილს რომლებიც ჩვენთან იზამთრებენ, საკვების სიმცირის გამო ისინი ძალზედ დასუსტებულები არიან და შესაბამისად ძალიან სწრაფად დაფრინავენ და მონადირესაც შორს უფრინდებიან.
საბინადროდ ჩიბუხა ძალზედ დაჭაობებულ ადგილებში ბუჩქნარს ლელქაშს და ლერწმიანს ეტანება. იგი გამოირჩევა შედარებით (სხვა ჭაობის ფრინველებთან) გრძელი ფეხებით და გრძელი ნისკართით. გულზე დაკრავს მოთეთრო შეფერილობა.
ჩიბუხაზე სანადიროდ რეკომენრირებულია წვრილი საფანტი 9 ნომერი, შესაძლებელია 10 ნომრის გამოყენებაც. მაგრამ უმჯობესია გქონდეთ შორს სასროლი ვაზნა.
რაც შეეხება ჩიბუხას კულინარიულ თვისებებს იგი დელეკატესად ითვლება განსაკუთრებით გემრიელია როდესაც გასუქებულია. არ ვიცი რამდენად მართალია მაგრამ ამბობენ სტალინის საყვარელი საჭმელი იყოო. და მასზე სპეციალურადაც ნადირობდნენ სტალინის სამზარეულოსთვისო.

Attachments:
Chibuxa.jpg
Chibuxa.jpg [ 62.89 KiB | Viewed 12680 times ]

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Last edited by HUNTER on 21 Dec 2007, 14:01, edited 1 time in total.
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობა ჭაობის ფრინველებზე
PostPosted: 21 Dec 2007, 13:14 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
გოჭა

არსანიშნავია რომ გოჭა (დუპელი) ჩვენში გავრცელებული ჭაობის ფრინველებიდან ყველაზე სასურველი ფრინველია. იგი შემოდგომის დასაწყისშივე - სექტემბრის პირველი რიცხვებიდან მოფრინავს და ძალიან ცოტა ხნით საშუალოდ ერთი თვით რჩება ოქტომბრის დასაწყისში იგი სამხრეთისკენ მიფრინავს.
გოჭას აღმოსავლეთ საქართველოში - უხვად ვხვდებით წალკისა და ნინოწმინდის რაიონებში, გარდაბნის რაიონში, დმანისში გორის და ხაშურის რაიონების ტერიტორიებზე. დასავლეთ საქართველოში კი აჭარის სანაპირო ზოლში (ქობულეთში) კოლხეთის დაბლობზე - ფოთის მიმდებარე ტერიტორიებზე, ლანჩხუთის რაიონში ჩერდებიან.
გოჭას უყვარს, ტენიანი წყლით გაჯერებული საძოვრები ხშირად თავს აფარებს კარტოფილის ნათესებს მაგალითად წალკის რაიონში მდინარე ქციის სანაპიროებზე კარტოფილის ნათესებში ხშირად ვხვდებით ხოლმე. იქიდან გამომდინარე რომ გოჭა ტოვებს ძლიერ სუნს, მეძებრები მასზედ ხალისიანად მუშაობენ. გოჭა ძაღლს ადვილად უჩერდება ნაბულზე, ამოფრენილი მიფრინავს სწორხაზოვნად და მისი მონადირება შედარებით ადვილია. აცდენის შემთხვევაში მისი პოვნაც ადვილია რადგან იგი შორს არ მიფრინავს და ახლომახლო ჯდება.
გოჭაზე სანადიროდ, ისე როგორც ჩიბუხაზე გამოგადგებათ 9-10 ნომერი საფანტი. (იგივე რაც მწყერზე)
გარეგნულად გოჭას ჩიბუხაზე შედარებით მოკლე ნისკარტი და ფეხები აქვს. მას დაკტავს მუქი ჟანგისფერი ფერი.

Attachments:
goWa.jpg
goWa.jpg [ 90.55 KiB | Viewed 12683 times ]

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Last edited by HUNTER on 21 Dec 2007, 14:32, edited 2 times in total.
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობა ჭაობის ფრინველებზე
PostPosted: 21 Dec 2007, 13:15 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
გარშნეპი
გარშნები საქართველოში ჩიბუხასთან და გოჭასთან ერთად მოფრინავს, მაგრამ მათგან განსხვავებით გვიანობამდე რჩება - თითქმის ნოემბრის ბოლომდე. მის საყვარელ საბუდარ ადგილებს წარმოადგენს დაჭაობებული ადგილები. დაჭაობებული მდინარეების, არხების და ტბების სანაპიროები. იგი საჭმელად მხოლიდ ღამით - შებინდების შემდეგ გამოდის. დღისით კი განაბული ზის ერთ ადგილზე.
გარშნეპი ზომით ბევრად ჩამოუვარდება გოჭას და ჩიბუხას იგი თითქმის მათი ნახევარია. გარშნეპი კარგად უჩერდება ძაღლს ნაბულზე. იგი მძიმედ და უხალისოდ ფრინდება და ცოცხალად დარჩენის შემთხვევაში :D იქვე 50 - 60 მეტრში ჯდება ამიტომ გარშნები ძალიან ადვილად მოსაპოვებელი ფრინველია, მასზედ სანადიროდ უპრიანია 10 ნომერი საფანტი და უმჯობესია როგორც მწყერზე ვინადიროთ ცილინდრით. გარშნები პრაქტიკულად ვერ იტანს ჭრილობას და ძალიან მალე იღუპება.

Attachments:
garShnepi.jpg
garShnepi.jpg [ 37.57 KiB | Viewed 12665 times ]

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Last edited by HUNTER on 21 Dec 2007, 16:14, edited 1 time in total.
Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 14:36 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
ეხლა ნადირობა უკვე დაგვიანებული ყოფილა.
ისე ამ ფრინველებზე ბლომად ვილაპარაკეთ, სეზონი რო მოვა გასვლა და ნადირობაღა დაგვრჩა. მახსოვს ოთარიმ დაწერა რო გაზაფხული ყველაზე კარგი დროაო. რადგან ჩვენთან გაზაფხულის ლიცენზიებს არ გასცემენ არ იქნება ურიგო უბრალოდ უთოფოდ გახვიდე და ძაღლი გაიყვანო.

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 16:23 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ძალიან ხშირად გამოცდილ მონადირეებსაც კი უჭირთ ამ ჩამოთვლილი ჭაობის ფრინველების ერთმანეთისგან გარჩევა, მაგრამ თუ მივეჩვევით მათ ძალიან ბევრი განმასხვავებელი ნიშნები აქვთ.
გოჭა - ჩიბუხაზე მოზრდილი ფრინველია, მაგრამ ჩიბუხას უფრო გრძელი ნისკარტი და გრჩელი ფეხები აქვს. გარშნები ამათგან ყველაზე მომცროა და მისი ამოცნობა ძალიან ადვილია.
უნდა დავუკვირდეთ მათ ქცევის მანერებს და მისი მიხედვით გავარჩიოთ ერთმანეთისგან (ესენი ყველაფერი მოცემულია ცალკეული ფრინველების დახასიათებაში) ამასთანავე ამოვიკითხე ძალიან საინტერესო მეცნიერული გარჩევა ჩიბუხასი და გოჭასი. (მათი მონადირების შემთხვევაში ამით შეგვიძლია ყოველგვარი ეჭვის გარეშე გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან)
გოჭას გაშლილ კუდზე 16 მოგრძო ბუმბული აქვს, ხოლო ჩიბუხას 14.

აბა ეხლა ველი კითხვებს :D

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 16:38 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
kibo wrote:
ეხლა ნადირობა უკვე დაგვიანებული ყოფილა.
ისე ამ ფრინველებზე ბლომად ვილაპარაკეთ, სეზონი რო მოვა გასვლა და ნადირობაღა დაგვრჩა. მახსოვს ოთარიმ დაწერა რო გაზაფხული ყველაზე კარგი დროაო. რადგან ჩვენთან გაზაფხულის ლიცენზიებს არ გასცემენ არ იქნება ურიგო უბრალოდ უთოფოდ გახვიდე და ძაღლი გაიყვანო.

ხო ახლა ამ ფრინველებზე ნადირობა პრაქტიკულად დაგვიანებულია. ალბათ თუ მოიპოვებ ჩვენთან გამოსაზამთრებლად დარჩენილ ჩიბუხას, მაგრამ როგორც სტატიაში ავღნიშნე ისინი საჭმლის სინცირის გამო ძალზედ გამხდარნი არია ამიტომ მონადირეს სასროლ მანძილზე არ უშვებენ და ძალიან სწრაფად დაფრინავენ.
რაც შეეხება გაზაფხულზე მათ ნადირობას ისინი გაზაფხულზე სამხრეთიდან შემოფრინდებიან და ბევრნიც არიან მაგრამ ჩენს ლიცენზიას 1 მარტამდე აქვს ვადა და ამიტომ ჩვენ როგორც კანონმორჩილი ხალხი ვერ ვინადირებთ :D

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 16:48 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
HUNTER wrote:
ძალიან ხშირად გამოცდილ მონადირეებსაც კი უჭირთ ამ ჩამოთვლილი ჭაობის ფრინველების ერთმანეთისგან გარჩევა, მაგრამ თუ მივეჩვევით მათ ძალიან ბევრი განმასხვავებელი ნიშნები აქვთ.
გოჭა - ჩიბუხაზე მოზრდილი ფრინველია, მაგრამ ჩიბუხას უფრო გრძელი ნისკარტი და გრჩელი ფეხები აქვს. გარშნები ამათგან ყველაზე მომცროა და მისი ამოცნობა ძალიან ადვილია.
უნდა დავუკვირდეთ მათ ქცევის მანერებს და მისი მიხედვით გავარჩიოთ ერთმანეთისგან (ესენი ყველაფერი მოცემულია ცალკეული ფრინველების დახასიათებაში) ამასთანავე ამოვიკითხე ძალიან საინტერესო მეცნიერული გარჩევა ჩიბუხასი და გოჭასი. (მათი მონადირების შემთხვევაში ამით შეგვიძლია ყოველგვარი ეჭვის გარეშე გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან)
გოჭას გაშლილ კუდზე 16 მოგრძო ბუმბული აქვს, ხოლო ჩიბუხას 14.

აბა ეხლა ველი კითხვებს :D

რაღა უნდა გკითხოთ, ყველაფერი დაგიწერია :) და მაინც, ესე იგი ცოფიანი ტრაექტორიით მარტო ჩიბუხა დაფრინავს?
გარჩევა ალბათ უფრო ნისკარტით აჯობებს. გარშნეპი კიდე მეტად პატარა ყოფილა და მაგით მიხვდება კაცი.
და კიდე, რას გვეტყვი კრონშნეპზე :) პირადად მე არ გამიგია ჩვენთან ან ეხლა ან ადრე სპეციალურად ენადირათ ამ ფრინველზე. ვიცი რო სამი სახეობისაა, მარა არავის დაუწერია თუ როგორ და რანაირად ნადირობენ.

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 17:02 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ხო გარშნეპი და გოჭა შედარებით წყნარად დაფრინავენ და შედარებით ადვილი მოსანადირებლებიც არიან რაც შეეხება ჩიბუხას მაგის ამბავი კი იცი და სტატიაშიც წერია.

ეხლა რაც შეეხება კრონშნეპს მე პირადად არ გამიგია რომ მასზედ ვინმეს ენადიროს საქართველოში ვიმეორებ მე არ გამიგია სამწუხაროდ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე მაგ ფრინველზე ნადირობის, რუსული რესურსებია გადასახედი კარგად რადგან მათ უყვართ და დიდი გამოცდილებაც აქვთ ჭაობის ფრინველებზე ნადირობის. ისე არ არის გამორიცხული რომ ძირითადად საქართველოში ერთმანეთში ერევათ ეს ფრინველები და ვინმეს მოკლული ყავდეს და გარშნეპად ან ჩიბუხად ასაღებდეს.

მაგალითად ერთხელ კახეთში ვნადირობდით მწყერზე. დაჭაობებულ ტერიტორიაზე გადავდიოდით. (დაბურღული წყლებია და ისინი აჭაობებენ მიმდებარე ტერიტორიებს) ამოფრინდა ღალღა ჩვენთან ერთად იყო ჩემთვის უცნობი მონადირე მან ესროლა და მოკლა. ვერაფრით ვერ დავაჯერე რომ ღალღა იყო გინდა თუ არა ჩიბუხააოო მერე შევეშვი

ისე კარგი გამახსენდა ღალღაც ჭაობის ფრინველებში გადის და მასზეც დავწერ ბარემ რამეს.

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 17:11 

ღალღა კი შემხვედრია მწყერზე ნადირობისას. უფრო მეტს დარბის ეგ ფრინველი და ძაღლს ძალიან აწვალებს. თუ ამოფრინდა კიდე ძლივს მიფრინავს სანამ გასწორდება(ჩვენში დარჩეს და რო გასწორდება არც მერეა შევარდენი)ეგ რანაირად აერია რამე სხვა ფრინველში. ძალიან დამახასიათებელი ფორმები აქვს, განსაკუთრებით კისერი და გრძელი ფეხები.

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 17:15 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ხო რა ვიცი აერია და თან მარწმუნებდა ჩიბუხააო, ღალღას ჭაობში რა უნდაო არა და ღალრა ჭაობის ფრინველია აუცილებლად დავამატებ ღალღასაც :wink:

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 17:32 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
HUNTER wrote:
ხო რა ვიცი აერია და თან მარწმუნებდა ჩიბუხააო, ღალღას ჭაობში რა უნდაო არა და ღალრა ჭაობის ფრინველია აუცილებლად დავამატებ ღალღასაც :wink:

მართალია ჭაობისაა,მარა გინდა დაიჯერე გინდა არა წელს სართიჭალაში შემვხვდა ერთი ცალი. ისე როგორც წესი სველ ადგილებშია. თან არის ერთეულებად.

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 17:45 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ხო მიუხედავად რომ ჭაობის ფრინველია ანუ სისველის მოყვარული ტენის მშრალ ადგილებშიც გვხვდება

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 17:53 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
HUNTER wrote:
ხო გარშნეპი და გოჭა შედარებით წყნარად დაფრინავენ და შედარებით ადვილი მოსანადირებლებიც არიან რაც შეეხება ჩიბუხას მაგის ამბავი კი იცი და სტატიაშიც წერია.

ეხლა რაც შეეხება კრონშნეპს მე პირადად არ გამიგია რომ მასზედ ვინმეს ენადიროს საქართველოში ვიმეორებ მე არ გამიგია სამწუხაროდ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე მაგ ფრინველზე ნადირობის, რუსული რესურსებია გადასახედი კარგად რადგან მათ უყვართ და დიდი გამოცდილებაც აქვთ ჭაობის ფრინველებზე ნადირობის. ისე არ არის გამორიცხული რომ ძირითადად საქართველოში ერთმანეთში ერევათ ეს ფრინველები და ვინმეს მოკლული ყავდეს და გარშნეპად ან ჩიბუხად ასაღებდეს.

მაგალითად ერთხელ კახეთში ვნადირობდით მწყერზე. დაჭაობებულ ტერიტორიაზე გადავდიოდით. (დაბურღული წყლებია და ისინი აჭაობებენ მიმდებარე ტერიტორიებს) ამოფრინდა ღალღა ჩვენთან ერთად იყო ჩემთვის უცნობი მონადირე მან ესროლა და მოკლა. ვერაფრით ვერ დავაჯერე რომ ღალღა იყო გინდა თუ არა ჩიბუხააოო მერე შევეშვი

ისე კარგი გამახსენდა ღალღაც ჭაობის ფრინველებში გადის და მასზეც დავწერ ბარემ რამეს.

ისე კრონშნეპიც მაგრად განსხვავდება ჩიბუხასა და გოჭასაგან. სამივეს დიდს, პატარას და საშუალოს ბოლოში ნისკარტი მოღუნული აქვს და გარეგნულადაც სხვანაირია.

Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 21 Dec 2007, 17:59 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
კი აბსოლუტურად განსხვავებული ფრინველია გარეგნულადაც!

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!

Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 63 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5  Next

All times are UTC + 4 hours

Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge