http://forum.guns.ge/

2021-2022 სეზონი
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=14&t=4999
Page 5 of 5

Author:  vaja74 [ 11 Oct 2021, 10:48 ]
Post subject:  Re: 2021-2022 სეზონი

ყოჩაღ ოთარ. მაგრარი სეზონი გაქვს. ქათამზე ჯერ არ დამიწყია. ფოთოლი სანამ არ ჩამოვა ხიდან მანამდე არ ღირს კახეთში ნადირობა. გუშინ ვნახე ერთი ქათამი შორიდან. ხმაურზე ან ძაღლებმა დააფრთხეს. თავისთვის, დინჯად მიფრინავდა ცხვირ დაწეული :)

Author:  Don Otari [ 11 Oct 2021, 18:10 ]
Post subject:  Re: 2021-2022 სეზონი

კიი ვაჟა აქეთაც არის მწყერი,მარა მე მოვრჩი მწყერზე ნადირობა. ხო იცი რგორ მიყვარს ქათამზე ბოდიალი თავის ჩახუჭუჭებებით :mrgreen: ქათამი აქეთაც არის (წალკის მხარე) ჯერ მასიურად არ შემოსულა,მარა თუ არ გზარება სიარული ნახავ 4-5 ტყის ქათამს.დანარჩენი შენ მარიფათზეა :Dსოკო კიდე იმდენია ტყეში რო მემგონი მთელ თბილისს დააპურებს თან სხვადასხვა სორტის და ზომის, შენ უბრალოდ შეძელი დაკრეფვა :bow-yellow:

Author:  vaja74 [ 11 Oct 2021, 21:24 ]
Post subject:  Re: 2021-2022 სეზონი

კარგად დაიწყო სეზონი. მწყერი იყო სხვა წლებთან შედარებით ნორმალურად. ვნახოთ დანარჩენი როგორ გაგრძელდება

Author:  Don Otari [ 11 Oct 2021, 21:43 ]
Post subject:  Re: 2021-2022 სეზონი

vaja74 wrote:
კარგად დაიწყო სეზონი. მწყერი იყო სხვა წლებთან შედარებით ნორმალურად. ვნახოთ დანარჩენი როგორ გაგრძელდება


გეთანხმები ვაჟიკო ნამდვილად კარგად დაიწყო სეზონი.ტყის ქათამს რაც შეეხება, ჩემი ვარაუდით და დაკვირვებით კაი სეზონი უნდა იყოს.სამი კვირაა წვიმას არ გადაუღია მთელ საქართველოში, მიწა სველია განსაკუთრებით ტყეში რო შედიხარ. არ მგონია სითბოები დაიჭიროს ისეთი რო ტყეში მიწა გაშრეს სულ ჭანჭყრობი და ტალახია ტყეში. ეხლა ფოთოლი ცვენას რო დაიწყებს სულ აიზილება და ქათამსაც ხო იცი როგორი ჭანჭყრობიანი და ნეშომპალიანი ადგილები უყვარს. :bow-yellow:

მოკლედ ვნახოთ ვნახოთ :)

Page 5 of 5 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/