იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 20 Oct 2019, 12:32

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 98 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 7  Next
Author Message
 Post subject: სეზონი 2019-2020
PostPosted: 31 Jul 2019, 09:35 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2163
აბა დადგა დრო გავხსნათ კიდევ ერთი ახალი სეზონის თემა. მოგილოცავთ სუყველას. ლამაზ და სასიამოვნო ნადირობებს გისურვებთ. სავარაუდოდ ამ წლიდან და შემდგომაც სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება, რასაც მე პირადად მივესალმები.


განცხადებები
ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება
ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013წ.) შესაბამისად, 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო მონადირეებთან გამართული წინასწარი კონსულტაციების/გამოკითხვის პროცესში, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც ემსახურება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

ნადირობის დროს აკრძალულია:

მცენარეთა საფარის დაწვა, გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების გამოყენება – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეები (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე, ორმოები, სარეგვავები (სარეჯგველები); საწამლავი, ასაფეთქებელი საშუალებები;

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების გამოყენება; თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება და ა.შ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.


ვრცლად, ნადირობისას აკრძალული ქმედებები; ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი; ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ:



ნადირობა აკრძალულია:
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

ნადირობის აკრძალული მეთოდები:
აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას:
მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.



ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით


№ ლათინური დასახელება / ქართული დასახელება / ვადები / გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა


1 Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი

2 Anas strepera რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი

4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი

5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი

6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი

8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი

9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი

10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი

11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი

12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი



წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

1 Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი

2 Anas strepera რუხი იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი

3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 3 ცალი

4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 5 ცალი

5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 2 ცალი

6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი

7 Fulica atra მელოტა 10.09 – 31.12 5 ცალი

8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი

9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 3 ცალი

10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი

11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 31.12 2 ცალი

12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 3 ცალი



სხვა ფრინველები

1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 01.03 5 ცალი

2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი

4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

8 Crex crex ღალღა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

9 Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი



განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო, შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 03 Aug 2019, 21:02 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 533
ტყვიების ამბავი როგორაა ვაჟა რამე ხო არ გაგიგია?
სად აქვთ რამდენად აქვთ
ბევრს თუ ვიყიდი (500 მაინც) აკლდება თუ არა

ჩემი მოკრძალებული სანადირო კარიერის მანძილზე ბუგატებს და სტერლინგებს ვყიდულობდი მხოლოდ 28-30 გრამიანებს და კმაყეოფილი ვიყავი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 06 Aug 2019, 09:44 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2163
ლევან გურჯაანში ვიყიდე კალიბრში. სტერლინგები. რაღაც რუსულებიც შემოუტანიათ (ახალია რაღაც). ქარავანში თრასტები აქვთ. აქციებზე უკვე 2-3 წელია აღარაფერი მსმენია.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 06 Aug 2019, 11:11 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10879
Location: თბილისი
ადრე გვიყიდია ერატდროულად რამდენიმეს და იაფად მოუციათ. დააორგანიზეთ და მოგცემენ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 06 Aug 2019, 11:56 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2163
3 და 4 წლის წინ ათას ვაზნას ვყიდულობდით და საკმაოდ კარგი ფასდაკლ;ება გვქონდა ხოლმე გუდვილში. ეს ორი წელია აღარ აკლებენ. მე ასე ვიცი. თუ გაქვთ სხვა ინფო გაგვიზიარეთ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 06 Aug 2019, 20:42 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 533
ვესტერნში მიყიდია თელავში და 1 პატარა ბლოკზეც აკლებდნენ 10 შეკვრა დევ ბლოკში
მაგნუმშიც ასევე

წელს არვიცი მაგ მხრივ სად რა ხდება
ქარავანში დარეკა მეგობარმა და არ აქ მნიშვნელობა რამდენს იყიდი იგივე ფასიაო


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 07 Aug 2019, 12:32 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2358
Location: Tbilisi
კალიბრს ქონდა აქცია, ახლა არ ვიცი რა ხდება, ეგ რუსული ფეტერებიც მანდ აქვთ

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 07 Aug 2019, 13:28 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2163
ვარგობს ეგ რუსულები? გამოსცადა ვინმემ?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 07 Aug 2019, 15:01 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2358
Location: Tbilisi
vaja74 wrote:
ვარგობს ეგ რუსულები? გამოსცადა ვინმემ?


რაც წაკითხული მაქვს რუსულ ფორუმებზე, ზოგი ნომერ პირველ რუს მწარმოებლად მოიხსენიებს, ზოგი პირიქით აძაგებს, მე არ მისვრია

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 07 Aug 2019, 15:34 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10879
Location: თბილისი
რუსულების დედაც. არ მაინტერესებს არც ხარისხი და არც მიტანა, ვინ დავაფინანასო? ის ვინც მეორე საამქროში აქ ჩვენზე სასროლ ტყვიაწამალს ამზადებს?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 07 Aug 2019, 21:15 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4935
Location: თბილისი
ვაჟიკო გენაცალე რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემზე? ან თხოვნა ხომ არ გექნება? არ მოგერიდოს მითხარი.თორე მაგ ტყვიების რჩევა რჩევაში მოვიდა სეზონი :mrgreen: :mrgreen:

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 08 Aug 2019, 08:58 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2163
ნუ ბლატაობ დონ? :D შენ რაშიც მაჯობე აგ იყო ეშმაკობა. აწი აღარ გამოგივა არაფერი. გავიგე შენი "ხოდები". ვერც რეაქციაში მაჯობებ და ვერც სიზუსტეში. ჩემს გვერდით დაგიყენებ და სროლას კი არა თოფის აწევაცას ვერ მოასწრებ. თუ გინდა დავნაძლევდეთ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 21 Aug 2019, 09:48 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2163
2 დღე დარჩა სეზონის გახსნამდე. გილოცავთ ყველას ვინც მოთმინებით ელოდა ამ დღის დადგომას. იღბლიანი და მშვიდობიან სეზონს გისურვებთ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 21 Aug 2019, 13:46 
Offline
User avatar

Joined: 24 Dec 2009, 16:01
Posts: 1413
კოდი შეგიძლიათ ვინმემ დაწეროთ რაზეც უნდა გადავიხადოთ?

_________________
3ზნე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სეზონი 2019-2020
PostPosted: 21 Aug 2019, 15:56 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2358
Location: Tbilisi
თბილისში გადასახდელად მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3 0077 3033

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 98 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 7  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge