იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 23 Mar 2019, 18:27

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 170 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 12  Next
Author Message
 Post subject: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 27 Jul 2015, 16:09 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2110
მაპატიეთ წელსაც რომ მე გავხსენი თემა :bow-yellow: . გარემოს დაცვის სამინისტრომ გვახარა ახალი სეზონის მოახლოება და გამოაქვეყნა ფრინველთა ნუსხა და ვადები. ღალღა წელსაც არაა ნუსხაში. გილოცავთ წინასწარ ყველას. იღბლიან სეზონს გისურვებთ. სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ყველა სანადირო დღე თქვენთვის.

განცხადებები/ტენდერები
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს იწყება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:
ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.
სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები
გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია:
ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე);

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით

რუხი ბატი (Anser anser) - 3 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 2 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 3 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 5 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 2 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 2 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 5 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 3 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 3 ცალი.

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით
რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) – 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) – 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) – 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) – 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) – 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) – 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) – 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) – 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) – 5 ცალი.
ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);

ნადირობა აკრძალულია:
სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ნადირობის აკრძალული მეთოდები:
მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 27 Jul 2015, 18:26 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4911
Location: თბილისი
Quote:
ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);


რა იყო, ენანებათ? :roll: :mrgreen:

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 28 Jul 2015, 10:11 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2110
ნადირობის ვადა რომ გაზარდეს მაშინ შეამცირეს დღიური ლიმიტი. დონ ეტყობა დიდი პრობლემა შეგიქმნა დღიური ლიმიტის შემცირებამ :mrgreen:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 29 Jul 2015, 13:21 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4911
Location: თბილისი
vaja74 wrote:
ნადირობის ვადა რომ გაზარდეს მაშინ შეამცირეს დღიური ლიმიტი. დონ ეტყობა დიდი პრობლემა შეგიქმნა დღიური ლიმიტის შემცირებამ :mrgreen:


აბა სამი ცალი რა არის ვაჟა? სამი ზუსტი გასროლა და მორჩა ნადირობა? ეტო ნი გუმანნა :mrgreen:

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 29 Jul 2015, 13:29 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
Don Otari
აი ხომ იცი რომ დაგიწერენ - ეგ სამი გასროლა სულ გეყოფა მთელი სეზონიო...
:mrgreen:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 29 Jul 2015, 14:12 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4911
Location: თბილისი
ბერო

ამიტომ გადავწყვიტე ისევ ჩემით დავტენო ჰილზები.ხლხო სად ვიშოვო თოფის დენთი "სოკოლი"ან ვინმეს გასაყიდათ კრაინიმ სლუჩი საჩუქრად ხომ არ გაქვთ? :D

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 29 Jul 2015, 14:14 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
არა, მე ვიგულისხმე რომ ბევრს გაისვრი, მაგრამ შედეგიანი იქნება მაინც 3 : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 29 Jul 2015, 15:08 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2110
ბერო გაიგო მაგრამ აცდენის მიზეზს ვაზნებში ეძებს :mrgreen: ახლა ხომ იმნაირი ვაზნები გამოდის მიზანს რომ ვერაფრით ვერ მოარტყამ. გარემოს დამცველების მაფიაა :mrgreen:
ხუმრობა იქით იყოს და ოთარ იარაღი გაქვს პირველ რიში შესაცვლელი. ეტყობა მორგებული ვერ გაქვს. ადრე იჟ 43 მქონდა და შენზე უარეს მსროლელად ვითვლებოდი. ვთქვათ სროლის ეტალონი არის დონ ოთარი მაშინ მე ვიყავი -1 დონ ოთარი.


Last edited by vaja74 on 29 Jul 2015, 15:46, edited 2 times in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 29 Jul 2015, 15:40 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7156
vaja74 wrote:
ოთარ იარაღი გავს პირველ რიში შესაცვლელი. .

აუფ ეგ რა უთხარი !
კაცი მერკელით ამაყობს . . .
: ))

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 29 Jul 2015, 17:07 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4911
Location: თბილისი
კი ვაჟა ეგეც გეგმაშია,მარა სანამ მაგ გეგმას განვახორციელებ, ჯერ ჩემი დატენილი ჰილზები,რადგან მე როდესაც დავიწყე ნადირობა პირველი ათი წელი სახში ვტენიდი ჰილზებს და რავი თუ გინდა დაიჯერე თუ გინდა ნუ დაიჯერებ არ დავიტრაბახებ რო მაგარი მსროლელი ვიყავითქო მარა ნორმალურად ვისროდი ჩემი თოფით. :) ხოდა თუ ვიმეს გაქვთ "სიკოლი" ან მომყიდეთ ან მომეცით თუ არ გჭირდებათ და გპირდებით,რო ათიდან რვას მოვკლავ და ფორუმს არ შევარცხვენ.:mrgreen:

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 29 Jul 2015, 22:30 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2110
მწყერს მოკლავ თუ ფორუმელებს სიცილით :mrgreen:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 30 Jul 2015, 15:59 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2110
15 დღე ისე მალე გაივლის... თვალის დახამხამებაში.
დონ დამავიწყდა მეთქვა 3 ქათამი დღიური ლიმიტია შენ წლიური რომ გეგონა და ნერვიულობდი :mrgreen:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 30 Jul 2015, 21:33 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4911
Location: თბილისი
vaja74 wrote:
15 დღე ისე მალე გაივლის... თვალის დახამხამებაში.
დონ დამავიწყდა მეთქვა 3 ქათამი დღიური ლიმიტია შენ წლიური რომ გეგონა და ნერვიულობდი :mrgreen:

არა რა წლიური მეგონა ვაჟა? წაგიყვან მე შენ ისეთ ადგილას, მოგაკვლევინებ სამ ცალს ნახევარ საათში და მერე გეტყვი ვსიო ნადირობა მორჩა მეთქი. ;) :mrgreen:
ამ ხუთი ტყის ქათმიდან 3 შენი მოკლულია.გაითვალისწინე. :mrgreen:
Image

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 30 Jul 2015, 22:07 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2110
დონ შენი ლიმიტიც თუ ჩემი შესასრულებელი გახდა +3. ექვსი გამოდის :lol: ოღონდ შენ მიაგენი სანატრელ ვაზნას და არაფერი მინდა. ჩემ წილ ლიმიტსაც შენ დაგითმობ.
ps ხუმრობა იქით იყოს და მაგ დღეს მაგრად გადავრჩით ცხინვალში კაპეზეს ხეხვას :mrgreen: მეორე დღეს ვუსმინე მაგ ადგილებიდან შეშაზე გასული გლეხები წაუსხამთ ოსებს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი 2015-2016
PostPosted: 30 Jul 2015, 22:39 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4911
Location: თბილისი
ზატო ტკბილი მოსაგონი იქნებოდა დღეს. :mrgreen: :mrgreen:

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 170 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 12  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge