იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 20 Jan 2019, 20:08

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 181 posts ]  Go to page Previous  1 ... 8, 9, 10, 11, 12, 13  Next
Author Message
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 30 Aug 2011, 13:30 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10739
Location: თბილისი
მურანო,
ვერც მე დაგეთანხმები. ეგ არ არის პარალელი..

პარალელი იცი რა არის?

ზეთის სახდელზე მოხალული, გარჩეული მზესუმზირა ბევრია, შეგიძლია პეშვით პირში ჩაიყარო... უგემრიელესია, მაგრამ 2-3 მუჭის მერე ზეთი ყელში ამოგივა.. შეიძლება გულიც აგარევინოს.
ამ დროს ხალხი მზესუმზირას იმიტომ მიირთმევს რომ ერთობა, ლაპარაკობს, დრო გაჰყავს - სხვა მუღამი აქვს. გასაძღობად არ არის მზესუმზირა.

100 ცალ "მანოკით" დახოცილი მწყერს ისევ 3 კარგი ვარიკა მირჩევნია, მარტო ხორცი ხომ არაა ეს მწყერი.
გვინდოდა მწყრის ხორცი და ვიყიდეთ ერთ დღეს ზამთარში 30 ცალი და კარგადაც ვიჯექით...
და სულ ისე რომ დადიხარ ვერცერთს რომ ვერ ნახავ (არათუ მოკლავ) - ტეხავს.

იგივე ანალოგია ვერმფრენიდან რომ ხოცავენ ჯიხვებს.
შიშისგან ერთად იკრიფებიან და მერე ავტომატით ხოცავენ...
ჯიხვი იმიტომ უნდა გერგებოდეს რომ შენც რისკავ და 2-3 დღე დადიხარ ბილიკებზე, ამიტომ გეკუთვნის. დილას გადაფრინდე, საღამოს 18 ჯიხვი მოიყვანო სახლში - არაკაცობაა.

მეტი ამის გარჩევას არ ვაპირებ. ჩემთვის მწყერზე ასეთი სატყუარა მიუღებელია.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 30 Aug 2011, 16:48 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4908
Location: თბილისი
ხუთშაბათს მივდივარ მწყერზე. მიმაქვს მანოკი, ვნახავ ერთი რა შედეგები იქნება :mrgreen: :mrgreen:

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 30 Aug 2011, 17:02 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
Don Otari wrote:
ხუთშაბათს მივდივარ მწყერზე. მიმაქვს მანოკი, ვნახავ ერთი რა შედეგები იქნება :mrgreen: :mrgreen:

გდი-ს თანამშრომლობა და კანონში შესაბამისი ჩანაწერი როგორ ვინატრო თორე სამუდამოდ ჩამოგართმევდი მაგ მერკელს...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 30 Aug 2011, 17:10 
Offline

Joined: 10 Jun 2009, 09:50
Posts: 400
ნამდვილად (შესაბამისი სიტყვაც ვერ მოვიფიქრე) შეურაცმყოფელია, ამაზრზენია როცა ცარიელ მინდორში გიწევს ხეტიალი იმის გამო, რომ ვიღაცამ მანოკით ერთ ადგილზე მოუყარა მწყერს თავი. ჯიხვზე ნადირობის მუღამსაც მასე აღვიქვამ მე პირადად ბერო (თუმცა არ მომწევია) და ეგ განცდები ლიტერატურაშიცაა მხატვრულშიც გადმოცემული. მე ის ვთქვი რომ მანოკი უკვე არსებობს ბუნებაში, მისი გამოყენებაც ვიღაცეებმა დაამუღამეს კიდეც და ვეღარ ვხვდები როგორ უნდა აღუდგე წინ ამ ყველაფერს და ალბათ შეგუება მოგვიწევს თქო. ერთადერთი გამოსავალი და არა მარტო ამ სიტუაციაში ალბათ ის არი, რომ ადამიანს რომელიც დროს და გარემოებას იმიზეზებს და ჩადის იმას რაც არ უნდა გააკეთოს, ასეთ ადამიანს გამარჯობა არ უნდა უთხრა, მაგრამ ეგ ძალიან რთული განაჩენია პირადად ჩემთვის და ვერც მე და ალბათ ვერც თქვენ გააკეთებთ ამას, რავიცი, რავიცი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 30 Aug 2011, 18:27 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4908
Location: თბილისი
Quote:
გდი-ს თანამშრომლობა და კანონში შესაბამისი ჩანაწერი როგორ ვინატრო თორე სამუდამოდ ჩამოგართმევდი მაგ მერკელს...


:mrgreen: :mrgreen: მოვალ ეხლა შენთან

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 30 Aug 2011, 23:05 
Offline
User avatar

Joined: 07 Sep 2009, 10:38
Posts: 458
Location: თბილისი
სულ არ მინდა (და არც მაწყობს) დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, მაგრამ ჩემი აზრით უბედურება არა მანოკშია, არამედ იმ ხალხის ტვინში ვინც ამ მანოკით დაუნდობლად ჟუჟავს მწყერს, არადა ამას მშვენივრად არეგულირებს კანონი (თუ დავიცავთ): ერთ მონადირეზე დაშვებულია 20 მწყერის მოკვლა. ჩემთვის, მაგალითად უმანოკოდ 80 მწყერის მომკვლელი მეტი ბრაკონიერია, ვიდრე მანოკით 20-ს.
მოდით, დავფიქრდეთ რატომ არ არის აკრძალული მანოკი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. ალბათ იმიტომ, რომ იქ 20 არის 20 და არა 242 (როგორც ერთ-ერთ გასული წლის პოსტში ეწერა). იქნებ პრობლემა უფრო ჩვენს თავშია.
ეხლა რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას მანოკთან. ერთად-ერთჯერ გასული წლის სეზონის გახსნაზე მომიწია მანოკით ნადირობა და მეორედ სურვილიც კი არ გამჩენია ერთი მარტივი მიზეზის გამო: ერთ საათში 2 კაცს აყვანილი გვყავდა 38 ფრთა და მორჩა ნადირობა, ვერც ფეხით ვიარე 8-10 კმ., უაზროდ ვერც სადილამდე გავჩერდით და მთელი წაღებული სანოვაგე და ღვინო უკან წამოვიღეთ, ვერც სეზონის გახსნა ვერ დავლოცეთ და ვერც წასული მონადირეების სულები, - მოკლედ ჩამშხამდა რა. ანუ რისთვისაც მიყვარს ეს პროცესი, ის მუღამი დაკარგა.
ზოგადად არავისთან დავას არ ვაპირებ და ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 30 Aug 2011, 23:52 
Offline
User avatar

Joined: 24 Dec 2009, 16:01
Posts: 1401
+1 000 000

_________________
3ზნე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 31 Aug 2011, 07:55 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10739
Location: თბილისი
რობიკო
ნამდვილად ასეა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 31 Aug 2011, 12:12 
Offline
User avatar

Joined: 05 Nov 2008, 09:11
Posts: 1300
Location: Tbilisi
რობიკო wrote:
სულ არ მინდა (და არც მაწყობს) დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, მაგრამ ჩემი აზრით უბედურება არა მანოკშია, არამედ იმ ხალხის ტვინში ვინც ამ მანოკით დაუნდობლად ჟუჟავს მწყერს, არადა ამას მშვენივრად არეგულირებს კანონი (თუ დავიცავთ): ერთ მონადირეზე დაშვებულია 20 მწყერის მოკვლა. ჩემთვის, მაგალითად უმანოკოდ 80 მწყერის მომკვლელი მეტი ბრაკონიერია, ვიდრე მანოკით 20-ს.
მოდით, დავფიქრდეთ რატომ არ არის აკრძალული მანოკი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. ალბათ იმიტომ, რომ იქ 20 არის 20 და არა 242 (როგორც ერთ-ერთ გასული წლის პოსტში ეწერა). იქნებ პრობლემა უფრო ჩვენს თავშია.
ეხლა რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას მანოკთან. ერთად-ერთჯერ გასული წლის სეზონის გახსნაზე მომიწია მანოკით ნადირობა და მეორედ სურვილიც კი არ გამჩენია ერთი მარტივი მიზეზის გამო: ერთ საათში 2 კაცს აყვანილი გვყავდა 38 ფრთა და მორჩა ნადირობა, ვერც ფეხით ვიარე 8-10 კმ., უაზროდ ვერც სადილამდე გავჩერდით და მთელი წაღებული სანოვაგე და ღვინო უკან წამოვიღეთ, ვერც სეზონის გახსნა ვერ დავლოცეთ და ვერც წასული მონადირეების სულები, - მოკლედ ჩამშხამდა რა. ანუ რისთვისაც მიყვარს ეს პროცესი, ის მუღამი დაკარგა.
ზოგადად არავისთან დავას არ ვაპირებ და ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.




100 % გეთანხმები, არასდროს არ მინადირია მანოკით მაგრამ პრობლემა ხალხის ტვინშია და არა მანოკში.

_________________
Beretta A 302. TIKKA T3 LITE 308. ARGO BENELLI 308. TOZ - 21. AR15,223cal5.56Nato.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 31 Aug 2011, 12:34 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7140
kishinski wrote:
აგერ კანონიც რომელშიც არაფერი მსგავსი არ წერია. .


ოთო ეგ "კანონი" გადამღერებულია ძველი კანონიდან სიტყვა-სიტყვით. ძველი კანონი კიდე როცა იწერებოდა, მაშინ ეგ მანოკები ან არ არსებობდა, ან ბრესტის აქეთ შემოსული არ იყო. ასე რომ . . .


პ.ს. ვეთანხმები რობიკოს, რეზიდენტს, ბეროს .. .

პ.პ.ს. შენც გეთანხმები :)

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 31 Aug 2011, 12:37 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
კახი wrote:
მაშინ ეგ მანოკები ან არ არსებობდა, ან ბრესტის აქეთ შემოსული არ იყო.

Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 31 Aug 2011, 17:18 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3219
Location: Tbilisi
ყველას გეთანხმებით, განსაკუთრებით რობიკოს, ჩემი სათქმელი თქვა.
არანაირი იმედი არ მაქვს რომ ჩვენი თაობა გამოსწორდება და ბუნებას მზრუნველობით მოეპყრობა, ერთადერთი გამოსავალია რომ სკოლის მოსწავლეებს ვინც ეხლა დაწყებით კლასშია საგნად გარემოს დაცვა ასწავლონ ისე როგორც საჭიროა. ნადირობა მოკლეს საქართველოში და ჩვენ უბრალოდ ამ აზრთან შეგუება არ გვინდა. (((


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 01 Sep 2011, 16:30 
Offline
User avatar

Joined: 02 Apr 2008, 18:17
Posts: 66
Location: Tbilisi
გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას! ჩვენთან კანონს ნაკლებად თუ ვინმე იცავს, ასე რომ მანოკი საერთოდ უნდა აიკრძალოს მე ვფიქრობ! რა არის მწყერზე ნადირობა თუ არა სიარული, ძებნა და ძაღლის მუშაობით გამოწვეული სიამოვნება?! ყველაფერს უკარგავენ მუღამსაც და აზრსაც რა...(((((

_________________
КО-44; ИЖ-58/12; ИЖ-58/20; ИЖ-58/16; ТОЗ-34 РЕ/12; MP-153/12;


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 01 Sep 2011, 18:44 
Offline
User avatar

Joined: 05 Jan 2009, 12:49
Posts: 869
Location: თბილისი; საქართველო
რობიკო wrote:
სულ არ მინდა (და არც მაწყობს) დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, მაგრამ ჩემი აზრით უბედურება არა მანოკშია, არამედ იმ ხალხის ტვინში ვინც ამ მანოკით დაუნდობლად ჟუჟავს მწყერს, არადა ამას მშვენივრად არეგულირებს კანონი (თუ დავიცავთ): ერთ მონადირეზე დაშვებულია 20 მწყერის მოკვლა. ჩემთვის, მაგალითად უმანოკოდ 80 მწყერის მომკვლელი მეტი ბრაკონიერია, ვიდრე მანოკით 20-ს.
მოდით, დავფიქრდეთ რატომ არ არის აკრძალული მანოკი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. ალბათ იმიტომ, რომ იქ 20 არის 20 და არა 242 (როგორც ერთ-ერთ გასული წლის პოსტში ეწერა). იქნებ პრობლემა უფრო ჩვენს თავშია.
ეხლა რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას მანოკთან. ერთად-ერთჯერ გასული წლის სეზონის გახსნაზე მომიწია მანოკით ნადირობა და მეორედ სურვილიც კი არ გამჩენია ერთი მარტივი მიზეზის გამო: ერთ საათში 2 კაცს აყვანილი გვყავდა 38 ფრთა და მორჩა ნადირობა, ვერც ფეხით ვიარე 8-10 კმ., უაზროდ ვერც სადილამდე გავჩერდით და მთელი წაღებული სანოვაგე და ღვინო უკან წამოვიღეთ, ვერც სეზონის გახსნა ვერ დავლოცეთ და ვერც წასული მონადირეების სულები, - მოკლედ ჩამშხამდა რა. ანუ რისთვისაც მიყვარს ეს პროცესი, ის მუღამი დაკარგა.
ზოგადად არავისთან დავას არ ვაპირებ და ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.


ჯიგარი ხარ, ეგრეა, თუ 20 მწყერზე მეტს არ მოკლავენ თუნდაც 2-2ი "მანოკი" ჩადგან

_________________
Skype Me™!

Remington 700 VTR - IJ 27 - TOZ 17 - IJ 58


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი - 2011
PostPosted: 05 Sep 2011, 13:47 
Offline
User avatar

Joined: 24 Dec 2009, 16:01
Posts: 1401
M_S wrote:
რობიკო wrote:
სულ არ მინდა (და არც მაწყობს) დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, მაგრამ ჩემი აზრით უბედურება არა მანოკშია, არამედ იმ ხალხის ტვინში ვინც ამ მანოკით დაუნდობლად ჟუჟავს მწყერს, არადა ამას მშვენივრად არეგულირებს კანონი (თუ დავიცავთ): ერთ მონადირეზე დაშვებულია 20 მწყერის მოკვლა. ჩემთვის, მაგალითად უმანოკოდ 80 მწყერის მომკვლელი მეტი ბრაკონიერია, ვიდრე მანოკით 20-ს.
მოდით, დავფიქრდეთ რატომ არ არის აკრძალული მანოკი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. ალბათ იმიტომ, რომ იქ 20 არის 20 და არა 242 (როგორც ერთ-ერთ გასული წლის პოსტში ეწერა). იქნებ პრობლემა უფრო ჩვენს თავშია.
ეხლა რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას მანოკთან. ერთად-ერთჯერ გასული წლის სეზონის გახსნაზე მომიწია მანოკით ნადირობა და მეორედ სურვილიც კი არ გამჩენია ერთი მარტივი მიზეზის გამო: ერთ საათში 2 კაცს აყვანილი გვყავდა 38 ფრთა და მორჩა ნადირობა, ვერც ფეხით ვიარე 8-10 კმ., უაზროდ ვერც სადილამდე გავჩერდით და მთელი წაღებული სანოვაგე და ღვინო უკან წამოვიღეთ, ვერც სეზონის გახსნა ვერ დავლოცეთ და ვერც წასული მონადირეების სულები, - მოკლედ ჩამშხამდა რა. ანუ რისთვისაც მიყვარს ეს პროცესი, ის მუღამი დაკარგა.
ზოგადად არავისთან დავას არ ვაპირებ და ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.


ჯიგარი ხარ, ეგრეა, თუ 20 მწყერზე მეტს არ მოკლავენ თუნდაც 2-2ი "მანოკი" ჩადგან


არც ეგრეა საქმე, შეიძლება კანონი არ დაარღვიონ და 20 ცალი მწყერი მოკლას კაცმა, მაგრამ მანოკს რომ დგამ მაგ შემთხვევაში ხომ 20 ცალზე ბევრად მეტი იყრის ტავს ერთად?! და შენ ჩვეულებრივ პატიოსან მონადირეს მაინც ცარიელში გიწევს სიარული და ნადირობა!!!

_________________
3ზნე


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 181 posts ]  Go to page Previous  1 ... 8, 9, 10, 11, 12, 13  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge