იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 20 Jun 2019, 12:04

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 15 posts ] 
Author Message
 Post subject: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 26 Sep 2010, 22:30 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
რაოდენ მისაღები ანდა მიუღებელი უნდა იყოს ჩვენთვის, ეს ბიზნესი საქართელოში ძალიან ნელი ტემპით მაგრამ მაინც ვითარდება.
საზღვარგარეთ რა ხდება ამაზე საუბრით თავს ნამდვილად არ შეგგაწყენთ რადგან ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ. საქართელო ამ კუთხით ძალიან ჩამორჩენილია. უფრო მეტიც არ არსებოსბ ალტერნატივები რობ ბაზარზე რაიმე კონკურეცია გაუწიოს რამოდენიმე მეურნეობას, რომელშიც ნადირობა ძლიერნი ამა სოფლისანის ხვედრია.

არადა დამიჯერეეთ გარემოსდაცვითი კანონმდებლობა იმ მიმართულებით მიდის რომ ნადირობის ერთადერთი საუკეთესო ვარიანტი უკვე სანადირო ტურები იქნება. რატოომმმ?? მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოში გარდა გადამფრენის ფრინველისა ყველაფერზე ნადირობა(სამონადირეო მეურნეობების გარდა) აკრძალულია. მომავალში იქ სადაც გადამფრენი ფრინველები ბინადრობენ , ანუ სადაც ნადირობა ყველაზე დიდ სიამუვნებას მოგვანიჭებს ყველაფერი კერძო საკუთრება იქნება. ვერ მივეკარებით იხვზე სანადიროდ ფოთის შემოგარენს, წყალსაცევებს ალბათ სამხრეთ საქართველოსაც. მოკლედ ეს პროცესი გარდაუვალია.

პრინციპში უგზო-უკვლოდ ხეტიალს ხანდა ხან ჯობია გადაიხადო და კომფორტულად ინადირო გარანტირებული შედეგით. ამის გამოცდილება ამ ფორუმის წევრებს გვქონია. ეხლა შემთხვევით აღმოვაჩინე მაიმარკეტზე ესეთი განცხადება რამაც გულწრფელად გეტყვით ძალიან გამახარა. მე მართლა არ ვიცი ვინ არიან ან და რა ფასები აქვთ მაგრამ ერთი ფაქტია რომ რაც უფრო მეტი მსგავსი ტურები გამოჩდება მით უფრო დარეგურილდება ბაზარი ფასის თვალსაზრისით.

შერიძლება უნებლიე ან და გამიზნულ რეკლამაში ჩამეთვალოს ამ უცნობი ხალხის განცხადება, მაგრამ მაინც უნდა დავდო ეს ტექსტი.

იმიტომ რომ შეიძლება რომელიმეს გამოგვადგეს!
მეორეც მართლა კარგია მსგავსი ტურების გამოჩენა.
მესამე იქნებ ვინმე ჩვენთაგანმა ისარგებლოს ამ ტურით და მერე გაგვიზიაროს ამბები.
მეოთხე მსგავსმა ადამიანებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ასეთ ფორუმებთან და კლუბებთან თუნდაც გარკვეული ფასდაკლებით რადგან ეს საკმაოდ იაფფასიანი მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი რეკლამა გამოუვათ!

მოკლრდ ტექსტის შინაარსი (რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს ნანახი ექნება.

ნადირობა


ID# : -------
•სახელი : ნადირობა
•ფასი : 0 ლარი
•დამატების თარიღი : 24 სექტემბერი 2010
•ნანახია: 618-ჯერ

•მფლობელი : ---------- (ყველა განცხადება)
ტელ. : ----------


ნადირობა პალიასტომის ტბაზე (მის კანალებში ,არხებში და ტყეებში)

1.კომფორტული სასტუმრო ზედ ტბაზე
2.კომფორტული ჯიპით მგზავრობა
3.და რაც მთავარია ძალიან მაგარი და სწრაფი კატერები
4.სამჯერადი კვება,ყოველ საღამოს მარანში ვახშამი.
5. 2 დღიანი , 3 დღიანი და ერთ კვირიანი ტურები

ასევე შეკვეთით ნადირობა თქვენი სურვილისამებრ...

მოგემსახურებათ პროფესიონალი კატერის და ავტომობილის მძღოლები..
ასევე ნადირობის დაგეგმვა აღმოსავლეთ საქართველოში

მაგ:კატერით ნადირობა ჯანდარაზე და კუმისის ტბაზე ასევე საქართველოს ყველა ტბაზე და წყალსაცავზე (რომელიც სახემწიფოს კუთვნილებაა)

ასევე ვიღებთ შეკვეთებს ნადირობაზე თქვენი სურვილისამებრ კანონის ფარგლებში

სეზონი იხსნება 1 ნოემბერს და გრძელდება 1მარტამდე

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Last edited by ბერო on 27 Sep 2010, 08:10, edited 2 times in total.
საკონტაქტო ნომერი ამოვშალე, განცხადება კომერციულია.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 26 Sep 2010, 23:40 
Offline

Joined: 18 Aug 2009, 13:35
Posts: 360
Location: ლაგოდეხი
რაღაც მაგდაგვარი წინა სეზონზეც წავიკითხე, ისე ერთი ახალი ინფორმაცია მეც მაქვს ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ნოემბრიდან გაიხსნება სეზონი ახალ მეურნეობაში ( ლაგოდეხის რაიონში) ლიცენზია იქნება ხოხობზე და სხვადასხვა ნადირზე როგორც ირწმუნებიან,
ხოხობი მართლაც ბევრია ამ ტერიტორიაზე რამოდენიმე წელია მკაცრად იცავენ, ვისაც ხოხობზე ნადირობა მოწონს შედეგი გარანტირებული იქნება მთავარია რეალური ფასი დაადონ ვნახოთ...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 03:12 
Offline

Joined: 07 Apr 2009, 09:15
Posts: 151
HUNTER wrote:
ნადირობის ტურები საქართველოში...

საკმაოდ ბევრი მომსახრებაა ჩამოთვლილი, მარა საინტერესო იქნება მაინც რა თანხებზეა საუბარი :think:

aleko22 wrote:
...ერთი ახალი ინფორმაცია მეც მაქვს ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ნოემბრიდან გაიხსნება სეზონი ახალ მეურნეობაში ( ლაგოდეხის რაიონში) ლიცენზია იქნება ხოხობზე და სხვადასხვა ნადირზე როგორც ირწმუნებიან,
ხოხობი მართლაც ბევრია ამ ტერიტორიაზე რამოდენიმე წელია მკაცრად იცავენ, ვისაც ხოხობზე ნადირობა მოწონს შედეგი გარანტირებული იქნება მთავარია რეალური ფასი დაადონ ვნახოთ...

ალბათ "ფაუნაზე" ამბობ (დირ. ბ-ნი თემურ ტყემალაძე). როგორც გვპირდებიან, მაგ მეურნეობის გვერდითვე, 1-2 წელში გაიხსნება კიდევ სამი მეურნეობა ("ალაზნის ჭალა", "კოლაგი" ინაბოტზე და "მამული" ქვ. ქედში). ყველა სერიოზულად უდგება საქმეს, სამინისტროდანაც იმედია ეხმარებიან; კარგი მენეჯმენტის პირობებში ბუნება იძლევა საშუალებას ხარჯები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი; პლიუს მოკლევადიან პერიოდში ყველა გათვლას აკეთებს ერთიდაიგივე სანადირო ობიექტებზე - ხოხობზე და ღორზე.
ასე რომ კონკურენციამ უნდა აიძულოთ, რეალური ფასები დაადონ; но это по закону архимеда! ;)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 08:13 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
1. საკონტაქტო ამოვშალე ამ განცხადებიდან რადგან ეს კომერციული განცხადებაა.
2. ბევრი რამე განცხადებაში კანონს ეწინაღმდეგება,
ან კანონი მოვა შესაბამისობაში ან...

კანონმდებლობა ამ საქმიანობისათვის საერთოდ არ არის მზად.
თუ ამ საქმეში ფული გაკეთდა - დედა ეტირება ბუნებას. რადგან როგორც ყოველთვის აქ მხოლოდ მომხმარებლური მიდგომაა ტრადიციულად მიღებული. ამის მაგალითად მე ტყის მჭრელები მახსენდება. ჩაგდებული აქვს რომელიმე ერთ ადამიანს რაიონშI ტყის ჭრა და ჭრის მიყოლებით, არც წესი, არც კანონი, არც ბუნების დაცვა...


საქართველოში კომერციულ ნადირობას ნადირიც კომერციისათვის მოშენებული უნდა ჰყავდეს. ეს არის ჩემთვის ამომავალი წერტილი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 10:45 
Offline
User avatar

Joined: 25 Jun 2007, 20:38
Posts: 486
ბერო wrote:
საქართველოში კომერციულ ნადირობას ნადირიც კომერციისათვის მოშენებული უნდა ჰყავდეს. ეს არის ჩემთვის ამომავალი წერტილი.


:clap:
არა მარტო შენთვის ბერო.
ყველა პროგრესულად მოაზროვნე ეგრე უნდა ფიქრობდეს დღეს, მითუმეტეს ამ საქმით დაინტერესებული ადამიანები.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 14:53 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ბერო wrote:

კანონმდებლობა ამ საქმიანობისათვის საერთოდ არ არის მზად.
თუ ამ საქმეში ფული გაკეთდა - დედა ეტირება ბუნებას. რადგან როგორც ყოველთვის აქ მხოლოდ მომხმარებლური მიდგომაა ტრადიციულად მიღებული. ამის მაგალითად მე ტყის მჭრელები მახსენდება. ჩაგდებული აქვს რომელიმე ერთ ადამიანს რაიონშI ტყის ჭრა და ჭრის მიყოლებით, არც წესი, არც კანონი, არც ბუნების დაცვა...


საქართველოში კომერციულ ნადირობას ნადირიც კომერციისათვის მოშენებული უნდა ჰყავდეს. ეს არის ჩემთვის ამომავალი წერტილი.


ვერ დაგეთანხმებით ბევ რაღაცაში!!

1. საკანონმდებლო ბაზა ამ საკითხის ირგვლი არსებობს უბრალოდ როგორც მთლიანად გარემოსდაცვის სფერო ესც მიგდებულია. თუ კი რაიმე იქნება აუცილებლად დაიხვეწება. ტყეს არ სფეროს ნუ შევადარებთ. ხე-ტყე არა მარტო საქართველოსში არამედ მთელს მსოფლიოში რთულად საკონტროლებელი რამეა. რადგან ხე-ტყის ინდუსტრია ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სამონადირეო მეურნეობები კი ერთი ფერმერის სამყოფი საქმეა. ფული კეთდება ტყეში, ნადირობაში იმდენი ფული ვერ გაკეთდება ყოველშემთხვევაში საქართველოში რომ ამაზე "რუხმა კარდინალებმა" წილები მოითხოვონ - როგორც ეს ტყის ბიზნესშია.
2. მთელინ მსოფლიო უკვე მიდის იმ დასკვნამდე რომ სამოპნადირეო მეურნეობა ცხოველთა დაცვისთვის უფრო ეფექტური საშუალება გამოდგა ვიდრე დაცული ტერიტორიები და ნადირ ფრინველებზე აკრძალვა. ამაზე ძალიან ბევრი სტატია იწერება. ამაზე მთელი 3 დღიანი ლექცია წამიკითხა ამერიკელმა პროფესორმა ტომ უილსონმა!

3. ნადირის მოშენება კომერციისთვის. ბერო ეს შენი კი არა ამ ბიზნესის ამოსავალი წერტილია, სხვანაირად არც ლიცენზიას მოგცემენ და თუ მოგცემენ შენი ბიზნესი იქნება დახლოებით ისეთივე რაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამონადირეო მეურნეობაშია. ნადირის მოშენებას მაშინ მიყოფენ ხელს როცა იქნება კონკურენცია. ამასთან უნდა იყოს კონტროლიც, თუმცა კონტროლი დღესაც არის, ყველა სამონადირეო მეურნეობის პატრონი აბარებს ანგარიშებს. ეს უნდა კონტროლდებოდეს, მაგრამ ვინაიდან ყველამ იცის რომ ამ სფეროში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ესეც მიგდებულია. ბევრი რამე ჩვენზეც არის დამოკიდებული. შევდივართ სამონადირეო მეურნეობაში უნდა ავიღოთ ლიცენზია, უნდა გადავიხადოთ ფული და მოვითხოვოთ ჩეკი, რათა გადამხდელმა ვერ დამალოს მოკლული ფრინველების თუ ცხოველების რაოდენობა. იდეალური კანონი რომ შევქმნათ თუ ჩვენვე არ დავიცავთ - როგორც მომხამარებლები დამიჯერეთ არ იკანონებს.

4. როგორც გარემოსდამცველი მე მართლა ვაპირებ სამონადირეო მეურნეობების რეკლამირებას (როგორც შემიძლია :mrgreen:) რაოტოომ?? ეს არი ერთადერთი გზა ცხოველთა დაცვის ისერ რომ ქვეყანაში საერთოდ არ იყოს ნადირობა აკრძალული.

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 15:58 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
HUNTER
არადა მე თოფაძის სანადირო მეურნეობა და თოფაძის მიერ ხეტ-ყის ჭრა მახსენდბა ერთდროულად....

სანადირო მეურნეობის მართვის გამოცდილება არ არსებობს, არც ცხოველების გამრავლების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების.

აიღოს ტერიტორია, მოაშენოს სანადირო ცხოველები და მერე ახოცინოს.
როგორც მინიმუმ - ხელი უნდა შეუწყოს გამრავლებას.
თავისით გამრავლებული ნადირი ვიღაცამ ფულზე წყვიტოს - ეს მიუღებელია ჩემთვის.

საქართველოში კი ამის მწარე გამოცდილებაა. დაჯდება მინისტრი გადაფრინდება ალაზნისთავში ამოწყვიტავს 50 ჯიხვს, დაიჭერს 100 კილო კალმახს და გადმოფრინდება უკან.. ვიღაც საცოდავს კიდევ აჯარიმებენ ყვავილის მოწყვეტაზე, სანამ ეს სიტუაცია არ შეიცვლება და არ ვნახავ რომ ყველა ასეთი ბრაკონიერი ისჯება, ჩემთვის სანადირო მეურნეობდა ვიღაცისათვის დორებით გადაცემული ტერიტორია ფულის გასაკეთებლად.
ასეც ხდება.

როცა არ იცი როდის ჩამოგართმევნ - მაქსიმალურრად დედას უტ-ნავ რომ შემოსავალი გააკეთო.
ამ პირობებში ბუნება იჩაგრება.

თორემ სანადირო მეუნებობეზე ბევრი წამიკითხავს და მინახია. მოწესრიგებას არ ვეწინააღდეგები.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 16:12 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
ფაქტი ისაა რომ ეგ განცხადება ამ ეტაპზე კანონის ჩარჩოებში ვერ ჯდება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 18:04 
Offline

Joined: 18 Aug 2009, 13:35
Posts: 360
Location: ლაგოდეხი
ხე ტყის ჩეხვას რაც შეეხება ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ გააშენეს განადგურებული ტყე ჭიაურის ტერიტორიაზე სადაც იმყოფება ეხლა ეს სანადირო მეურნეობა 100-ბით ადგილობრი მოსახლეა დასაქმებული ამ საქმით და ფაქტია რომ კეთილ საქმეს აკეთებს ეს ხალხი, ასეთი მეურნეობები რომ იყოს ბლომად იქნება საქართველოში ფრინველიც და ნადირიც......


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 18:15 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
ჩემი აზრით პირველ ეტაპზე სადRაც 3 წლით მაინც საერTოდ უნდა აიკრძალოს ნადირის ხოცვა მეურნეობაშიც კი.ეს 3 წელი უნდა დაეთმოს პოპულაციის გამრავლებას მტაცებლის გამოხშირვას ტყის მასივების გაშენებას და ასე შემდეგ...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 18:32 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
პრობლემები კომპლექსურია. კანონმდებლობა, სფეროსთან შეხების მქონე სრულიად არაკომპეტენტური ჩინოვნიკები, ე.წ. ადგილობრივი "მონადირეები", ფულიანი და სფეროს პატრიოტი (მარტო ტერიტორიის ყიდვას არ ვგულისხმობ) ადამიანების ნაკლებობა და ა.შ. და ა.შ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 27 Sep 2010, 19:53 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
aleko22
ძალიან კარგია თუ ასეა.
საკუთარ შრომას რომ ჩადებს და ფინანსებსაც - სხვანაირად იქნება საქმე, ანუ მე არ მიდნა, რომ ეს პროცესი დაემსგავსოს "ქარის მოტანის ქარი წაიღებს."

დახარჯოს და მიიღოს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 28 Sep 2010, 16:14 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ბერო wrote:
aleko22
ძალიან კარგია თუ ასეა.
საკუთარ შრომას რომ ჩადებს და ფინანსებსაც - სხვანაირად იქნება საქმე, ანუ მე არ მიდნა, რომ ეს პროცესი დაემსგავსოს "ქარის მოტანის ქარი წაიღებს."

დახარჯოს და მიიღოს.


+ 1 ბერო რა თქმა უნდა საუბარია კეთილსინდესიერ მეწარმეზე!
მაგრამ ზუსტად მაგის თქმა მინდოდა რომ უახლოეს მომავალში განვითარებული სახელმწიფოოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდება სამონადირეო მეურნეობები!! აი მაგალითად აშშ-ი უკვე შეომჩნევა მსგავსი ტენდენცია რადგან უკეთესი შედეგი მიიღეს. განსაკუთრებით პოპულალურია სახოხბები. ბევრ ფერმერი თავისი ფერმის გარეშემო ამრავლებს ხოხობს. აკეთებს პატარა სასტუმროს სადაც ხვდება ჩასულ მონადირეებს. შემდეგ მონადირებულ ფრინველს უკვე ფოსტით დამუშავებულს უგზავნის მეპატრონე მონადირეს (აშშ-ში მოკლული ცხოველის ან და საერთოთ ხორცის გადაზიდვა გადატანას გარკვეული პროცედურები სჭირდება ამიტომ მონადირეები ერიდებიან მოკლული ფრინველით სიარულს. ტოვებენ ფერმაში და შემდეგ სახლში მისდით გაყინული. თუ არ გინდა თავშესაფრებს გადასცემს და ასემ შემდეგ!!

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 29 Sep 2010, 05:04 
Offline

Joined: 30 Oct 2009, 12:19
Posts: 3921
წისქვილში ხოხობი 90 ლარი ღირს..... მაგრამ ძალიან გემრიელია.... ;)

_________________
სამასმეერთე ურუგველი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის ტურები საქართველოში
PostPosted: 29 Sep 2010, 23:43 
Offline

Joined: 18 Aug 2009, 13:35
Posts: 360
Location: ლაგოდეხი
david-1976 wrote:
წისქვილში ხოხობი 90 ლარი ღირს..... მაგრამ ძალიან გემრიელია.... ;)


დალოცვილი ბუნებიდან რომ მოიპოვებ აი გემო მაგას აქვს დავით :):):)


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 15 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge