exidrid wrote:
ჩემ სოფელშია მგელი შემოჩვეული მარტოა მაგრამ დიდიაო აქაურები ამბობენ ... ცხვრებს იპარავს და საქონელი დაგლიჯა ტყის პირას მცხოვრებს ტავლაში შეეპარა და ცხენი და კვიცი დაუგლიჯა. დღისით გზაზე გამოსულიც უნახიათ რამდენჯერმე. ტყეში ვერ შედიან შიშით კვოტები ჩვენს სოფელზე არაა გამოყოფილი გუშინ მაინც გავრისკე ხორცის მოზრდილა ნაგლეჯი დავუგდე და მთელი ღამე ველოდე ის ადგილი გავანათე მარა მგელი არ მოსულა ტურები მოვიდნენ. ადგილობრივებმა შუქში არ გამოვაო მგელი შანსი არააო. მე თვითონ ერთ 30 მეტრაში ხეზე მოვიწყვე სამალავი. დისტანცია პრობლემაა ჩემთვის იმიტომ რომ ჯაკანი უნდა ვესროლო უფრო შორ მაძილზე რომ ჩავუსაფრტე მეშინია რომ გავმაზავ... მაინც ახალ ბედა ვარ. იქნება ცოტა უფრო გამოცდილებმა მირჩიოთ რამე
მერე ტურებს არ დასცხე?

რით გაანათე? სინათლეზე რო არ მოვიდოდა ცხადია. უშუალოდ სროლის დროს უნდა მიანათო. რჩევით რა ვიცი აბა, ნიავის მიმართულებით არ უნდა ჩაუჯდე, ყნოსვა მაგარი აქვს. ტანსაცმელს სარეცხის ფხვნილების სუნი არ უნდა ასდიოდეს - კილომეტრზე იგებს. დეზადორებზე და სიგარეტზე არაფერს არ ვამბობ. 30 მეტრზე ოთხმა ნოლმაც (0000) უნდა აიღოს. კარტეჩი 12 იანი ჯობია. ანუ ჯერ ტყვია და თუ გამაზე, მერე ეგრევე კარტეჩი.
წარმატებებს გისურვებ.
ხო. ჩემი თქმა არ გინდა, მაგრამ მაინც . . . ხეზე ფრთხილად უნდა იყო. არ ჩაგთვლიმოს და არ ჩამოვარდე.
_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი