იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 19 Mar 2019, 05:36

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 84 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
Author Message
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 08 Aug 2009, 01:14 
Offline
User avatar

Joined: 12 Nov 2007, 16:32
Posts: 754
ნამდვილად არ ვაპირებდი კიდევ ამ თემაზე დაწერას, მაგრამ ეხლა წავიკითხე ეს პოსტები და იმედია პასუხი არ დამიგვიანია. :)
თორემ გაუგებრობას აქვს მგონი ადგილი :)

bardazan wrote:
თქვენ როგორ მიგაჩნიათ სწორად, სამინისტროს საიტზე დაიწეროს ცვლილებები თუ ნებისმიერ სხვა არასამთავრობო საიტზე? ;)

არასამთავრობო რა შუაშია ვერ მივხვდი, (კლუბი "ოჩოპინტრე" თუ იგულისხმე ჩვენ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა რეგისტრირებული კლუბი ვართ და არა არასამთავრობო ორგანიზაცია + ჩვენს საიტზე არაფერი გამოქვეყნებულა მსგავსი). მაგრამ მაინც... სამინისტროს საიტზე დაიწერება ალბათ როდესაც პროცედურულად გაივლის ყველა ინსტანციას!


მე რაც წავიკითხე ჯერ კანონმდებლობაში არაფერი შეცვლილა. მართალია?
რაზე მიდის საუბარი და რას აპირებენ ეგ სხვა თემაა მაგაზე არც არაფერი მითქვამს. თუ კარგად წაიკითხავთ ჩემს პოსტს მიხვდებით რომ ეგრეა.
პატივისცემით

კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება გაცხადებულია - დანარჩენი კი ალბათ დროზე და ბიუროკრატიის დონეზეა დამოკიებული!

bardazan wrote:
და კიდევ ერთი, როდის აქეთ უნდა დაიმალოს სიახლეები კანონმდებლობაში იმის გამო რომ ბრაკონიერმა არ წაიკითხოს?????? ბრაკონიერებთან ბრძოლისთვის მგონი არსებობს გდი და იმის მაგივრად რომ მათი შიშით სიახლეები კანონში ვმალოთ და ყურში გადაჩურჩულებით ვაგებინოთ ერთმანეთს მგონი უმჯობესია ზემოთ აღნიშნულმა სტრუქტურამ თავისი ვალი მოიხადოს!

კანონმდებლობაში ცვლილებებს რომ მალავს ვინმე ითქვა სადმე? ან სად წერია??? ბრაკონიერებს და ნაძირლებს დაემალებათ ის რისი გაცნობაც და წაკითხვაც მათ უარესის გაკეთების საშუალებას მისცემს. - ეს კი ითქვა!!

ამ სიტყვებში რას გულისხმობ მაინტერესებს? ზემოთ ამბობ რომ ათასი ბრაკონიერი და ნაძირალის გასაგები რომ არ იყოო ის ინფორმაციაო და ეხლა ამბობ რომ სწორედ "ასეთი" გამოხმაურებების გულისთვისო? მაგი რა გამოდი ეხლა მიხვდები შენ თვითონ, მე გითხრა თუ უკვე მიხვედრილი იყავი და განგებ დაწერე ასე?

შეურაწყოფაა ჩემი ეგ სიტყვები და ნუ წაშლით ამ პოსტს ძალიან გთხოვთ!!!!


"ასეთ გამოხმაურებებში" ვგულისხმობ იმას, რაც აქ დაიწერა: რომ ერთობლივად უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება თურმე და თურმე აქ მაინც უნდა დაწერილიყო 1-2 სიტყვა იმის შესახებ თუ რას ვაპირებდით... რატომ უნდა დაწერილიყო აქ და არა ჟურნალ "თბილისელებში" მაგალითად?
ერთობლივად ლამისაა იმაზე ვერ შევთანხმდით, რომ კარგი საქმეა წამოწყებული და გადაწყვეტილების მიღება გაადვილდებოდა? :) ეს დაადასტურა სამინისტროსთან ბოლო შეხვედრამაც, რომელიც შინაურულად და აფიშირების გარეშე ჩატარდა. ყველაზე შედეგიანი ეს ბოლო შეხვედრა იყო და ყველაზე უშედეგო მესამე, სადაც სამონადირეო მეურნეობების წარმომადგენლები, მწვანეები, არასამთავრობოები და რა ვიცი კიდევ ვინ არ იყო...
ეხლა კი როდესაც უკვე საქმე დაძრულია და გარკვეულ კალაპოტშია ჩაგდებული უფრო ადვილია თანამოაზრეების ჩართვა.

ფრიდონ,

მოკლედ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ ცალკე გვაქვს რაღაც ძველი ფორუმი უცხოურ სერვერზე და გვინდა დავუთმოთ მხოლოდ მაგ საკითხებს და თუ გინდათ ვინმე 2 ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს გამოყავით ამ საკითხზე, 1-2 ფორუმთან ვაპირებთ კიდევ შეხმიანებას და ერთობლივად გავაგრძელოთ ეს საქმე.
საშიშროება მართლაც დიდია, იმის, რომ სამონადირეო მეურნეობებმა საერთოდ ყველაფერი მოგვიხურონ!!
მონადირეების საკითხი, რომ დავაყენეთ ესე გვიპასუხეს - სეზონის ბოლოს შეიძლება დავუძახოთ ხოლმე მონადირეებს მტაცებლებზე სატროფეო ნადირობაზეო :D :D - მტაცებლებზე კვოტები დაუშვეს უკვე რაშიც მართლა დიდი წვლილი მიგვიძღვის და ეხლა სეზონის ბოლოს თვითონ ინადირონ საკუთარ მტაცებლებზე :) (მათი გეგმები, რომ გაცხადდა ეს იყო სამინისტროში მესამე შეხვედრის ერთადერთი შედეგი).

PS. გავიგეთ ისიც,რომ აზერბაიჯანში ჯიხვზე ნადირობა კაცზე 7,000 ევრო ღირს თურმე და მაგას მისტირიან :)
ხო წარმოგიდგენია ჩვენ, როგორ არ ვჯდებით მათ გეგმებში?...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 08 Aug 2009, 02:05 
Offline

Joined: 15 Apr 2008, 09:33
Posts: 194
რათ უნდა ამას ამდენი წერა ყველა ფორუმიდან შეიკრიბოს 2 წარმომადგენელი რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო და ვინ ფიქრობდა ამაზე, მთავარია საერთო საქმე გაკეთდეს არამარტო ჩვენთვის არამედ მომავალი თაობისთვი, საქმე დაწყებულია და ამას ჭირდება განვითარება და არ უნდა მოხდეს უკან დახევა არაფერზე და რაც შეიძლება ბევრი საკითხი უნდა წამოიწიოს წინა პლანზე.

_________________
Skype Me™! tula, ij-43, mp-153.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 08 Aug 2009, 02:06 
Offline
User avatar

Joined: 22 Sep 2008, 09:29
Posts: 2449
Ilariona
ჯერ ერთი არასამთავრობოს პირდაპირი მნიშვნელობა.... იმაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს რომელი უფრო სამთავრობო დაწესებულებაა რომელიმე კლუბი თუ სამინისტრო (ეს ყველაფერი გლეხურ ენაზე გამოვთქვი) ;)

მეორე, არავინ შეგდავებიათ იმაში რომ კარგ საქმეს არ აკეთებთ, პირიქით... და საერთოდ მე თქვენ წამოწყებულ საქმეზე არ მითქვამს არაფერი, იყო შედეგებზე ლაპარაკი, რომელზეც ლინკები დაიდო ოფიციალური სამთავრობო სტრუქტურის და იქ მე რეალური შედეგი და ცვლილება ვერ ვნახე.... მიხვდი ეხლა?????

და ამ ყველაფრის მერე რომ არავის კარგის მეტი არაფერი უთქვამს და ჩემ პოსტზე აკეთებ ეგეთ კომენტარს შენი მაგ სიტყვების განმარტება არააა ლოგიკური და მე შეურაწყოფილად ვგრდზნობ თავს ..... მეტს აღარ გავაგრძელებ იმიტო რომ ვერ ზვდები მე რას ვამბობ და არასწორ პასუხებს მცემ და ალბათ მეც ვერ გაგიგე.... თუმცაღა კიდევ ვიმეორებ რომ მე ის ვერ გავიგე სამინისტროს თუ მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურის ოფიციალურ საიტზე რატომ იმალება რაიმე ცვლილებები მათ შესახებ კანონმდებლობაში, თუ თვლი რომ ამაზე შენ უნდა მეკამათო მაშინ ნუ რავიცი......

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 08 Aug 2009, 09:12 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
ბესო.
გასაგებია ყველაფერი.
მე გასული ვარ, გიგა შეგეხმიანება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 08 Aug 2009, 09:35 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4911
Location: თბილისი
bardazan wrote:
Ilariona
ჯერ ერთი არასამთავრობოს პირდაპირი მნიშვნელობა.... იმაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს რომელი უფრო სამთავრობო დაწესებულებაა რომელიმე კლუბი თუ სამინისტრო (ეს ყველაფერი გლეხურ ენაზე გამოვთქვი) ;)

მეორე, არავინ შეგდავებიათ იმაში რომ კარგ საქმეს არ აკეთებთ, პირიქით... და საერთოდ მე თქვენ წამოწყებულ საქმეზე არ მითქვამს არაფერი, იყო შედეგებზე ლაპარაკი, რომელზეც ლინკები დაიდო ოფიციალური სამთავრობო სტრუქტურის და იქ მე რეალური შედეგი და ცვლილება ვერ ვნახე.... მიხვდი ეხლა?????

და ამ ყველაფრის მერე რომ არავის კარგის მეტი არაფერი უთქვამს და ჩემ პოსტზე აკეთებ ეგეთ კომენტარს შენი მაგ სიტყვების განმარტება არააა ლოგიკური და მე შეურაწყოფილად ვგრდზნობ თავს ..... მეტს აღარ გავაგრძელებ იმიტო რომ ვერ ზვდები მე რას ვამბობ და არასწორ პასუხებს მცემ და ალბათ მეც ვერ გაგიგე.... თუმცაღა კიდევ ვიმეორებ რომ მე ის ვერ გავიგე სამინისტროს თუ მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურის ოფიციალურ საიტზე რატომ იმალება რაიმე ცვლილებები მათ შესახებ კანონმდებლობაში, თუ თვლი რომ ამაზე შენ უნდა მეკამათო მაშინ ნუ რავიცი......


გთხოვთ ნუ დაძაბავთ სიტუაციას რაღაცა წინსვლისკენ მიდის საქმე და ნუ ჩაშლით. :)

ჯაბა გაჩერდი გთხოვ, ძმურად გეუბნები. გაუგებრობა მოხდა და მეტი არაფერი.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 08 Aug 2009, 10:14 
Offline
User avatar

Joined: 07 Aug 2009, 01:05
Posts: 15
Don Otari wrote:
bardazan wrote:
გთხოვთ ნუ დაძაბავთ სიტუაციას რაღაცა წინსვლისკენ მიდის საქმე და ნუ ჩაშლით. :)

ჯაბა გაჩერდი გთხოვ, ძმურად გეუბნები. გაუგებრობა მოხდა და მეტი არაფერი.


ოთარ შენ თითონ რომ ძაბავ თუ ხვდები :)


ბესომ დაწერა და მეც დავამატებ ცოტა ვრცლად.
გვაქვს ძველი ფორუმი რომელიც უსაქმოდ არის შეგდებული ნეტში, აირჩიეთ 2 ადამიანი ვინც არის ნადირობის საქმეებით
დაინტერესებული და ფორუმების საერთო საკითხებზე ვილაპარაკოთ იქ, ფორუმი იქნება ღია მხოლოდ დელიგირებული წევრებისთვის,
დანარჩენი ვერაფერს ვერ დაინახავს, იქ განხილულ საკითხებზე კი ყველა თავის ფორუმზე დადებს შესაბამის ინფოს რა კეთდება
რაზე ვლაპარაკობთ და ა.შ. ორშაბათამდე აირჩიეთ წარმომადგენლედი და დავარეგისტრიროთ, ლინკსაც ორშაბათს მოგცემთ,
მანამდე ტექნკურ საკითხებს მოვაგვარებთ

პ.ს. ბაზიერელებსაც ვთხოვ რომ იგივე გააკეთონ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 08 Aug 2009, 11:32 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
ჩვენი ფორუმის მხრიდან ამას მიხედავს HUNTER.
ხუთშაბათიდან ჩაებმევა. ახალ მივლინებაშია.


ტექნიკური საკითხები ჩვენი მხრიდან -
1. ფორუმზე არის განყოფილება გამზადებული. ჯგუფში ვინც ჩაემატება ის დაინახავს.
2. მზად არის მაილ ლისტი. ის ფორუმელები და სხვა მონაწილე წევრები თავის მაილებს გამოაგზავნიან და მაილზე მიუვა ყველას ახალი დისკუსიები. - პირადად მე ამას ვემხრობი. ნეიტრალური ვარიანტია. თანაც დროებითი. და არ საჭიროებს რეგისტრაციებს და ა.შ.

პირადად მე აქტიურ მონაწილეობას არ ვიღებ - ჩემზე კარგად ესმით ეს საქმე სხვებს.

დანარჩენი თქვენ იცით.
წარმატებები.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 13 Aug 2009, 10:39 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ვიტო გამარჯობა გამეხარდა შენი მოსვლა. მეც შენს აზრზე ვარ!!!

მოკლედ გუშინ ჩამოვედი მივლინებიდან და დღეიდან შემიძლია ჩავერთო საქმეებში.
ვის დავუკავშირდე? სად შევიკრიბოთ? რაღაც რაღაც დეტალები მაქვს, მოკლედ საშინელი მდგომარეობაა.
მოკლედ მემ მზად ვარ და გელოდებით!!!

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 13 Aug 2009, 11:26 
Offline
User avatar

Joined: 07 Aug 2009, 01:05
Posts: 15
HUNTER
გაუმარჯოს.
დღეს ხვალ არ მცალია, ამ დღეებში დავკავშირდეთ, საკონტაქტო ტელეფონებს ოთარისგან გავიგებთ,
შევხვდეთ და გავცვალოთ იდეები


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 13 Aug 2009, 13:13 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ვიტო wrote:
HUNTER
გაუმარჯოს.
დღეს ხვალ არ მცალია, ამ დღეებში დავკავშირდეთ, საკონტაქტო ტელეფონებს ოთარისგან გავიგებთ,
შევხვდეთ და გავცვალოთ იდეები


ოკ რომ მოიცლი დამირეკე! ტელეფონს მოგწერ პმ-ში! :D

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 13 Aug 2009, 19:21 
Offline
User avatar

Joined: 29 Jul 2009, 00:19
Posts: 14
გამარჯობათ.გასული ვიყავი ქალაქიდან და ვნახე საქმე ცოტა წინ წასულა.მხოლოდ ერთი რამე ვერ გავიგე რა საჭიროა ამდენი გასაიდუმლოება,განა ჩვენ საერთო მონადირული საქმე არ უნდა გავაკეთოთ.მონადირეთა ძალიან დიდი ნაწილი ისედაც ინტერნეტის გარეშეა და სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია ამ მხრივ და ვისაც ინტერნეტი აქვს ამ საქმის განხილვაში რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ვერ ვგებულობ.მართალია ზოგ მონადირეს შეიძლება ფორუმში წერა არ უნდა ან ეზარება ან...,ეს მათი პირადი საქმეა,(თან ეს მათი ინტელექტის არქონას საერთოდ არ ნიშნავს) მაგრამ არა მგონია მონადირული საქმის კეთების დროს მთლად გულგრილი გვერდზე დადგნენ.ის კი არადა პირიქით საყვედურსაც გვეტყვიან და მართლებიც იქნებიან მათ ზურგს უკან მათი სახელით თუ ვიმოქმედებთ.კი ბატონო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ (უსარგებლო პოლემიკაში რომ არ გადაიზარდოს),მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია თემის დათვალიერება ყველას შეეძლოს და განხილვა თავთავიანთ საიტებზე მოახდინონ,რათა წარმომადგენლებმა მათი საფუძვლიანი რჩევების ასახვა იმ თემაში მოახდინონ.


Last edited by მტაცებელი on 13 Aug 2009, 19:33, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 13 Aug 2009, 19:30 
Offline
User avatar

Joined: 29 Jul 2009, 00:19
Posts: 14
Ilariona wrote:
გიგა - არანაირი ამბიცია - მხოლოდ საქმე :)



ამ შემთხვევაში გუნს.გე არ მიგულისხმია სხვა-ში :) არისდ კატეგორია, რომელიც მსგავსი თანამშრომლობის სანაცვლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს საიტზე ლამის საკუთარი რეკლამის განთავსებას ითხოვს :D

ერთი რაღაც მაინტერესებს რადგან არ აკონკრეტებთ:მაგ კატეგორიაში ბაზიერი.გე-ს ხომ არ გულისხმობთ? მართალია ეს წინადადება ჩვენს თავზე არ მიგვიღია ,მაგრამ მაინც ვკითხულობ .


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 13 Aug 2009, 19:40 
Offline
User avatar

Joined: 29 Jul 2009, 00:19
Posts: 14
და კიდევ ერთი,რადგან ჩემს თხოვნაზე გარკვეული პასუხი ვერ მივიღე კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ვიკითხავ :ბატონო HUNTER ძალიან მომეწონა თქვენი სტატია კურდღელზე.წინააღმდეგი ხომ არ იქნებით თქვენი ნამუშევარი ჩვენი საიტის მონადირეებს გავაცნო?რა თქმა უნდა თქვენი საიტის და სტატიის ავტორის მითითებით?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 13 Aug 2009, 20:08 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
მტაცებელი როგორაა ნათქვამი ერთი კურდღელი ცხრა ძმამ გაიყოო??? :mrgreen:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ყველაფერი კურდღელზე ნადირობის შესახებ
PostPosted: 14 Aug 2009, 00:00 
Offline
User avatar

Joined: 29 Jul 2009, 00:19
Posts: 14
კი არის მასეთი სხარტული :) ,გასაგებია.გმადლობთ


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 84 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge