იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 20 Jan 2019, 18:54

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 27 posts ]  Go to page Previous  1, 2
Author Message
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 22 Nov 2013, 23:04 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7140
ბესო : )

შენც ხო გქონდა შანსი 4 წაგეგცია, მაგრამ 2-ით დაკმაყოფილდი, იმიტომ რო დაუწერელი კანონია და არ შეიძლება. მაგან კიდე გაუბერა და ყველაზე ძაან რასაც ვერ ვიტან, ამაზრზენი დამოკიდებულება ნანადირევის მიმართ .. ფეხით გადმოტრიალება და ეგეთები..

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 13 Mar 2015, 15:33 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2084
ვის აღუძრავს ტკბილ მოგონებებს? ასეთ რამეს ალბათ ცხადში ვეღარასოდევ ვნახავ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 22 Mar 2015, 13:21 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7140
ვაჟა
მთაში ნადირობა მაგარია. მინადირია და სუ სხვა გრძნობებია. იმედია ისევ გვექნება საშუალება მთაში ასვლის : )


რაც შეეხება მაგ ვიდეოს

ყაზახი ნადირობს კავკასიაში, შოვინისტური ლუბეს ფონზე . . .
:mrgreen:

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 23 Mar 2015, 09:59 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2084
დავით შეიძლება დრო კი დაბრუნდეს ისევ მაგრამ ასაკი რომ გვემატება. შევძლებთ იმ დატვირთვებს გავუძლოთ :(


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 23 Mar 2015, 14:43 
Offline

Joined: 09 Oct 2009, 12:09
Posts: 1159
კახი wrote:
...... ყაზახი ნადირობს კავკასიაში, შოვინისტური ლუბეს ფონზე . . .
:mrgreen:


მეც შოვინისტები მეგონა მაგრამ..... http://www.georgianjournal.ge/world/299 ... storm.html


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 23 Mar 2015, 21:33 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7140
GIGA
არ მქონდა მოსმენილი. უფრო სწორად, ამ რამდენიმე დღის წინ, დავიწყე და ДНР რომ მომხვდა ყურში ეგრევე გავთიშე. მორიგი ის მეგონა ...

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 25 Mar 2015, 22:03 
Offline

Joined: 09 Oct 2009, 12:09
Posts: 1159
მე მგონი დამონტაჟებულია ესეც.....


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 26 Mar 2015, 14:18 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7140
GIGA wrote:
მე მგონი დამონტაჟებულია ესეც.....

გიგა : )
ჩამოვყალიბდეთ

რასტარგუევს ვაგინოთ თუ არ ვაგინოთ ?
:mrgreen:

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 13 Jan 2016, 16:42 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2084
ბედიც ამას ჰქვია. არ დაისაკუთრეს ნანადირევი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 17 Mar 2017, 16:28 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2084
ზოგადი რჩევები მონადირეებს

• ჯერ მომარავლე, მერე ინადირე.
• ნადირ ფრინველი ბუნების ნაწყალობევია და გამოულეველი არ არის, ამიტომ მათზე ინადირე ანგარიშითა და დაზოგვით.
• ნუ მოკლავ დედალს გაზაფულზე-შემოდგომისათვის ის მთელ ბუდობას გაგიზრდის.
• ველურ ცხოველებს ნუ მოუშლი თვშესაფარს, შექმენი სიმყუდროვე და საკვები ბაზა ნადირ-ფრინველისათვის.
• იყოლიე მხოლოდ ჯიშიანი სანადირო ძაღლი. მდევარ ძაღლს ნუ გააველურებ
• კარგი მონადირე არ გაანათხოვრებს არც თოფს არც ძაღლს
• არასოდეს მიუშვირო თოფი ადამიანსა და შინაურ პირუტყვს, ნუ იფიქრებ, რომ თოფი გატენილი არ არის. შეიძლება დიდი უბედურება მოახდინო.
• არასოდეს არ ესროლო ხმაურზე, თუ არ ხედავ ნადირსა და ფრინველს, შეიძლება ადამიანს მოარტყა.
• გაქცეულ მხეცს დაუმიზნე წინ და დაბლა, გაფრენილ ფრინველს წინ და ზევით.
• ესროლე იმდენ მანძილზე, რამდენზედაც ნამდვილად მოკლავ. უკანასკნელად ხომ არ ხედავ მათ.
• თოფი ჩახმახისდაცემისას თუ დროზე არ გავარდა, მალე ნუ გახსნი, ნუ შემოაბრუნებ, ნურც მსროლელის წინ გადაირბენ, შეიძლება დაგვიანებით აფეთქდეს და უბედურებას მოახდენ.
• ვაზნის საცობად ნუ გამიყენებ ბამბას ან სხვა აალებად მასალას. ამით ხანძარს გააჩენ.
• თოფი სროლის შემდეგ მალევე გაწმინდე, ნუ შეინახავ გაუწმენდავს.
• წვიმაში თოფი ლულებით დაბლა დაიკიდე. ლულაში ჩასული თუნდაც წყლის წვეთი გასროლისას თოფს დააზიანებს.
• ჩოკიანი ლულით ისროლე ერთი ნომრით ნაკლები ტყვია.
• სროლის დროს ორივე თითს ნუ შეყოფ სასხლეტში, ერთდროულად გასროლით თოფი დაზიანდება.
• ნუ ჩადებ გატენილ თოფს მანქანაში და შალითში.
• მანქანაზე ასვლა ცამოსვლისას, ასევე წყალზე და ღობეზე გადასვლისას თოფიდან ამოიღე ვაზნები.
• ნადირობისას გატენილი თოფი ლულებით მაღლა დაიკიდე.
• ფრინველზე ჯგუფური ნადირობისას მკლავზე დადებული ან მხარზე გადაგდებული თოფის ტუჩი მიმართე ისე, რომ გვერდით ამხანაგს საფრთხე არ შეუქმნა.
• გაშლილი ჯგუფური ნადირობისას ესროლე მხოლოდ შენს წინ აფრენილს, სხვას წინ ნუ წაასწრებ, ნურც სხვის ძაღლის წინ აფრენილსა და ნასროლს ესვრი, ამას მოითხოვს მონადირის კულტურა.
• მსხვილ ნადირზე ნადირობისას შენთვის მოკუთვნებულ ადგილს ნუ შეიცვლი, სხვას წინ ნუ ჩაუდგები, ნურც იმოძრავებ.
• შენახვისას თოფი შეამოწმე, შიგ ნუ ჩატოვებ გატენილ ვაზნას.
• თოფი შეინახე დაშლილი, შალიტაში ჩადებული, ტყვია-წამალი დაკეტილში, მშრალ და ბნელ ადგილას.
• მგზავრობისას თოფი შალითაში ჩადებული ატარე.
• მოხსნილი თოფი ისე მიაყუდე რომ არ დავარდეს ან ისე დადე, რომ ტუჩი შენსკენ არ იყოს მომართული.
• დადებული ან მიყუდებული თოფის აღებისას ლულაში ჩაიხედე, შიგ რამე არ იყოს ჩავარდნილი, ამით ხიფათს აიცდენ.
• ნადირობის დროს შესვენებისას თოფი გადახსენი, ვაზნები ამოიღე და ისე მიდი მეგობრებთან.
• კარგი სპორტსმენი მონადირე დაწოლილ ნადირსა და დამჯდარ ფრინველს არ ესვრის.
• ამხილე ბუნების მტერი ბრაკონიერი, ნუ გახდები მისი მფარველი და მეგობარი
• უცოდველი მონადირე არ არსებობს, ბუნების წინაშე იყავი გულმართალი, დროულად აღიარე შენი შეცდომები და გამოასწორე.
• ტყვიასა და საფანტს ბავშვებს ნუ მისცემ სათამაშოდ, ის ტოქსიკურია და თვითონაც ერიდე.
• ნუ ინადირებ შხამით, შებოლებით, მანქანითა და პროჟექტორებით, ნურც სტიქიაში მოყოლილ ნადირს ესვრი, ეს საცოდაობაა.
• ინადირე ფოტოაპარატით, ის ბუნების შესწავლისა და დაცვის შეუდარებელი იარაღია.
• ნადირობისას სასმელსა და სიგარეტზე თავი შეიკავე, ის სიარულს უშლის, ყურადღებას ადუნებს. იკვება კალორიული საკვებით, ერიდე მლაშეს.
• მთაში რამის გასათევად წყლისა და შეშის ახლოს მოეწყვეთ. ცეცხლს ხესა და კუნძს ძირში ნუ მიუნთებთ, დაზიანდება. ის თუ ხმელია ძნელი ცასაქრობია, ხანგრძლივად იწვის და ხანძარს გააჩენს.
• კარავი მოფარებითა და შემაღლებულ ადგილას ისე დადგი, რომ წვიმიოს დროს ღვარი შიგ არ შემოვარდეს.
• წვიმაში და ელჭქში ერიდეთ განმარტოებულს ხეებსა და ბოძებს.მეხდანაცემსა და გაგუდუსლს ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩავუტაროთ, ტრავმირებულს მოტეხილობაზე არტაშანს ვადებთ, დაჟეჟილს, დაჭიმულსა და ნაღრძობს ჯერ ცივ საფენს, ხოლო შემდეგ თბილ კომპრესებს ვუკეთებთ. ჭრილობიდან სისხლის დენის შესაჩერებლად საჭიროა უძრავად წოლა, თუ გადავუჭერთ თოკსა და ქამარს, ყოველ 40 წუთში ვხსნით. მცირე ჭრილობას არყით ვწმენდთ.
• მთის ავადმყოფობით შეპყრობილი ბარში ჩამოყვანით გამოკეთდება.
• დაჭრილ წაქცეულ მხეცთან უკნიდან მიდით, თან დააკვირდით თუ ჯაგარი აშლილი აქვს, ყურები დაცქვეტილი ის თქვენ გელოდებათ, ხშირად მათ თავის მოკვდარუნება იციან რომ მერე კბილი გაგკრათ.
• მონადირული ეთიკის დარღვევაა, როცა მონადირე გაჭირვებაში მყოფ ნადირ ფრინველს არ ინდობს, ნადირობს გამრავლების პერიოდში, ანგარიშს არ უწევს დედალს, მოზარდს, აზარტში შესული ბევრს კლავს, გართობის მიზნით ესვრის და ხოცავს უვნებელ ხშირად სასარგებლო ფრინველებს, შედის ბაღ ბოსტნებში და ძაღლითა და ფეხით ტელავს ყანებს, სათიბს.
• აუტანელი უზრდელობაა როცა გვერდით მდგომს სროლას არ აცლი, მის წინიდან ან მისი ძღლის ნაბულზე აფრენისლ ესვრი. ამ შემთხვევაში შეგიძლია ესროლო მხოლოდ მისი ნებართვით,.
• კულტურული მონადირე წყაროსთან მისვლისას ძაღლს წინასწარ იჭერს, რომ ძაღლმა პირველმა არ მიირნბინოს და წყალი არ დაბინძუროს. ამ დროს პატრონი რეზინის ბურთის ნახევით იღებს წყალს და პირველად ძაღლს ასმევს.
• უკულტურობაა ისიც, რომ მონადირე ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც ნადირობისას არ უგონებს, სცემს, ასე ძაღლი არ იწვრთნება.
• კარგი მონადირე, ხორცის სიხარბით, ნადირობის აკრძალულ ხერხს არ მიმართავს, ნადირ-ფრინველს არ უსპობს გადარჩენის შანს-სოროში არ გამოგუდავს, არც თოვლსა და წყალში ცავარდნილს ესვრის.
• ნომერში მდგომმა მონადირემ, სარეკის დამტავრების ნიშნის მიცემამდე ადგილი არ უნდა შეიცვალოს, სროლის გაგონებაზე აქეთ იქეთ სირბილი, ნადირობის წესის დარღვევაა, უცოდინარობაა. ამით ხშირად მარცხი ხდება.
• მონადირის უდიდესი ჰუმანურობაა ის რომ, მთიელი მონადირეები დედალ ჯიხვს არ კლავდნენ, თუ შემოაკვდებოდათ არ ამხელდნენ.
• მონადირული წესით მოკლული ფრინველი არ ნაწილდება,მაგრამ ხელმოცარულ მეგობარს უწილადებენ, ნადირზე ნადირობისას ტავი და ტყავი მკველს ეკუთვნის, ხორცი კი ერთნაირად ნაწილდება.

პირველწყარო
ა.არაბული-მონადირის 40 მცნება


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 17 Mar 2017, 16:29 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2084
.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მონადირეებო გადახედეთ
PostPosted: 18 Mar 2017, 00:38 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7140
აი ეს არის კანონი ნადირობის შესახებ, და არა ის სისულელე, რომელსაც გვთავაზობენ.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 27 posts ]  Go to page Previous  1, 2

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge