იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 23 Mar 2019, 18:29

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 123 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 9  Next
Author Message
 Post subject: ბატზე ნადირობა
PostPosted: 06 Nov 2008, 14:36 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
გუშინ ცუდი ამინდი იყო და ჩემდა გასაკვირად რამოდენიმეჯერ მტკვარზე ვნახე ბატების გუნდი.
ვახუშტის ხიდზე გადავდიოდი და მანქანიდან დავინახე. მაგრად გამიკვირდა და მაინტერესა, გავაჩერე ხიდზე მანქანა და ვუყურებდი.
ხიდის ტავზე, სასროლ მანძIლზე გადაიარა ბატების დიდმა გუნდმა. თან არასიმეტრიულად მიფრინავდნენ, არეულები.
ჩემი აზრით რუხი ბატები იყვნენ.
რამოდენიმე საათის მერე, მცხეტაში მივდიოდი მანქანის ტბიდან ამოსაღებად და კიდე ვნახე მტკვარზე ბატები.

ხოდა ვინაიდან და რადგანაც ეს ფრინველი არასოდეს მომინადირებია და თუმცა ამასთანავე რამოდენიმეჯერ ძალიან ახლოდან მინახია
ამასთანავე მქონია შანსი რო მომენადირებინა შარშან ქესალოში იხვზე ნადირობის დროს მაგრად მაინტერესებს თითონ კონკრეტულად ბატზე ნადირობა. ხერხები, ადგილები, ამინდი გარემო პირობები და ასე შემდეგ. ვის რა გამოცდილება გაქვთ, ვის სად გინადირიათ კონკრეტულად ბატზე და ასე შემდეგ.

საქართველოში 4 სახის ბატი გვხვდება როგორც ვიცი. რუხი, თეთრშუბლა, პატარა ბატი და წითელ ჩიჩახვა მაგრამ ძირითადად მე როგორც ვიცი სანადირო ობიექტს წარმოადგენს რუხი ბატი.

ნუ გასაგებია რომ ძირითადად წყასატევებზე, ტბებზე, მდინარეებზე და მსგავს ადგილებში შეძლება რომ შეგვხვდეს ბატი.
ასევე ალბათ ყველას გვინახიანადირობები კანადურ და სხვა ჯიშის ბატებზე მინდორში.

მოდით ვისაუბროთ ამ მეტად საინტერესო სანადირო ობიექტზე და მასზე ნადირობის ხერხებსა თუ მეთოდებზე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 18:16 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
ე ბიჭო თქვით რამე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 18:33 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
kishinski wrote:
ე ბიჭო თქვით რამე


ოთო სახლიდან სპეციალურად წამოვიღე წიგნი (ლექსოს წიგნი) რათა დამეწერა ბატებზე მოკლე ინფორმაცია მაგრამ დროის გამო ვერ მოვახერხე ეხლა დავიწყებ.
ისე იდეაში მაქვს რომ ბეროს ვთხოვო და ჩვენი ვიკიპედიასთვის გავაკეთო საქართველოს სანადირო ფრინველთა ცნობარი, თუმცა ეს წიგნი უკვე არსებობს და პრაქტიკულად იმაზე უნდა დავაფუძნო, უბრალოდ ლექსო შტატებშია წასული, რომ ჩამოვა ნებართვას ვთხოვ და დავიწყებ. ახლა კი ბაზებზე დავდებ ინფორმაციას იმედია არ გამიწყრება უკითხავად რომმ დავდე.

მოკლედ ინფორმაციის წყაროა წიგნი "საქართველოს ფრინველები" ავტორები; დარჩიაშვილი გ. გავაშელიშვილი ლ, ჯავახიშვილი ზ, გოხელაშვილი რ.

აი ეს წიგნი.


Attachments:
hunting.jpg
hunting.jpg [ 13.13 KiB | Viewed 8993 times ]

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 18:40 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ხო დამავიწყდა რომ მეთქვა ბატზე ნადირობის მეც ძალიან დიდი მუღამი მაქვს, ბავშობიდან განსაკუთრებით მინდოდა მენადირა ე.წ. მინდვრის ბატებზე - აი გაზაფხულ შემოდგომობით რომ გადაიფრენენ ხოლმე ძალიან მაღლა ყივილით. (არ ვიცი მინდვრის ბატის რეალური სახელი)
კახეთში შემოდგომაზე ნადირობენ ხოლმე მაგრამ ძალიან იშვიათად რადგან განსაკუთრებული პირობები უნდა დაემთხვას, ბატებს როცა შემოდგომის გადაფრენაა აქვთ თუ კი მოხვდა ნისლიანი ღამე მაშინ ისინი დაბლას სინათლეზე ჩამოდიან. ამ ჯადოსნურ ღამეს მონადირეები პროჯეგტორის შუქზე ნადირობენ (ვიცი რომ აკრძალულია მაგრამ მაინც ვწერ..) მე შევესწარი ერთ ეგეთ ნადირობას სამწუხაროდ ვერაფერი მოვკალით მაგრამ იმ ღამეს მოკლეს სხვა მონადირეებმა და ახლოდან ვიხილე ეს ჩემთვის მეტად საოცნებო ფრინველი :D

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 18:56 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ამ წიგნის მიხედვით საქართველოში სულ ოთხი სახის ბატს ვხვდებით.
ესენია:

1 - რუხი ბატი
2 - მეკალოე ბატი
3 - წრიპინა ბატი
4 - თეთრშუბლა ბატი



რუხი ბატი

სხეულის სიგრძე 75-90სმ, ფრთების შლილი 147-180 სმ. საქართველოში გვხვდება იშვიათად ზამთარში, გადაფრენისას უფრო ხშირად. სარკვევი ნიშნებია , ზრდასრულს ააქვს ვარდისფერი ფეხები და სტაფილოსფერი ან ვარდისფერი ნისკარტი, წლევანდულას არ ააქვს თეთრი ზოლები სხეულზე. ძირითადი საბინადრო ადგილებია: ტბები დიდი და მდორე მდინარეები, მდინარეტა შესართავები -დელტები, მინდვრები და კულტივირებული ნაკვეთები.

ესეც ფოტოები:


Attachments:
ruxi-bati.jpg
ruxi-bati.jpg [ 98.28 KiB | Viewed 8975 times ]
ruxi 02.jpg
ruxi 02.jpg [ 55.14 KiB | Viewed 8988 times ]

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 21:12 
Offline
User avatar

Joined: 08 Oct 2008, 19:15
Posts: 270
Location: Tbilisi
ჩასაფრების გარეშე ბატზე ნადირობა უშედეგოა. ჩასაფრება კი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. უნდა იცოდე ადგილი, სადაც ბატები იკვებებიან და უნდა გქონდეს მომზადებული კარგი საფარი.

სიმართლე გითხრათ, ბატი ჯერ არ მომიკლავს, მაგრამ მცირე გამოცდილება მაქვს მასზე ნადირობის პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე.

ძალიან ეფექტური იქნება ამერიკელების საყვარელი ფიტულების გამოყენება, ოღონდ არ ვიცი კანადური ბატის ფიტული ჩვენებურებს თუ მიიზიდავთ. კაბელასზე მაგალითად, მხოლოდ კანადურის ფიტულები ვნახე.

_________________
James Purdey&Sons - John Hunter's Favourite Shotgun

Notnhagel 12/16-70 February-June 1951, Suhl, Germany

Иж-58 16/70 1961 Ijevsk, USSR


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 21:15 
Offline
User avatar

Joined: 08 Oct 2008, 19:15
Posts: 270
Location: Tbilisi
HUNTER wrote:
ამ წიგნის მიხედვით საქართველოში სულ ოთხი სახის ბატს ვხვდებით.
ესენია:

1 - რუხი ბატი
2 - მეკალოე ბატი
3 - წრიპინა ბატი
4 - თეთრშუბლა ბატი



[color=#BF0000]რუხი ბატი


ეს წიგნი იყიდება სადმე ახლა?

_________________
James Purdey&Sons - John Hunter's Favourite Shotgun

Notnhagel 12/16-70 February-June 1951, Suhl, Germany

Иж-58 16/70 1961 Ijevsk, USSR


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 21:40 
Offline
User avatar

Joined: 25 Dec 2007, 21:06
Posts: 183
წელს სექტემბრის ბოლოს სანადიროდ ვიყავით ჯავახეთში ხანჩალის და მადადაფის ტბის ტერიტორიაზე, ძალინ დიდი რაოდენობით იყო ბატები, მაგრამ ვერ მოვინადირეთ რადგან გაშლილ მინდორში იყვნენ და ვერაფრით ვერ მივუახლოვდით სასროლ მანზილზე...

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 22:00 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
რა მანძილზე მიუახლოვდით?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 22:00 
Offline
User avatar

Joined: 08 Oct 2008, 19:15
Posts: 270
Location: Tbilisi
Margali wrote:
წელს სექტემბრის ბოლოს სანადიროდ ვიყავით ჯავახეთში ხანჩალის და მადადაფის ტბის ტერიტორიაზე, ძალინ დიდი რაოდენობით იყო ბატები, მაგრამ ვერ მოვინადირეთ რადგან გაშლილ მინდორში იყვნენ და ვერაფრით ვერ მივუახლოვდით სასროლ მანზილზე...

გეკო და მისი ჯანი

_________________
James Purdey&Sons - John Hunter's Favourite Shotgun

Notnhagel 12/16-70 February-June 1951, Suhl, Germany

Иж-58 16/70 1961 Ijevsk, USSR


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 22:09 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
ან 223 და 5.45


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 10 Nov 2008, 22:43 
Offline
User avatar

Joined: 25 Dec 2007, 21:06
Posts: 183
ბერო wrote:
რა მანძილზე მიუახლოვდით?

დიდი წვალების შემდეგ 300 მეტრამდე მივედით მგრამ გაშლილი ტერიტორია იყო და მიახლოება ძაან ძნელი იყო.
Purdey wrote:
Margali wrote:
წელს სექტემბრის ბოლოს სანადიროდ ვიყავით ჯავახეთში ხანჩალის და მადადაფის ტბის ტერიტორიაზე, ძალინ დიდი რაოდენობით იყო ბატები, მაგრამ ვერ მოვინადირეთ რადგან გაშლილ მინდორში იყვნენ და ვერაფრით ვერ მივუახლოვდით სასროლ მანზილზე...

გეკო და მისი ჯანი

გეკო არ გვქონდა , სკს გვქონდა ოღონდ ოპტიკური პრიცელის გარეშე, პრიცელით რომ გვქონოდა კარგ დროს გავატარებდით...

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 11 Nov 2008, 12:56 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4577
გიგა ეგ წიგნი უნდა მათხოვო რამდენიმე დღით ან ლექსოსო უნდა გამოვართვა ერთი ეგზემლიარი ჩემთვისაც რომ ჩამოვა. ძმაკაცს აინტერესებს რაღაც. ისე ფრინველებში რომ დავყარეთ იქ ბატების მგონი 10-ზე მეტი ჯიში ეზერა მარტო რერღეტი იყო 3 :)

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 11 Nov 2008, 13:06 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
tushi wrote:
გიგა ეგ წიგნი უნდა მათხოვო რამდენიმე დღით ან ლექსოსო უნდა გამოვართვა ერთი ეგზემლიარი ჩემთვისაც რომ ჩამოვა. ძმაკაცს აინტერესებს რაღაც. ისე ფრინველებში რომ დავყარეთ იქ ბატების მგონი 10-ზე მეტი ჯიში ეზერა მარტო რერღეტი იყო 3 :)


პრობლემა არ არის გივი, საერთოდ ავიდეთ და ვიყიდოთ 3 თუ 5 ლარი ღირს, პერდესაც უნდა თან კაი რაღაცეებსაც გვაჩვენებს. ზოგსაც მივითვისებ :D
ღერღეტი აქაც წერია გივი, მაგრამ წითელ ნუსხაშია როგორც მოწყვლადი სახეობა. ეს წიგნი ორიენტირებულია ძირითადად სანადირო ფრინველებზე - შეიძლება მაგიტომ არ არის.

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბატზე ნადირობა
PostPosted: 11 Nov 2008, 13:07 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4577
viewtopic.php?f=34&t=865&st=0&sk=t&sd=a&start=15

მგონი ნუსხაში წერია ბატის მაგივრად რერღეტი.

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 123 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 9  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge