იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 23 Mar 2019, 18:25

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 134 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 9  Next
Author Message
 Post subject: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 13 Sep 2008, 15:39 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
[url2]http://forum.guns.ge/viewtopic.php?p=38189#p38189[/url2]
გადმოტანილია აქედან, დათოს მადლობა.
იქნებ დამატებით გაგვარკვიო, საიდან არს ედ დოკუმენტი რა და ჰქვია.

2008-2009 წლის ნადირობის სეზონი გადამფრენ ფრინველებზე 20 აგვისტოს უნდა გახნილიყო, მაგრამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების მდგომარეობის გამო, გაერმოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყეტილებით ნადირობის სეზონი 6 სექტემბრიდან დაიწყო. ხოლო სადაც დღემდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ეს ეხება ქ.ფოთს და ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებს - ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონის 43 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად: საგანგებო მდგომარეობის (სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება, გარეულ ცხოველთა დაავადება, მათი განადგურების საშიშროება და სხვა) შექმნის პირობებში. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სახგებლობის უფლება აკრძალულია.

გამარტივდა ნადირობის უფლების მოპოვება. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას ლიცენზიის მაგივრად, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიცემოდა, უნდა გადაიხადონ 10 ლარის ღირებულების მოსაკრებელი, თან უნდა იქონიონ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქათველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220 101 222, ანგარიშის ნომერი #200122900, ბიუჯეტის სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033.

ნადირობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ სანადირო სახეობებზე დაწესებული ლიმიტი, რომელსაც არ უნდა გადააჭარბონ. ნადირობა 20 მწყერზე, 10 გარულ მტრედზე, 5 ჩიბუხაზე, 10 ჩვეულებრივ გვრიტზე, 10 ქედანზე, 10 გვიძინზე (გულიო) ნადირობის სეზონის დაწყებიდან 15 თებერვლამდე), 7 ტყის ქათამზე (15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე), წყალმცურავებზე - რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა (საერთო რაოდენობა 8 ცალი (1 ნოემბრიდან 1 მარტამდე) ) არის დასაშვები.

ამასთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი მოპოვების წესების და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი და გულისხმობს შემდეგს:

აკრძალულია ნადირობა იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, მინდვრებში, ბაღებსა და ბოსტნებში, სადაც მოსავალი აღებული არ არის.

აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთ კილომეტრიან ზონაში.

აკრძალულია ნადირობა საქართველოს შემდეგი ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ-ის ზოლის ფარგლებში, გუდაუთის ოჩამჩირის, ჭიათურის, წყალტუბოს, ქობულეთის, ურეკის საზღვრიდან ორი კმ-ის რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობების მთელ ტერიტორიაზე.

აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:

ა) ლერწმის, ლელის, ისლისა და სხვა ყოველგვარი შემბნარის დაწვა;

ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;

გ) ცხოველთა ბუდეების, მძიმე ბუნაგების და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება;

დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების - ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;

ვ) ნადირობა ღამე ცეცხლის დანთებით, ასევე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, ასევე მწოლიარე გარეულ ნადირზე;

ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით;

თ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისგან თავის დაღწევის დროს;

ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბოვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;

ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით;

მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატრღებიდან (მოპოვება დევნით);

ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;

ო) მორეკვით (ე.წ. ”ნომრებში ჩაყენებით”) ყოველვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;

ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღის საშუალებით:

ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი და მრავალვაზნიანი):

ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრადავტომატური კარაბინები, კარაბინები-იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არ არსებობისას(აქ რამე შეცდომაა? ანუ ”არსებობისასას” თუ ”არ არსებობისას”) );

გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);

დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;

ე) მწევრებით.

აკრძალულია ნადირობა ცხოველთა ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით;

გ) ე.წ. ‘’ ღამის ხედვის’’ მოწყობილობათა გამოყენებით;

დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სათანადო იარაღით;

ე) პნევმატური იარაღით.

აკრძალულია ადვილად აალებადი მასალებისგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 13 Sep 2008, 15:40 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
იმედია ჩემზე მეტად გარკვეულები ნადირობის ნებადართჲლ და აკრძალულ მეთოდებს გაარჩევთ.
მე კი ამან დამაინტერესა:

Quote:
ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღის საშუალებით:


ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრადავტომატური კარაბინები, კარაბინები-იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არ არსებობისას );


და
Quote:
აკრძალულია ნადირობა ცხოველთა ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:

ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

ბ) სნაიპერული შაშხანებით;


სნაიპერული შაშხანის განმარტება სადმე დევს?
რა არის სნაიპერული შაშხანა.
ჩემი შაშხანა არის ”ვარმინტი”.

”სვდ” სნაიპერული შაშხანაა და ”ტიგრი” ალბათ სანადირო ხომ?
მგონი ასე უნდა გავიგოთ.
ანუ თუ ის ადამიანი ვინც ფლობს СВД-ს, ის თუნადირობს ამ იარაღით, არღვევს კანონს, ხოლო ვისაც აქვს "Тигр" - ის არა.

სნაიპერული შაშხანა ალბათ ის საშხანაა რომლსაც ფლობს სნაიპერი და იყენებს სნაიპერულ საქმეში.
ყველა სხვა ჩვენზე რეგისტრირებული შაშხანები სნაიპერული არ არის.
იმიტომ რომ ჩემს ვარმინს შაშხანას არსად უწერია რომ არის სნაიპერული. ან საიდან უნდა ჰქონდეს უბრალო მოკვდავს სნაიპერული.



ხალხნო ეს ჩემი აზრებია - ასეა თუ არა, რას ფიქრობთ?
თუ მეშლება და ყველა ოპტიკიანი შაშხანა სნაიპერულია ვიღაცის გაგებით.?

სად გავარკვიო?


მგონი ადრინდელ წესებში ოპტიკური მოწყობილობები ყველანაირი აკრძალული იყო. ახლა მხოლოდ ”ღამს ხედვაა” აკრძალული.
ასეა თუ მეშლება. ანუ ოპტიკური სამიზნე , კოლიმატორი დაშვებული გახდა?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 13 Sep 2008, 15:58 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
:?: :?: :?:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 13 Sep 2008, 18:20 
Offline

Joined: 31 Jan 2007, 18:53
Posts: 325
Location: Tbilisi
რას გაიგებ?
მაგ პუნქტის მერე მოდის ღამის ხედვის ხელსაწყოზე და შეიძლება საერთოდ ოპტიკური სამიზნე იგულისხმეს?
რას გაიგებ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 13 Sep 2008, 18:23 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
არა, ხომ დავწერე
ადრე ეწერა იკრძალება ოპტიკური სამიზნეები, .... ღამის ხედვის მოწყობილობები.

ღამის ხედვაში - ნამდვილად არ იგულისხმება ოპტიკური სმაიზნეები. თუმცა ესენი ერთ კონსტრუქციაშიც არის.

ახლა ოპტიკური სამიზნეები აღარ წერია.
ამიტომ ვიკითხე.



მე არ მინდა მსჯელობა წავიდეს იმათი ჯიბრით ვინც ეს დაწერა, ან იმის ძახილი რომ ავტორები არ აზროვნებენ და ა.შ.
ალალად გარკვევა მაინტერესებს. რა რას ნიშნავს.


Quote:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;

რას ნიშნავას "ავტომატური ან სხვა იარაღი"
ეს "ან სხვა იარაღი" რა არის? პეპეშა?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 13 Sep 2008, 18:33 
Offline

Joined: 31 Jan 2007, 18:53
Posts: 325
Location: Tbilisi
იურისტებმა ყველაფერი გასაგებად , რომ დაწერონ საქმე ხომ აღარ ექნებათ? :D

მაგას ვერს ის კაცი გაიგებს ვინც შემოგედავება ან უნდა შემოგედავოს სამსახურეობრივად.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 13 Sep 2008, 19:42 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3226
Location: Tbilisi
ჩემთვისაც გაურკვეველია! ნადირობას კარგი ხნით დარხეული აქვს საქართველოში, ყოველ შემთხვევაში რიგითი მოქალაქისთვის!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 13 Sep 2008, 23:26 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ეს კანონი კი არა საწიზღრობაა.

თვითფრინავიდან ცხოველის მოპოვება ვის მოაფიქრდა?

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 13 Sep 2008, 23:29 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
HUNTER wrote:
ეს კანონი კი არა საწიზღრობაა.

თვითფრინავიდან ცხოველის მოპოვება ვის მოაფიქრდა?


"ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით"

ტუ -154 ან ტუ 134, ან ბოინგით რომ კურდღელს გამოეკიდები :lol:

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 14 Sep 2008, 22:28 
Offline
User avatar

Joined: 25 Dec 2007, 21:06
Posts: 183
Quote:

კ) ცხოველთა მოპოვება სასროლი იარაღის გამოუყენებლად, თვითმფრინავით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით;


კარგი წარმოსადგენია იხვს რომ თვითმფრინავით მოქანცავ და მერე დაიჭერ....

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 15 Sep 2008, 09:00 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად;
საინტერესოა ამის დამწერი მწყერზე როგორ ნადირობს მეგობრებთან ერთად :mrgreen:
ო) მორეკვით (ე.წ. ”ნომრებში ჩაყენებით”) ყოველვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება;
სხვანაირად როგორ?! რაც ვიცი ასე ნადირობდნენ ძველად და ახლაც.თუ აქ აქცენტი იმაზეა რომ რაც სარეკში ნადირი მოხვდება ერთიანად არ უნდა გაჟუჟო ეგ სხვა საქმეა და ამ (ო)პუნქტში არაფერია მსგავსი.
ეს მომეწონა კიდევ:)"მწოლიარე გარეულ ნადირზე"
ბევრია აქ ასეთი უზუსტობა,მაგრამ რას იზავ აღარც მონკავშირია და ფრინველ-ნადირიც გვარიანად შეთხელდა.....


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 15 Sep 2008, 09:11 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4911
Location: თბილისი
HUNTER wrote:
ეს კანონი კი არა საწიზღრობაა.

თვითფრინავიდან ცხოველის მოპოვება ვის მოაფიქრდა?


აქ ჩემო გიგა მექანიკური შეცდომაა,უნდა ეწეროს ვერტმფრენით და არა თვითმფრინავით. :twisted:

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 15 Sep 2008, 09:18 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10786
Location: თბილისი
Don
Quote:
თვითმფრინავით, ვერტმფრენით,


ორივე წერია.

ეს არაა პრობლემა, რომ დაწერონ აგურით არ ინადიროთ - უფრო ცუდი იქნებოდა, აგურები გვაქვს, და თვითმფრინავი არა.



მე შაშხანებზე მაინტერსებს რა ხდება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 15 Sep 2008, 09:36 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
შაშხანებზე გასაგებად მარტივია.ეს კანონი არაა ახალი შედგენილი და არის "შელამაზებული" ზველი კანონი.
საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური იგულისხმება ჩვეულებრივი ავტომატი ასუ მოიერიშე შაშხანა.
სნაიპერულ იარაღში რა თქმა უნდა "სვდ".
ეს ჩემი აზრით იმიტომ არის რომ საბჭოტა კავშირის დროს გამოდიოდა სანადირო მოდიფიკაციები ნებისმიერი საბრძოლო შაშხანის და ბევრ მათგანს მოყვებოდა ე.წ სანადირო ოპტიკური სამიზნე.
ამით მიჯნავდენ საბრძოლოს და სანადიროს.ამის მერე ბევრი აღარ უფიქრიათ და ასეთი სახით წარმოადგინეს დღევანდელ დღეს.აკრძალვები იყო ნებისმიერ საბრძოლო იარაღზე და მის აქსესუარზე.
კომბინირებულიც იყო ოპტიკით ასევე ლოსი, მედვედი, ტიგრი და სხვა სანადირო შაშხანები და კარაბინები.ჯერ მარტო მოსინის ბევრი სანადირო მოდიფიკაციებია სხვადასხვა კალიბრზე.
ლულის ზომის ამბავი ყველას კარგად გვახსოვს ასევეა ეს კანონიც.
ბერო,ამის შემდგენელს ვარმინტი რომ უხსენო დარწმუნებული ვარ ბუს თვალებით შემოგხედავს


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის წესები, გავერკვიოთ.
PostPosted: 15 Sep 2008, 12:22 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4577
ამირან შენი სვტ-თო ვერ იმადირებ ესეიგი არა?

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 134 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5 ... 9  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge