იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 17 Jun 2019, 10:45

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 56 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4
Author Message
 Post subject: 654
PostPosted: 07 Dec 2007, 11:22 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7165
თუ წავალთ, უნდა წავიდეთ ორი დღით. ერთი დღე ღორზე, ერთიც კაკაბზე და კურდღელზე. კაკაბი ძალიან ბევრია, მე თვითონ პირადად ვნახე.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 654
PostPosted: 07 Dec 2007, 11:33 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
კახი wrote:
თუ წავალთ, უნდა წავიდეთ ორი დღით. ერთი დღე ღორზე, ერთიც კაკაბზე და კურდღელზე. კაკაბი ძალიან ბევრია, მე თვითონ პირადად ვნახე.


ჯერ ღორზე დავგეგმოთ და მერე იქ შევხედოთ როგორ იქნება. პირველ დღეს თუ არ გამოვიდა სასროლზე მაშინ მეორე დღეც ღორზე მოგვიწევს.
ორი დღე ყველა ვარიანტში გვინდა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო მეურნეობა ”დალის მთა”
PostPosted: 26 Aug 2009, 17:49 
Offline
User avatar

Joined: 05 Jan 2009, 12:49
Posts: 869
Location: თბილისი; საქართველო
აი ასეთი წერილის გაუგზავნას ვაპირებ დალის მთასთვის, მაინტერესებს თქვენი აზრი:

მოგესალმებით

მიხარია რომ ასეთი ტიპის სამონადირეო მეურნეობები არსებობს და იმედი მაქვს რომ ვითარდება.

აგერ 3-4 წლიწადია რაც თქვენი საიტის და მეურნეობის შესახებ ვიცი და დიდი სურვილი მაქვს რომ ჩამოვიდე და ვინადირო, თუმცა ერთი ფაქტორი არ მადგმევინებს ამ ნაბიჯს. საქმე იმაშია რომ თქვენ მონადირისათვის საკმაოდ არამომხიბვლელი ტარიფები გიდევთ, არ ვგულისხმობ ოდენობას რადგან პირადად მე ამის გადახდის პრობლემა არ მაქ, თუმცა ვფიქრობ რომ ესეც მაღალია. მე მაწუხებს ის რომ მონადირე ნადირობის დროს იმაზე ფიქრობს რომ რამდენის გადახდა მოუწევს ნადირობის დასრულების მერე. ჩემი აზრით ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ადამიანი ნადირობის დროს მთლიანად განტვირთული უნდა იყოს ყოფიერი საკითხებისაგან, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ის მაქსიმალურ სიამოვნებას. ასევე ცუდი ემოციური ფაქტორია როდესაც ნადირობით ნასიამოვნებ კაცს ნადირობის შემდეგ უწევს ფულის გადახდა (ანუ უსიამოვნო პროცესი), ანუ ნახეთ რა გამოდის რაც უფრო მეტია სიამოვნება მით უფრო მეტია შემდგომი არასასიამოვნო მომენტი.

ცხადია ამას ვამბობ ძირითადად ფრინველზე, რაც შეეხება ნადირს მოგვიანებით მოგახსენებთ.

ჩემი აზრით მცირე ზომის ცხოველზე და ფრინველზე ტარიფი ფიქსირებული უნდა იყოს, ვთქვათ 50-100 ლარი და რაოდენობა უნდა იყოს ზემოდან შემოსაზღვრული მაგალითად 10 ან 20 (ციფრები თქვენი გადასაწყვეტია) და მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს მე კაკაბი ავიყვანე ხოხობი, იხვი თუ კურდღელი.

რაც შეეხება დიდი ზომის ნადირს, ჩემი აზრით აქ შეიძლება თქვენი ტიპის სატარიფო გეგმა იყოს ოღონდ მცირედი სახესხვაობით. ადამიანი უნდა იხდიდეს გამყოლის ფულს ცალკე, რომელიც ნადირს აპოვნინებს მონადირეს (ეს ფრინველსაც ეხება) და იმ შემთხვევაში თუ აპოვნინებს მაშინ დაუთვალონ მოკლული. ტარიფი კი სეგმენტური უნდა იყოს ვთქვათ 3 ცალამდე 500 ლარი; 5 ცალამდე 700 ლარი; 10 ცალამდე 1000 (კიდევ ვიმეორებ ციფრები თქვენი განსასაზღვრია)

და ბოლოს ზემოთ ავღნიშნე რომ გამყოლის საფასური ცალკე უნდა იხდებოდეს ნადირ/ფრინველის გარანტირებულად პოვნაზე. ეს ჩემი აზრით აუცილებელია არჩევითი იყოს რადგან მე და დარწმუნებული ვარ ყველა სულით მონადირე ძიებაშიც პოულობს სიამოვნება და დაბმული ღორი ან ბუდეზე მოკლული კაკაბი ნაკლებად მიმზიდველია. თუკი მონადირე უარს იტყვის ასეთი ტიპის მომსახურებაზე გამყოსლ მხოლოდ სტატისტის როლი დაეკისრება.

დარწმუნებული ვარ ასეთი პირობების დადების შემდეგ მსურველთა რაოდენობა მოიმატებს და თქვენც და მონადირეებიც კმაყოფილი დარჩებით.

_________________
Skype Me™!

Remington 700 VTR - IJ 27 - TOZ 17 - IJ 58


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო მეურნეობა ”დალის მთა”
PostPosted: 26 Aug 2009, 18:00 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
M_S
ასეა
ვიცნობთ კარგად ფლობელს და ნამყოფებიც ვართ.
ვერაფერს იზავ, მაღაზიაში რომ მიდიხარ, თუ არ მოგწონს მეორეგან შედიხარ ხომ?

ცნობისათვის - თოფაძის სანადირო მეურნეობაში ღორზე შესვლა მარტო 200 ლარია ერთი კაცი, ღორის მოკვლა - ცალკეა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო მეურნეობა ”დალის მთა”
PostPosted: 26 Aug 2009, 18:06 
Offline
User avatar

Joined: 05 Jan 2009, 12:49
Posts: 869
Location: თბილისი; საქართველო
ბერო wrote:
M_S
ასეა
ვიცნობთ კარგად ფლობელს და ნამყოფებიც ვართ.
ვერაფერს იზავ, მაღაზიაში რომ მიდიხარ, თუ არ მოგწონს მეორეგან შედიხარ ხომ?

ცნობისათვის - თოფაძის სანადირო მეურნეობაში ღორზე შესვლა მარტო 200 ლარია ერთი კაცი, ღორის მოკვლა - ცალკეა.


ეგ კიდე უარესი ყოფილა.

ფრიდონ მე ვფიქრობ თუ ამ ხალხს ჩვენს ხმას მივაწვდით იქნებ დაფიქრდნენ და არ გვიბიძგონ ბრაკონიერობისაკენ და მოკლულის ტრუსიკში დამალვისაკენ.

გინდა მანდ წასულხარ სანადიროდ და გინდა ზოოპარკში, იქაც რო დახოცო დაგითვლიან დახოცილს და ჯარიმას გადაგახდევინებენ, გზის ფული დაგეზოგება კიდე :lol:

ცხადია ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა მგონია რომ ამ ფორუმს და მის წევრებს ძალა აქვს გარკვეული საკითხების შეცვლის

_________________
Skype Me™!

Remington 700 VTR - IJ 27 - TOZ 17 - IJ 58


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო მეურნეობა ”დალის მთა”
PostPosted: 26 Aug 2009, 18:14 
Offline
User avatar

Joined: 22 Sep 2008, 09:29
Posts: 2449
თუ ფორუმის და კლუბის სახელით იქნება წერილი, მაშინ გარკვეული თანამშრომლობა უნდა სესთავაზო და კლუბის წევრებისთვის რაიმე შეღავათების გამოყოფა, მაგრამ სანაცვლოდ რა უნდა შევთავაზოთ?! მაშინ მათთვის მეტად საინტერესო "კოზირი" უნდა გვეჭიროს რომ დათანხმდენ. თან ამ ტიპის შემოთავაზება მათგან უნდა წამოვიდეს წესით.... შორს წავედი, პარდონ.

მაინც მგონია რომ ზოგად ჭკუის სწავლებას უბრალო მოკვდავებისგან არ მიიღებენ კიდე მსუბუქი ნათქვამია.

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო მეურნეობა ”დალის მთა”
PostPosted: 26 Aug 2009, 18:19 
Offline
User avatar

Joined: 05 Jan 2009, 12:49
Posts: 869
Location: თბილისი; საქართველო
მივწერე მაგრამ :(

Delivery has failed to these recipients or distribution lists:

mail@dalismta.ge

არც საიტიდან არ იგხავნება, შეცდომას წერს;

ფრიდონ რადგან იცნობ მაგ ხალხს სხვა მეილი ხომ არ იცი? და ხო არ ჯობია ფორუმის სახელით გააგზავნო?!

_________________
Skype Me™!

Remington 700 VTR - IJ 27 - TOZ 17 - IJ 58


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო მეურნეობა ”დალის მთა”
PostPosted: 26 Aug 2009, 18:22 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
M_S
მაილი არ ვიცი
ვიცნობ ბაჩუკა გონაშვილს და მის ბიჭს ბექას.

ფორუმის სახელით თუ რამეს ვაპირებთ, ქვეყანა საქმეებია - მათ შორის 5 მეტრიანი ღობის გაუქმება. - ჯერ ეს გვეცადა და კერძო სექტორს კი ბაზარი და კანონები დაარეგულირებს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო მეურნეობა ”დალის მთა”
PostPosted: 27 Aug 2009, 00:02 
Offline

Joined: 18 Aug 2009, 13:35
Posts: 360
Location: ლაგოდეხი
მეგობრებო თქვენ მდგომარეობაში შევდივარ და თქვენი მხარე კარგად მესმის, მაგ მეურნეობის მფლობელს (ზემოთ აღნიშნულს) კარგად ვიცნობ მისი უფროსი ბიჭი ბექა ჩემი ძმაკაცია და კოლეგა შარშან სეზონი ერთად დავხურეთ სამწუხაროდ 1 კურდღელზე მეტი ვერ მოვინადირეთ უძაღლოდ მოგვიწია ნადირობამ.
მად როგორც ვიცი სეზონი გვიან იხსნება ეხლა გიულზებით არის სავსე, ტარიფებს რაც შეეხება კლიენტურას არ უჩივიან, მაგის გვერდზეც არის სანადირო მეურნეობა მაგრამ დამიჯერეთ დალის მთას ვერ შეედრება,
თუ რამის მიწერა გინდათ შეგიძლიათ აქ მიწეროთ. (899567131 ან აქ შეეხმიანოთ) chakrulo@gmail.com

მე თუ რემეში დაგჭირდებით თქვენ გვერდზე მიგულეთ........


Attachments:
File comment: მე და ბექა
me da beqa.jpg
me da beqa.jpg [ 58.55 KiB | Viewed 5503 times ]
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო მეურნეობა ”დალის მთა”
PostPosted: 27 Aug 2009, 10:27 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
აკაკი

სურათში ბაჩუკის პომპით ხარ? :)
მეც მაქვს ეგეთივე და მე და ბაჩუკი ქვემოთა სურათში პომპის ავკარგიანობაზე ვსაუბრობთ :)


Attachments:
101_5240.JPG.jpg
101_5240.JPG.jpg [ 97.94 KiB | Viewed 5475 times ]
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანადირო მეურნეობა ”დალის მთა”
PostPosted: 27 Aug 2009, 11:05 
Offline
User avatar

Joined: 05 Jan 2009, 12:49
Posts: 869
Location: თბილისი; საქართველო
aleko22 wrote:
მეგობრებო თქვენ მდგომარეობაში შევდივარ და თქვენი მხარე კარგად მესმის, მაგ მეურნეობის მფლობელს (ზემოთ აღნიშნულს) კარგად ვიცნობ მისი უფროსი ბიჭი ბექა ჩემი ძმაკაცია და კოლეგა შარშან სეზონი ერთად დავხურეთ სამწუხაროდ 1 კურდღელზე მეტი ვერ მოვინადირეთ უძაღლოდ მოგვიწია ნადირობამ.
მად როგორც ვიცი სეზონი გვიან იხსნება ეხლა გიულზებით არის სავსე, ტარიფებს რაც შეეხება კლიენტურას არ უჩივიან, მაგის გვერდზეც არის სანადირო მეურნეობა მაგრამ დამიჯერეთ დალის მთას ვერ შეედრება,
თუ რამის მიწერა გინდათ შეგიძლიათ აქ მიწეროთ. (899567131 ან აქ შეეხმიანოთ) chakrulo@gmail.com

მე თუ რემეში დაგჭირდებით თქვენ გვერდზე მიგულეთ........


ალეკო გაიხარე კაი კაცი ხარ. გუშინ მაინც გავაგზავნე მეილი. აღმოჩნდა რომ საიტზე უწერიათ mail@dalismta.com მაგრამ ლინკს რო აჭერ აუთლუქი იღებს mail@dalismta.ge-ს შეცდომა აქვთ გაპარული.

დაველოდოთ რას მიპასუხებენ, თუ მიპასუხეს რამე. მე ზოგადად მინდა რომ ჩემი აზრით სწორი ხედვა დავანახო, თორე ნაცნობობა მყოფნის იმდენი რომ მანდაც და უკეთეს ადგილებზეც ვიარო, მაგრამ ესე ხო არაა რომ მარტო ნაცნობობით ისიამოვნოს კაცმა, ვისაც არ ჰყავს ნაცნობობა, ან ჰყავს და არ მიაჩნია სწორად მათი შეწუხება იმათაც ხო უნდა ჰქონდეთ სიამოვნების მიღების საშუალება.

შენ თუ შეხვდები გადაეცი ჩემი (და მგონი ბევრი ჩვენგანის) აზრი.

P.S. ფრიდონ რაც შეეხება 5 მეტრიან კედელს თუ მე შემიძლია რამით ეგ საქმე წინ წავწიო დიდი სიამოვნებით. PM-ში დავილაპარაკოთ.

_________________
Skype Me™!

Remington 700 VTR - IJ 27 - TOZ 17 - IJ 58


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 56 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge