საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 08 Aug 2020, 18:33

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 8 posts ] 
Author Message
 Post subject: ნადირობის სეზონი2020-2021წ
PostPosted: 13 Jul 2020, 19:27 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4944
Location: თბილისი
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება
13 ივლისი, 2020 16:57


ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება.

გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა.

ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე.

2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033

ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ:

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformatio ... 8JU_vQnZb8

აბა არაოოო :bow-yellow: :bow-yellow:

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი2020-2021წ
PostPosted: 14 Jul 2020, 07:12 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2226
კარგია ქათმის ვადები რომ გადმოუწევიათ. მეოთხე შაბათიც კარგია. ოთარ სამახარობლო გეკუთვნის


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი2020-2021წ
PostPosted: 15 Jul 2020, 16:45 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4944
Location: თბილისი
vaja74 wrote:
კარგია ქათმის ვადები რომ გადმოუწევიათ. მეოთხე შაბათიც კარგია. ოთარ სამახარობლო გეკუთვნის


ხოოო ვაჟა თუ არ შეცვალეს ამ კორონააა თუ რაღაც ბაბანგიდას ამბავში.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი2020-2021წ
PostPosted: 17 Jul 2020, 09:28 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2441
Location: Tbilisi
ეს რა არის? რაღაც ვერ გავიგე, დაშვებულია კაკაბზე და ხოხობზე?

ვებგვერდი, 13/07/2020
სარეგისტრაციო კოდი
410030000.22.023.016637

საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-601
2020 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი

„ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
მუხლი 1
„ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №18 ბრძანებაში (სსმ, №68, 03/06/2009, ს/კ: 410.030.000.22.023.013.136) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფრინველები
 
ა) რუხი ბატი
Anser
ბ) თეთრშუბლა იხვი
Mareca penelope (Anas penelope)
გ) რუხი იხვი
Mareca strepera (Anas strepera)
დ) ჭიკვარა (სტვენია იხვი)
Anas crecca
ე) გარეული იხვი
Anas platyrhynchos
ვ) ბოლოსადგისა (კუდსადგისა) იხვი
Anas acuta
ზ) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)
Spatula querquedula (Anas querquedula)
თ) ფართოცხვირა (განიერნისკარტა იხვი)
Spatula clypeata (Anas clypeata)
ი) მელოტა
Fulica atra
კ) დიდი თეთრშუბლა ბატი
Anser albifrons
ლ) წითელთავა ყვინთია
Aythya ferina
მ) ქოჩორა ყვინთია
Aythya fuligula
ნ) ხოხობი
Phasianus colchicus
ო) კაკაბი
Alectoris graeca

პ) მწყერი
Coturnix
ჟ) წყლის ქათამი
Gallinula chloropus
რ) ჩიბუხელა
Lymnocryptes minimus
ს) ჩიბუხა
Gallinago
ტ) ტყის ქათამი
Scolopax rusticola
უ) ქედანი
Columba palumbus
ფ) გარეული მტრედი
Columba livia
ქ) გულიო
Columba oenas
ღ) ჩვეულებრივი გვრიტი
Streptopelia turtur

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი

_________________
http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი2020-2021წ
PostPosted: 17 Jul 2020, 12:49 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11002
Location: თბილისი
ხან ბუფერი არ მოგწონს, ხან კაკაბი.... :mrgreen:
დაურეკე აბა, რას იტყვიან :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი2020-2021წ
PostPosted: 17 Jul 2020, 13:54 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2441
Location: Tbilisi
ბერო wrote:
ხან ბუფერი არ მოგწონს, ხან კაკაბი.... :mrgreen:
დაურეკე აბა, რას იტყვიან :)


:lol: :lol: :lol: :lol:

_________________
http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი2020-2021წ
PostPosted: 21 Jul 2020, 21:18 
Offline
User avatar

Joined: 17 Dec 2010, 15:01
Posts: 1477
ნიკა მაგ ბუფესრ რაფერი ჭირს, უბრალო თავის ხიტრობა აქვს მაგის დაყენებისას. თუ გინდა გაგიკეთებ მაგ ბუფერს იდეალურად


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადირობის სეზონი2020-2021წ
PostPosted: 22 Jul 2020, 09:21 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2441
Location: Tbilisi
პენტაგონა wrote:
ნიკა მაგ ბუფესრ რაფერი ჭირს, უბრალო თავის ხიტრობა აქვს მაგის დაყენებისას. თუ გინდა გაგიკეთებ მაგ ბუფერს იდეალურად


ჩამოვიდა უკვე ზაალ, თან მაინც გამოსაცვლელია დაზიანებული არ მომწონს, იყოს გამართულად. მირჩევნია. ერთადერთი მილსპეკის მილი ვერ ვნახე ვერსად, მარტო მილი მინდა, ზამბარა და ბუფერი მაქვს. დავიტანჯე რასაც ქვია 11 მაღაზიაში შევუკვეთე ერთმანეთის მიყოლებით, ყველამ დამიდასტურა და მერე მომწერეს გათავდაო. მოკლედ ამ მილს ვეძებ რა buffer extension tube (buffer tube) არადა ყველგანაა და არც ძვირი არაა, მაგრამ ბოლოს გამოდის რომ არ აქვთ

_________________
http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 8 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: Google [Bot] and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge