იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 15 Nov 2018, 13:08

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 47 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4  Next
Author Message
 Post subject: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 23 Jan 2011, 17:19 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3207
Location: Tbilisi
ამ ვიდეოებში(სულ ოთხი ნაწილია) ტიპი საფანტიდან რაღაც წუთებში LEE-ის ყალიბის საშუალებით ასხავს სლაგს, უკანვე აბრუნებს გილძაში და შემდეგ ტესტავს კიდევაც.






რაც შეეხება LEE-ს სალგს ის ასე გამოიყურება
Image

Image

ესეც LEE-ს ყალიბი
Image

Image

ტყვიის დამზადება შეიძლება 7/8 უნციის წონის და 1 უნციის(დაახ. 29 გრამი).
ვფიქრობ შევიძინო 1 უნციანი ყალიბი და მწყრის სეზონის შემდეგ შემორჩენილი პატრონებისაგან სლაგები ვადნო, შემდეგ გართობის მიზნით მიზანში ვისროლო. სულერთია შემორჩენილ წვრილი საფანტის პატრონებს რაღაც სამიზნეებს ვესვრი და მათ მაგივრად რომ სლაგი ვისროლო უფრო საინტერესო იქნება. ასე სლაგის სროლა უფრო იაფი გამოდის ვიდრე გამზადებული რომ იყიდო და ისროლო.
რატომ მაინცდამაინც ზემოთ მოცემული ტყვია?
ჯერ ერთი მისაღები ბალისტიკის გამო, უკანა მხარეს სიცარიელე აქვს ე.ი. სიმძიმის ცენტრი თავის ნაწილშია+ ამ ფორმისთვის კარგად გათვლილი ზომები და პროპორციები - ყველაფერი ერთად სტაბილურ ფრენას უწყობს ხელს. მეორეც ტყვია მძიმე არ გამოდის(29 გრ.) და ჩვეულებრივი მწყრის დოზის დენთი თავისუფლად მოერევა და კარგ აჩქარებას მიანიჭებს. ეს ტყვია რა თქმა უნდა ყველაზე საუკეთესო არ არის მაგრამ ზემოთ გამოთქმული ორი მიზეზის გამო ოპტიმალური არჩევანი მგონია.
თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით.
პ.ს. ტყვიის სროლის, მისი დამზადების და ტესტირების თემა ძალიან დიდია და მგონი მოყვარულებიც გამოუჩნდება აქ დროთა განმავლობაში ამ საქმეს, პირველ რიგში მისი ხელმისაწვდომობის გამო: იაფი იარაღი(თურქული პომპები სლაგის სასროლი ლულით კარგი ვარიანტია), იაფი ამუნიცია და სასროლეთისთვის იოლად ადგილის მონახვა.

_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
 Post subject: გლუვლულიანიდან ტყვიის(სლაგის) სროლა.
PostPosted: 23 Jan 2011, 17:55 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3207
Location: Tbilisi
200 იარდზე სლაგის სროლა.

_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 23 Jan 2011, 18:57 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10700
Location: თბილისი
ზვიად შენი წიგნი რომლიც მე მაქვს ნაწილობრივ ხსნის ამას, მაგრამ სხვა წიგნი შევიძნე და იქ უკეთ არის ასეთი ჭურვების კეთების ტექნოლოგია
ჩამოსხმა ერთი პროცესია და მისი გამოყვანა კიდევ არანაკლებ საინტერესო.
როცა ზუსტ ზომაზე დაყავთ საპრესი ფორმების საპოხის საშუალებით.

ფორუმზე ახალი განყოფილება დავამატე 2-3 კვირის წინ, იმის მერე გაჩერებულები ვიყავით.
განყოფიელბა გადატენვას ეხება.
viewforum.php?f=126

გლუვლულიანის ვაზნის ჩამოსხმა, დატენვა მოცემულ მომენტში არ იკრძალება და გასაქანს გვაძლევს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 24 Jan 2011, 08:19 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3207
Location: Tbilisi
ფრიდონ, ძალიან კარგია გადატენვაზე ცალკე განყოფილება რომ გააკეთე. მოვუყაროთ მანდ თავი ყველაფერს და იმედია გამოვიყენებთ.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ LEE-ის ყალიბს და სლაგს, როგორც ვთქვი დამზადების სიმარტივის გამო გახდა ჩემთვის საინტერესო. რა თქმა უნდა შეიძლება უფრო დახვეწილი და ზუსტი ტყვია გამოადნო რომელიც გაცილებით უკეთეს მაჩვენებლებს იძლევა, მაგრამ იმათ ესე მწყრის პატრონაში:))) ვერ გაუშვებ , იმათ სპეციალური დატენვა სჭირდება. ყოველ შემთხვევაში გლუვლულიანის გადატენვა მითუმეტეს სლაგების მე არა მხოლოდ საინტერესოდ მიმაჩნია, არამედ მგონია რომ მომავალში აქტუალური გახდება გამომდინარე იმ ტენდენციებისა რომელიც იკვეთება ნადირობასთან მიმართებაში, ვგულისხმობ სანადირო არეალების შემცირებას, ზოგიერთ სანადირო მოურნეობაში შაშხანის გამოყენების აკრძალვას უსაფრთოების მიზნით. ამ კუთხით იარაღის და ამუნიციის წარმოებაც წინ მიდის, ბევრი იარაღის მწარმოებელი აკეთებს გლუვლულიან თოფს სლაგის სასროლი ლულით, კეთდება უკეთესი ბალისტიკის სლაგები.
Image
ესაც მაღალტექნოლოგიური სლაგი.))))

_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 24 Jan 2011, 16:07 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
ზვიად,ეს მაღალტექნოლოგიური SLUG-ი უკვე მზა ვაზნის სახით თუ არის,ქარხნული წარმოების.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 24 Jan 2011, 16:51 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3207
Location: Tbilisi
WOLF wrote:
ზვიად,ეს მაღალტექნოლოგიური SLUG-ი უკვე მზა ვაზნის სახით თუ არის,ქარხნული წარმოების.


4:30 დან ნახე. არა მგონია სადმე გაყიდვაში იყოს.

_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 24 Jan 2011, 22:22 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7127
კაი საქმეა. მე ვასხავდი ტყვიებს ჩემი გაკეთებული თაბაშირის ყალიბში. კაი შედეგები მქონდა. ბოლოს ამბიციები იმდენად შორს წამივიდა, რომ ”ბრენეკეების” :shock: ჩამოსხმაც კი ვცადე, მაგრამ ხარისხი ვერ ქაჩავდა და დავანებე თავი.
ჩამოსხმის პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს გამდნარი ტყვიის ტემპერატურა. ჩალიან მაღალი ტემპერატურის დროს ადგილი აქვს ტყვიის ამოშხეფებას ყალიბიდან.

რაც შეეხება საფანტის მუხტისაგან ტყვიის ჩამოსხმას და ჰილზაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა რომ საკმაოდ მარტივი და იაფი საქმეა(ერთი ვაზნა ტყვიით დაჯდება 0,5 ლარი, მაღაზიებში მინიმუმ 2,5 ლარის პირობებში), მაგრამ მე მაინც მგონია, რომ კონკრეტული მოდელის თოფისათვის დენთის წონას მაინც შერჩევა უნდა.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 25 Jan 2011, 05:46 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3207
Location: Tbilisi
კახი wrote:
კაი საქმეა. მე ვასხავდი ტყვიებს ჩემი გაკეთებული თაბაშირის ყალიბში. კაი შედეგები მქონდა. ბოლოს ამბიციები იმდენად შორს წამივიდა, რომ ”ბრენეკეების” :shock: ჩამოსხმაც კი ვცადე, მაგრამ ხარისხი ვერ ქაჩავდა და დავანებე თავი.
ჩამოსხმის პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს გამდნარი ტყვიის ტემპერატურა. ჩალიან მაღალი ტემპერატურის დროს ადგილი აქვს ტყვიის ამოშხეფებას ყალიბიდან.

რაც შეეხება საფანტის მუხტისაგან ტყვიის ჩამოსხმას და ჰილზაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა რომ საკმაოდ მარტივი და იაფი საქმეა(ერთი ვაზნა ტყვიით დაჯდება 0,5 ლარი, მაღაზიებში მინიმუმ 2,5 ლარის პირობებში), მაგრამ მე მაინც მგონია, რომ კონკრეტული მოდელის თოფისათვის დენთის წონას მაინც შერჩევა უნდა.


1. დავით, უსაფრთხოება დნობის დროს პირველი რიგის საქმეა. დამცავი სათვალე, გრძელი ხელთათმანი და აირწინაღი აუცილებელია, ასევე დნობა უნდა ხდებოდეს კარგად ვენტილირებულ(ან სულაც ღია ცის ქვეშ) ადგილას.
2. გეთანხმები რომ კონკრეტულ თოფს კარგი შედეგისთვის დენთის დოზის შერჩევა უნდა, ასევე ტყვიას უნდა შერჩევა, უფრო სწორად ჯერ ტყვიას უნდა შერჩევა და შემდეგ შესაბამისად დენთის დოზას, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა თანხა დაჯდება და სხვა შრომა. ეს LEE-ს პრესი ყველაფერს ამარტივებს და შედეგიც ნორმალურია.
აი კიდევ ერთი მარტივი მეთოდი. :)


_________________
Speak softly and carry a big stick


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 25 Jan 2011, 09:48 
Offline
User avatar

Joined: 16 Mar 2007, 19:14
Posts: 1886
Location: tbilisi
ზვიად ჩემ გულში იჯექი თითქოს :D

უკვე დაწყებული მქონდა ფიქრი სლაგების ჩამოსხმაზე, თუმცა ფიქრებს იქეთ საქმე არ წასულა.
100% გეთანხმები სანადირო არეალს რაც შეეხება. მგონია, რომ ჩვენ პირობში ხრახნლულიანის გამოყენება სანადიროდ ნელნელა წარსულს ჩაბარდება...

რაც შეეხება კონკრეტულად აქ მოყვანილ მაგალითს საინტერესო არის, თუმცა ასეთი სლაგი არამგონია მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდეს, თუნდაც ფორმიდან გამომდინარე.

მოკლეთ ჯერჯერობით 2 ლარს ვიხდი ერთ ვაზნაში:(

_________________
Si vis pacem, para bellum!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 25 Jan 2011, 10:34 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10700
Location: თბილისი
ხვალ დავდებ რამდენიმე გვერდ წიგნიდან. და ნახეთ.
მგონი საინტერესო იქნება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 25 Jan 2011, 21:14 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
Irelly wrote:
მგონია, რომ ჩვენ პირობში ხრახნლულიანის გამოყენება სანადიროდ ნელნელა წარსულს ჩაბარდება...

+1
Irelly wrote:

Irelly wrote:
მოკლეთ ჯერჯერობით 2 ლარს ვიხდი ერთ ვაზნაში:(

-1
ჩვენს გარშემო ფასებიდან მე პირადად ყველაზე ნაკლებად გლუვლულიანის ტყვიის მაღალი ფასი მაღელვებს.
:)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 25 Jan 2011, 22:31 
Offline
User avatar

Joined: 22 May 2009, 16:51
Posts: 104
Location: Tbilisi
Irelly wrote:
მგონია, რომ ჩვენ პირობში ხრახნლულიანის გამოყენება სანადიროდ ნელნელა წარსულს ჩაბარდება...


დიდი ბოდიშის მოხდით, ვერ ვხვდები რის საფუძველზე ფიქრობთ ასე? :eusa-think:

ბოლო პერიოდში ძალიან დაკავებული გრაფიკის გამო ნაკლებად ვადევნებდი თვალს ფორუმის სიახლეებს და თუ შეგიძლიათ ამიხსნათ რაშია საქმე ან რა შეიცვალა კანონმდებლობაში? ეს კითხვა ამ თემას არ ეხება და იქნებ მიმინიშნოთ შესაბამისი ლინკი... :auto-ambulance:

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 26 Jan 2011, 11:53 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5658
DavidS

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სანადირო ობიექტებს წარმოადგენს მხოლოდ შველი და გარეული ღორი და მათ მოპოვებაზე ჯერ ჯერობით ლიცენზიები არ გაიცემა, ხოლო რაც შეეხება საქართველოში მობინადრე სხვა ცხოველებს, ყველანი წითელ ნუსხაშია შესული და მათი მოკვლა საერთოდ არ შეიძლება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 27 Jan 2011, 01:00 
Offline
User avatar

Joined: 22 May 2009, 16:51
Posts: 104
Location: Tbilisi
დიდი მადლობა ინფოსთვის :text-bravo: ე.ი. პრინციპში არაფერი შეცვლილა, მაგათზე არც ადრე იძლეოდნენ ლიცენზიებს, მაგრამ ამის შესახებ აქ არა...

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ტყვიის (სლაგის) ჩამოსხმა და სროლა.
PostPosted: 28 Jan 2011, 00:35 
Offline
User avatar

Joined: 25 Mar 2008, 15:12
Posts: 1036
დაა ამ ყალიბის შეძენა სად შეიძლება თუ ვინმემ იცით?


Attachments:
xtg50.jpg
xtg50.jpg [ 13.47 KiB | Viewed 7023 times ]

_________________
monadire tofs aigebs, cava tyeshi moklavs kurdgels,da am chiqit gaumarjos saqartvelos yvela kutxes.
Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 47 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge