იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 26 Mar 2019, 02:31

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 404 posts ]  Go to page Previous  1 ... 23, 24, 25, 26, 27
Author Message
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 05 Jul 2016, 22:17 
Offline

Joined: 24 Mar 2015, 09:18
Posts: 55
გამარჯობათ. მომივიდა მუზა და გადავწყვიტე კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. ანუ, შემემოწმებია თუ რამდენად ეფექტურია თვითნაკეთი "დიაბლოს" ტიპის ტყვიის გამოყენება გლუვ ლულიან სანადირო თოფში. ამისათვის დამჭირდა ჩემი კონსტრუკციის ყალიბის დამზადება. მართალი გითხრათ პირველი ცდა უშედეგო იყო. მეორე ცდით უკვე მივიღე ის ყალიბი, რომელიც ალბომშია ნაჩვენები. შემდეგ დავიწყე მისი გამოცდა. ანუ ტყვიების ჩამოსხმა. თურმე არც ისე იოლი ყოფილა ეს საქმე. ბევრი ცდების მერე დავამუღამე ტექნოლოგია და მივიღე სასურველი ტყვიები. მათი წონიდან, და ზომებიდან გამომდინარე, ვფიქრობ შეიძლება მათი გამოყენება როგორც 12 კალიბრისთვის, ასევე 16 კალიბრისთვის. ტყვია ზუსტად თავსდება 12 კალიბრის კონტეინერში. და ასევე 16 კალიბრის პლასტმასის გილზში. ასევე იქნა გატარებული 12 და 16 კალიბრის ლულებში (შესაბამისად კონტეინერით და უკონტეინერო). ტყვიამ ლულაში გაიარა ცოტაოდენი ძალის მიჭერით. რასაც ნორმალურად ვთვლი. შესადარებლად იქნა გამოყენებული ქარხნული ტყვია "შარიკით". მასაც იგივე ძალა დაჭირდა ლულაში გასავლელად. ამიტომ ჩავთვალე ჩემი ტყვია მისაღებად. წონა კონტეინერით 34,5 გრამია. ჩემი აზრით ნორმალურია ორივე კალიბრისთვის. თუმცა 16 კალიბრისთვის ორნახევარი გრამით ნაკლები იქნება, რადგან კონტეინერის წონა გამოაკლდება. გარე დიამეტრი შერჩეული იყო სწორედ 16 კალიბრისთვის. დავტენე რამოდენიმე ვაზნა. მუხტად ავიღე ე. წ. ესპანური წამალი (როგორც მითხრეს მაღაზიაში), და 12 კალიბრისთვის დავმუხტე 1,9 გრამით. პიჟის გარეშე. დავამთავრე "ზაკრუტკით". სროლა ვაწარმოე "ჰატსან ესკორტიდან", ცილინდრიანი ჩოკით, 50 მეტრზე. როგორც 80 პროცენტ პოლუავტომატებს (შეიძლება მეტსაც) ჩემს თურქსაც მარცხნივ წაღება უყვარს. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დაჯგუფების გაკთება. მიღებული რეზულტატს ნორმალურად ვთვლი. პირველი სამის გვერდზე წაღების მერე შევეცადე გამეთვალისწინებინა თოფის ეს ნიუანსი, და 4 და 5 ნასროლი უკვე ცენტრთან ახლოს მოხვდა. და თანაც საკმაოდ ახლოს ერთმანეთთან. ქარხნულ ტყვიასთან შედარება არ გამიკეთებია, რადგან მხოლოდ ერთი ცალი მქონდა. უახლოეს დღეებში ვიყიდი რამოდენიმე ცალს და შევადარებ დაჯგუფებას. ისე კი უნდა ავღნიშნო, რომ "შარიკიანი " ტყვია არ არის ცილინდრული. თავსა და ბოლოში დიამეტრების სხვაობა ნახევარ მილიმეტრს აღემატება. სურათებში ეს ჩანს. ანუ ტყვიის თავი თავისუფლად ყანყალებს ლულაში, და გამოვარდნისას მიმართულება შეიძლება ცვალებადი იყოს. შესაბამისად სიზუსტეც. ასეთია ჩმა. ჩემი ტყვიის შემთხვევაში ეს გარემოება საგრძნობლად უკეთესია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ტყვიის ანბეჭდები სამიზნეზე საკმაოდ მკაფიოებია. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტყვიის ღერძი და მისი ტრაექტორია ერთმენეთს ემთხვევა. ანუ, არ ხდება ტყვიის გვერდულად ფრენა. ასევე მინდა ვთქვა, რომ, მიუხედავად ქარხნულ ტყვიებზე არსებული გვერდითი ჭრილებისა, რომლებიც საჭიროა მათი (ტყვიის) თავისი ღერძის ირგვლის დასატრიალებლად, ისინი (ჭრილები) ამ როლს ვერ ასრულებენ. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ამასვე ამტკიცებენ მიტიჩკინები თავიანთ წიგნში "პულევიე სნარიადი". და არა მარტო ისინი. ხოლო "დიაბლოს" ფორმა საკმაოდ იოლად იტანს იმ ტურბულენტურ ჰაერის ნაკადებს, რომლებიც წარმოიშვება ტყვიის სივრცეში გადაადგილების დროს. რაც არაბრუნვადი ტყვიებისთვის მნიშვნელოვანია. და უფრო მეტიც, თუ ამ ფორმის ტყვიას ვაიძულებთ, და დავატრიალებთ თავისი ღერძის გარშემო, მისი სიზუსტე საგრძნობლად იზრდება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ "დიაბლოს" ფორმის ტყვიით, და "პარადოქსით", 410 კალიბრის "საიგა" გაუტოლდა სიზუსთით კარაბინ "ბარს"-ს (5,6 - 39 მმ.). ანუ გაბნევამ შეადგინა 7 სანტიმეტრი 100 მეტრზე. რა თქმა უნდა უქარო ამინდში. მიუხედავად ამისა გლუვლულიანი თოფისთვის ეს მაჩვენებელი კარგზე უკეთესია. მომავალში მეც მაქვს იდეა მსგავსი "პარადოქსის" დამზადებისა. და, სწორედ ამიტომ იქნა პირველი ნაბიჯი გადადგმული, და იქნა "დიაბლოს" ტიპის ტყვია დამზადებული. რადგან ჩემი ტექნოლოგიური შესაძლებლობები შეზღუდულია, ამიტომ ეს იდეა კარგადაა დასამუშავებელი. რაც საკმაო დროს წაიღებს. ვფიქრობ პირველი ნაბიჯი არც თუ ისე ცუდია.
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 05 Jul 2016, 22:56 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7159
კაი ჯგუფია.

ყალიბში ჩასხმის მომენტში გასათვალისწინებელია გამდნარი ტყვიის ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურის დროს ჰაერის ბალიშებს იკეთებს და არაერთგვაროვან მასას ვიღებთ. მოკლედ დამუღამება უნდა.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 05 Jul 2016, 23:35 
Offline

Joined: 24 Mar 2015, 09:18
Posts: 55
კახი wrote:
კაი ჯგუფია.

ყალიბში ჩასხმის მომენტში გასათვალისწინებელია გამდნარი ტყვიის ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურის დროს ჰაერის ბალიშებს იკეთებს და არაერთგვაროვან მასას ვიღებთ. მოკლედ დამუღამება უნდა.


სწორედ მაგან გამაწვალა. ღუმელი, ავტომატურად რეგულირებადი ტემპერატურით კარგია მაგ საქმისთვის. თანაც სპეციალური სამუშაო კუთხეა საჭირო გამწოვი ვენტილიაციით. ძალიან საზიზღარი რამაა გამდნარ ტყვიასთან მუშაობა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 06 Jul 2016, 10:09 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2111
თავიდან ყოველთვის წუნიანი ტყვიები გამოდის. ლიის ჩამოსასხმელშიც მასეა. იმიტომ რომ ყალიბია ცივი. შემდეგი ჩამოსხმები უკეთესია ხოლმე როცა ყალიბიც გაცხელდება.


Last edited by vaja74 on 06 Jul 2016, 14:06, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 06 Jul 2016, 10:13 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7159
minchanin wrote:

სწორედ მაგან გამაწვალა. .

მეც.
კაი ხნის წვალების შემდეგ დავიყვირე "ევრიკა"
:)
minchanin wrote:
ღუმელი, ავტომატურად რეგულირებადი ტემპერატურით კარგია მაგ საქმისთვის. თანაც სპეციალური სამუშაო კუთხეა საჭირო გამწოვი ვენტილიაციით. ძალიან საზიზღარი რამაა გამდნარ ტყვიასთან მუშაობა.

რა თქმა უნდა.
იმედია ოდესმე ვეღირსები დამოუკიდებელ, ჩემ გემოზე მოწყობილ სახელოსნოს .

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 06 Jul 2016, 11:06 
Offline
User avatar

Joined: 07 Apr 2009, 09:17
Posts: 1525
გაუმარჯოს.

მეც ვერთობოდი სლაგის ჩამოსხმით და გასინჯვით, ,ლიის 28 გრამიან ყალიბს გაუკეთე გვერდზე ორი ღარი და წონაც ცოტა გავზარდე, ვისროდი მოსბერგის მთლიანად ხრახნიანი ლულით და მიუხედავად იმისა რომ სლაგები არაერთგვაროვანი გამოდიოდა გადაკეთებული ყალიბის უხარისხობის გამო, 100 მეტრზე დაწოლილი ოპტიკით 10 სმ. მდე ჯგუფებს აკეთებდა, კიდევ უფრო დახვეწა და გაუმჯობესებაც შეილებოდა, მაგრამ მერე ის მოსბერგი გავყიდე და 308 ზე გადავერთე. ახლა მარტო 12 კალ. მაქ და საინტერესოა გლუვი ლულიდან რა შედეგს მაჩვენებს შენი ექსპერიმენტი, თუ არ შეგაწუხებ როცა გადაწყვიტავ ჩამოსხმას ასე5 ცალს გამოგართმევ და გავსინჯავ დიდი სიამოვნებით, წარმატებები და მადლობა წინასწარ.

_________________
შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც, ორივეს ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 06 Jul 2016, 11:41 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3226
Location: Tbilisi
minchanin მაგარია ძალიან; 50 მ-ზე მაქსიმალურად სტაბილური ჯგუფი რომ მიიღო, შემდეგ უკვე შეიძლება მანძილის ნაბიჯნაბიჯ გაზრდა და რაღაც მაქსიმუმ ზღვარზე მისვლა. პარადოქსი კარგია და ზუსტი, მაგრამ ჩვეულებრი გლუვი ლულიდან უფრო საინტერესოა ექსპერიმენტირება და გამოსადეგი პრაქტიკული მიზნებისთვის, პარადოქს აქ მაინც ცოტა იყენებს სანადიროდ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 06 Jul 2016, 21:43 
Offline

Joined: 24 Mar 2015, 09:18
Posts: 55
თემა რა თქმა უნდა საინტერესოა. ინტერნეტში ვერ ვნახე, რომ ვინმეს საფუძვლიანად შეესწავლოს ამ ტყვიის შესაძლებლობები. შეძლების და გვარად გავაგრძელებ ექსპერიმენტებს.

ბესო, ყალიბი მაქვს ცოტაოდენი დასახვეწი. როგორც გავაკეთებ, ჩამოვასხავ თქვენთვის ტყვიებს და მოგაწვდით.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 06 Jul 2016, 23:14 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7159
minchanin wrote:
თემა რა თქმა უნდა საინტერესოა. .

მით უფრო იმ ფონზე, როცა 1 ცალი ქარხნული, ტყვიით დატენილი ვაზნა, მაღაზიებში ღირს საშუალოდ 5 ლარი.
:(

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 07 Jul 2016, 15:44 
Offline
User avatar

Joined: 07 Apr 2009, 09:17
Posts: 1525
minchanin wrote:
თემა რა თქმა უნდა საინტერესოა. ინტერნეტში ვერ ვნახე, რომ ვინმეს საფუძვლიანად შეესწავლოს ამ ტყვიის შესაძლებლობები. შეძლების და გვარად გავაგრძელებ ექსპერიმენტებს.

ბესო, ყალიბი მაქვს ცოტაოდენი დასახვეწი. როგორც გავაკეთებ, ჩამოვასხავ თქვენთვის ტყვიებს და მოგაწვდით.

მე მაქვს ლიის ყალიბები ტავისი სახელურებით, 2 ცალი 12 კალ და 1 ც 457 მაგ. . გადაკეთებულ გადმოკეთებული რამოდენიმე ნაირ სლაგს ვაკეთებ თუმცა დასახვეწია, თუ გამოგადგება შემეხმიანე და მოგაწვდი . მადლობა წინასწარ

_________________
შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც, ორივეს ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 07 Jul 2016, 23:07 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7159
http://popgun.ru/viewtopic.php?f=66&t=47475&start=160

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 08 Jul 2016, 07:50 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10787
Location: თბილისი
რა შენადნობს იყენებათ?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 08 Jul 2016, 17:54 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7159
ბერო wrote:
რა შენადნობს იყენებათ?

ე.წ. კაბელის ტყვია - ნაკლები ნაგავი აქვს აკუმულატორთან შედარებით.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: გლუვლულიანის ვაზნების დატენვა! :o
PostPosted: 03 Jan 2019, 14:56 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2286
Location: Tbilisi
ნადირობას დავუბრუნდი ხოოდა...ეგრევე პრობლემები:) მოკლედ ქარხნული ვაზნის, რაც 1 ლარამდე ღირს (თურქულები და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს Rio -ც ) საფანტი, აღმოჩნდა უვარგისი, უფორმოა უმეტესი ბურთულები და არის ძალიან რბილი, საუბარი მაქვს 5 და 3 ნომერზე. იმდენად რბილი, რომ 15 მეტრში ძველი კონსერვის ქილა ვერ გახვრიტა, სადღაც 20 მეტრში ქედანს მოხვდა და არც არაფერი, ერთი ორი ბუმბული გააცალა. 12 იანის ვაზნაში ლარზე მეტის გადახდა ნაღდად არ მინდა, მითუმეტეს, რომ ვაზნების დასამზადებელი სრული კომპლექტი მაქვს და + ამას გლუვლულიანი ვაზნების რელოუდის რამდენიმეწლიანი გამოცდილებაც. ერთადერთი პრობლემა მაქვს ის, რომ საფანტს ვერ ვშოულობ ხარისხიანს. ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება იყოს? მაგნუმში უდევთ რუსული, მაგრამ მაგათი ხასიათი რო ვიცი არ მანახებენ როგორია. ნაჭრის ქისებშია. ხოდა აქ ვიმნმე კიდევ დაუბრუნდით რელოუდს?

P.S. თან ისიც დაემატა, რომ 3 კგ-ც არაა თოფი და 32 გრამზე მეტის სროლისას ტლინკებს ყრის:) 32 გრამიანები კიდევ 5 და 3 ნომერი ძალიან იშვიათადაა გაყიდვაში.

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 404 posts ]  Go to page Previous  1 ... 23, 24, 25, 26, 27

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge