http://forum.guns.ge/

ნადავლის მომზადების რეცეპტები
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=119&t=2979
Page 1 of 4

Author:  rezident [ 09 Mar 2010, 20:56 ]
Post subject:  ნადავლის მომზადების რეცეპტები

ამდენი ხანი არსებობს ფორუმი და ეხლა აღმოვაჩინე რომ არ გვაქვს განყოფილება ნანადირევით გამზადებული კერძების რეცეპტების შესახებ. არ ვიცი ამაზე იქნებ უფიქრია კიდეც ვინმეს? რამდენად იქნება აქტიური ეს სხვა საკითხია.

Author:  M_S [ 10 Mar 2010, 01:19 ]
Post subject:  Re: თემა

ეგ აზრი ადრე მეც გამიჩნდა და ბერომ მეც ანალოგიური პასუხი გამცა. მარა მე ვერ ვიპოვე, თევზის კერძები კი იყო ციტა :D

ისე კულინარიის ნერვები არასოდეს მქონია მაგრამ ერთი სპონტანური აღმოჩენა გავაკეთე, კურდღელი მარილმოყრილი აჯიკაწასმული და თონეში ოდნავ ზედმეტად შემწვარი კარგი ყოფილა

ეს სპონტანურად როგორ მოხდა ცალკე ისტორიაა. სხვათაშორის არც ცალკე გამოყოფილი სანადირო ისტორიების თემა არაა

Author:  kishinski [ 10 Mar 2010, 10:27 ]
Post subject:  Re: თემა

[url2]http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=91&t=40&hilit=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98[/url2]

აქ თევზზეა მარტო :)

Author:  tushi [ 10 Mar 2010, 21:28 ]
Post subject:  Re: თემა

ეხლა ვუყურე ახოტა ი რიბალკაზე.

კურდრელი კანარიულლად.
(თურმე უამრავი კურდღელი ყოფილა კანარიის კუნძულებზე, რომ არა ნადირობა და ხელოვნური ბადებით ნათესების დაცვა ეკოლოგიური კატასტროფა მოხდებოდა. კანარიის კუნძულებზე არის ადგილობრივი მწევარის ჯიში. მაგრამ ისინი ქვაღორღიან გრუნტზე ვერ იჭერენ კურდღელს. მათი მოვალეობაა უბრალოდ აღმოაჩინონ კურდღელი და სორომდე სდიონ. მერე საქმეში ერთვება "ხარიოკი" მგონი ქრცვინი ქართულად. სოროში შედის და იქედან აგდებს კურდღელს. სოროს გამოსასვლელში კი მონადირე იჭერს კურღელს.)

ძალიან გამიგრძელდა საუბარი კულინარიული რეცეპტის ინგრეიენტის მოპოვებაზე.:)

მოკლედ კურდღელს ამარინადებენ მინიმუმ 24 საათი თეთრ ღვინოში. შემდეგ დაჭრილს ბლომად ზეითუნის ზეთში წვავენ, შუა პროცეში უმატებენ კურღლის თირკმელს და გულს. კარგად რომ შეიწვება უმატებენ დაჭრილ ხახვს, პომიდორს, ბულგარულ წიწაკას და წვრილად დაჭრილ ნიორს. მწარე წიწაკაც შეიძლება ცოტა. აგრძლებენ წვას ხახვის კარგად მოთუთქვამდე. კერძი მზადაა. კერძს ჭამენ კანარიულ საწებელთან ერთად, რომლის რეცეპტიც არ ვიცი :)

Author:  tushi [ 11 Mar 2010, 10:26 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

:lol:

ისე ბაზარი ანახეს და კურდღლები ეყარა.:) რესტორანში აუცილებლად შეუკვეტეთო. ყველა რესტორანს აქვს კანარიაშიო. კურდღლის რაგუ ქვია.

Author:  tushi [ 11 Mar 2010, 13:33 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

ისე გარეულ კურდღელს 12 საათი მაინც უნდა გამდინარე წყალში გაჩერება.

Author:  ბერო [ 11 Mar 2010, 15:19 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

tushi
წყალში ძმარი და 1 საათიც ეყოფა.
და ისე კი, გააჩნია კურდღელს და მჭამელს :).

Author:  kishinski [ 11 Mar 2010, 15:33 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

ბერო wrote:
tushi
წყალში ძმარი და 1 საათიც ეყოფა.
და ისე კი, გააჩნია კურდღელს და მჭამელს :).



სხვათაშორის კარგი რეცეპტია ეგ ნანადირევისთვის.
ძმრიან წყალს ეგრევე გაყავს გარეულის სუნი და ძალიან გემრიელი ხდება მერე

Author:  ბესო [ 11 Mar 2010, 15:42 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

მე თვითონ მაქ მომზადებული შემდეგნაირად, გატყავებული კურდღელი ცივ წყალში გავაჩერე მთელი ღამით და დილით გემოვნებით შეკაზმული ღუმელში შევბრაწე, მთლიანად. :pray:

Author:  ბერო [ 11 Mar 2010, 16:03 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

ბესო
ერთი თანამშრომელი ქალი მყავდა.
კურდღელი მოუყვანა ბიძამ, ნანადირევი,
ამან გატყავება არ იცოდა, ცხადია არც გაფუფქვა, და ქაფით და პირისსაპარსით გაპარსა.... და მერე დაბრაწა ღუმელში.. :)

Author:  kishinski [ 11 Mar 2010, 16:06 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

ბერო wrote:
ბესო
ერთი თანამშრომელი ქალი მყავდა.
კურდღელი მოუყვანა ბიძამ, ნანადირევი,
ამან გატყავება არ იცოდა, ცხადია არც გაფუფქვა, და ქაფით და პირისსაპარსით გაპარსა.... და მერე დაბრაწა ღუმელში.. :)



პირი როგორ მოუპარსა ნეტა, მკვდარი კურდღელი ენას ხო ვერ მიაწვებოდა შიგნიდან ლოყებს და ქვედა ტუჩის და ქვედა ყბის შორის მყოფ სახის ნაწილს

Author:  ჟორჟიკა [ 11 Mar 2010, 16:10 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

ბესო wrote:
მე თვითონ მაქ მომზადებული შემდეგნაირად, გატყავებული კურდღელი ცივ წყალში გავაჩერე მთელი ღამით და დილით გემოვნებით შეკაზმული ღუმელში შევბრაწე, მთლიანად. :pray:

ბესოს გაუმარჯოს :) შენგან გავიგე ცივ წყალში გაჩერების ამბავი აი ბოლოს რო კაი ამბავში შევხვდით და ძაან მაგრად გაამართლა მინდოდა მეთქვა. "სალიანკის" მაგვარი კერძი გავაკეთეთ ბევრი მწვანილით :D

Author:  ჟორჟიკა [ 11 Mar 2010, 16:11 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

kishinski wrote:
პირი როგორ მოუპარსა ნეტა, მკვდარი კურდღელი ენას ხო ვერ მიაწვებოდა შიგნიდან ლოყებს და ქვედა ტუჩის და ქვედა ყბის შორის მყოფ სახის ნაწილს

:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

Author:  ბერო [ 11 Mar 2010, 16:29 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

მე კურდეღლს ასე ვაკეთებ (აუცილებელი არაა, ნანადირევი იყოს :) )

სასურველი 1-ზე მეტი კურდღელი :)
ამას ვკუწავ და ცხიმიან ქვაბში (ცხიმი ერბო, ზეთი, ან სხვა ღორი, რავიცი, ვის როგორ) ვშუშავ , დაბრაწვამდე, მერე ხახვი, ქონდარი, ან სხვა ასეთი გემოს სანელებელი, ასევე უხდება სვანური მარილი. ცხიმი ბლომად უნდა იყოს.

ღვინოშიც შეიძლება გაჩერება, დასველება და მერე დამზადება.

Author:  ბესო [ 11 Mar 2010, 17:01 ]
Post subject:  Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები

ხო კიდევ ბევრი რეცეპტი ვიცი გემრიელად მომზადების მაგრამ მე უნდა ვესწრებოდე სხვანაირად არ გამომდის :mrgreen: :naughty:

Page 1 of 4 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/