იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 20 Jun 2019, 11:12

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 51 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4  Next
Author Message
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 11 Mar 2010, 17:08 
Offline
User avatar

Joined: 07 Apr 2009, 09:17
Posts: 1525
ლოქოს მწვადი!!!

ახალდაჭერილი ლოქოსაგან ვიღებთ ფილეს ნაჭრებს (ღორის მწვადზე ცოტა დიდებს) ვაბასტურმებთ ქვაბში ხახვით, შავი პილპილითა და 2 --3 ცალი ლიმონის წვენით მარილი გემოვნებით, მოვათავსებთ მაცივარაში ან ნებისმიერ ცივ ადგილას საათნახევარი ორი საათის განმავლობაში, შემდეგ ავაგებთ შამფურზე
და ვწვავთ ნაკვერჩხალზე, მნიშვნელოვანია შამფურზე მჭიდროდ იყოს აგებული ნაჭრები რადგან შეინარჩუნოს სისოვლე , იწვება დზალიან მალე და გ ა ა მ ო თ.

ძალიან უხდება თეთრი მშრალი ღვინო

_________________
შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც, ორივეს ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია!


Last edited by ბესო on 11 Mar 2010, 17:16, edited 2 times in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 11 Mar 2010, 17:12 
Online
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
ბესო
17:08 - ამ დროს ამ რეცეპტის დადება არ გეპატიება :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 11 Mar 2010, 17:17 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
კურდღელს ბავშვობიდან ესე ვაკეთებ.

ჩაბასთურმებული, ძმრით მარილ-პილპილით ლიმნით ხახვით. ან თუ არ აბასთურმებ მოხარშე და კერძი მერე.
ქვაბში ან ტაფაში(ღრმაში თუ ტაფაა) წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვშუშოთ დაბრაწვამდე.პომიდორი ან ტომატი დავამატოთ ამას.(რა თქმა უნდა პომიდორი ჯობია, გახეხილი თუ ათქვეფილი, ვინ როგორ ეძახის)
მერე ვყრით კურდღლის ნაჭრებს(შინაგან ორგანოებს არა) და ვბრაწავთ.
უკვე შეწვის დამთავრების დროს ვამატებთ წვრილად დაჭრილ მწვანილებს.
ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი წვენისთვის არის ნაღები ან რძე ან არაჟანი(ნაღები ყველაფერს ჯობია)
ამასაც დამთავრებისას ვამატებთ.
დაჯექი და ჭამე :)

ეს ბიძაჩემმა მასწავლა და მეგონა მარტო ჩვენ ვიცოდით :) თუმცაღა თითქმის ანალოგიური რეცეპტი ამას წინათ სამონადირეო არხზე ვნახე.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 11 Mar 2010, 17:19 
Online
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
აი ეს გადაათვალიერეთ,

http://vinoge.com/

კარგი ხალხია, მაგათი ბანერიც უნდა დავდო აქ.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 11 Mar 2010, 17:55 
Offline
User avatar

Joined: 31 May 2007, 09:12
Posts: 429
Location: თბილისი
ეჰ თქვენ რა გითხარით შეიძლება ასეთი რამეების წერა

პრაქტიკული განხორციელება არ ჯობია
მოვკვდი კაცი ნერწყვის ყლაპვით

ბერო wrote:
მე კურდეღლს ასე ვაკეთებ (აუცილებელი არაა, ნანადირევი იყოს :) )

სასურველი 1-ზე მეტი კურდღელი :)
ამას ვკუწავ და ცხიმიან ქვაბში (ცხიმი ერბო, ზეთი, ან სხვა ღორი, რავიცი, ვის როგორ) ვშუშავ , დაბრაწვამდე, მერე ხახვი, ქონდარი, ან სხვა ასეთი გემოს სანელებელი, ასევე უხდება სვანური მარილი. ცხიმი ბლომად უნდა იყოს.

ღვინოშიც შეიძლება გაჩერება, დასველება და მერე დამზადება.


მეც ასე ვაკეთებ ოღონდ გაჩერების მაგივრად შავ ღვინოშივე იშუშება და ღვინოც უხდება


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 11 Mar 2010, 20:02 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
ვაა რა დაქოქილა თემა :) . კიდე კაი აზიაში არ ვცხოვრობთ თორე მერე გენახა აქ ეგზოტიკური არსებების მომზადების ეგზოტიკური რეცეპტები :D


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 11 Mar 2011, 18:00 
Offline

Joined: 10 Feb 2011, 01:11
Posts: 53
აიღეთ 1 ან 2 მსუქანი კურდღელი (ძალიან მსუქანი ბოცვერი სჯობს), დაჭერით ზომიერ ნაჭრებად და გააკეთეთ ჩაქაფული, როგორც ცხვრის ხორცისა.

ცხვრის ჩაქაფული გემოთი ახლოსაც ვერ მოვა, ისეთი გემრიელი გამოდის! :handgestures-thumbupleft:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 11 Mar 2011, 19:46 
Offline
User avatar

Joined: 11 Sep 2007, 10:21
Posts: 436
Location: tbilisi
კურდღელი არაჟნით

საშუალო ნაჭრეებად დაჭრით კურდღელს შუშავთ კარაქში და ბლომად წვრილად დაჭრილ ხახვში (მარილი დაფნის ფოთოლი შუშვის დროს) რომ შევარდისფერდება უმატებთ 0.5 არაჟანს და 4-5 კბილ დაჭყლეტილ ნიორს მოურევთ და გააჩერებთ წამოდუღებამდე და გადმოდგავთ. შავი პილპილი გემოვნებით სუფრასთან მიტანის წინ!!!

სასმელებიდან უხდება არაყი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 17 Sep 2013, 13:22 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2118
მელოტა თუ გიჭამიათ ვინმეს. როგორია და რეცეპტსაც თუ დაწერთ როგორ კეთდება. შარშან დაიჭირა ჩემმა ძაღლმა . რაღაც გული არ მიმივიდა და გადავაგდე (ძაღლმა კბილები მოუჭირა და მოკლა). ახლა კი გავიგე ვითომ გემრიელიაო. :?:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 17 Sep 2013, 13:32 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
ვაჟა რა კაი თემა წამოწიე. თავიდან გადავიკითხე და დიდად ვისიამოვნე :))


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 17 Sep 2013, 13:33 
Offline

Joined: 26 Jan 2011, 10:28
Posts: 2118
ბარემ მწყერის ჩემებურ რეცეპტრას სავწერ. მწყრები უნდა დავჭრათ 2 ან 4 ნაწილად, გემოვნების ამბავია. კარაქში მოვშუშავთ, დავუმატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს შუშვის პროცესში. რომ შეწითლდება ვამატებთ გაფცქვნილ, დაბლენდერებულ პამიდორს ან ტომატს. როცა წამოდუღდება ვამატებთ წვრილად დაჭრილ ცოცხალ ქინძს და 2-3 კბილ ნიორს.
მინდა გითხრათ რომ შემწვარზე არანაკლებ გემრიელია.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 17 Sep 2013, 23:22 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7165
ხო ვაჟა მწყრის ჩახოხბილი განთქმულია, მაგრამ ვინ დაიცდის ჩახოხბვამდე? შემწვარი სწრაფია
:mrgreen:

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 18 Sep 2013, 09:07 
Offline
User avatar

Joined: 27 Sep 2010, 18:06
Posts: 221
http://ogulov07.narod.ru/dich.html

აქაც წერია კარგი რაღაცეები...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 18 Sep 2013, 10:04 
Online
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10814
Location: თბილისი
ცხიმი, ხახვი და პომიდორ - ყველაფერი ამაში კეთდება რა : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ნადავლის მომზადების რეცეპტები
PostPosted: 18 Sep 2013, 11:52 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7165
ბერო wrote:
ცხიმი, ხახვი და პომიდორ - ყველაფერი ამაში კეთდება რა : )

ცულის სუპი კეთდება მაგეებით
: )

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 51 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge