http://forum.guns.ge/

საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=118&t=377
Page 8 of 10

Author:  ZURABICHI [ 09 Jun 2015, 18:09 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

DG. wrote:
ZURABICHI
სპილენძის მოსახსნელად ეს არის ძლიერი
http://www.amazon.com/gp/product/B001OP ... PDKIKX0DER

აქვს ცუდი სუნი - ამიაკის, სავარაუდოდ ამ ნივთიერებას შეიცავს კიდეც, არ უნდა გააჩერო დიდხანს ლულაში, ზოგი ამბობს რომ ამის შემდეგ წყლითაც რეცხავს ლულას. უნდა იხმარო აკურატულად, სხვა დეტალებზე არ უნდა მიესხას, თორემ საჭიროა მათი გარეცხვაც, ამიაკის გასანეიტრალებლად. არსებობს სითხეები, რომლებიც არ შეიცავენ ამიაკს, მაგრამ ეფექტი აქვს დაბალი, თუნდაც M-Pro 7 Gun Cleaner, რომლის ლინკიც დადე.

შავ ლულაზე რასაც ვხმარობ ის წავა ქრომიანზე? ქრომსხო არ გააფუჭებს?არ-15 ისთვის მინდა.

Author:  DG. [ 09 Jun 2015, 18:16 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

არ ვიცი შავ ლულაზე რას ხმარობ. ზოგადად კარგი სპილენძის მოსახსნელი სითხე, რომელიც მართლა ხსნის, შეიცავს ამიაკს და დიდხანს არ უნდა გააჩერო ქრომიან ლულაშიც. თუ ინსტრუქციებს დაიცავ, ქრომსაც არაფერი იმუქრება.

Author:  DG. [ 26 Nov 2015, 18:58 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

ხომ არ იცით, რამე Copper Remover იყიდება ადგილზე?

Author:  ბერო [ 26 Nov 2015, 20:36 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

გაგარინზე ნახე, ამასწინ რაღაცეები ვნახე. სპილენძს არ დავკვირვებივარ.

Author:  DG. [ 01 Dec 2015, 10:16 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

გაგარინზე მივედი, ვიკითხე, გვაქვსო და ბოთლის ჩვენება არ უნდოდათ :) ჩავაცივდი, Hoppes 9 მაჩვენა დიდი ბოდლით, ასხამენ წამლის ძალიან პატარა ბოთლებში და 10 ლარად ყიდიან. სამწუხაროდ Hoppes 9 არ არის სპილენძის მოსაშორებელი.

მერე მივედი კალიბრში, იქ შემომთავასეს ბალისტოლის Robla Solo, ამის ორი ვერსია არსებობს, Robla Solo და Robla Solo Mil, სამწუხაროდ არ დავაკვირდი რომელი იყო, ორივე ვერსია შეიცავს ნიშადურს და ყარს. ინსტრუქციაში უწერია რომ მთელი ღამით გააჩერეთო და კი გააყრევინებს ქრომს ლულას :)

პრობლემა იქიდან დაიწყო რომ ონექსის ამერიკულმა ოფისმა ჩემი საწმენდი საშუალებები დაბლოკა და დავიწყე ალტერნატივის ძებნა. ამერიკაში ბოლო 2 კვირაა ძალიან გამკაცრდაო და ფრთხილობენ. ამ ეტაპზე აქ ყიდვისგან თავს ვიკავებ, ალტერნატიული ლეგალური გზა ვნახე. თუ გამოვიდა ეგ საქმე, დავწერ აქაც როგორ ჩამოვიტანე.

Author:  vaja74 [ 01 Dec 2015, 10:32 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

Hoppes 9 -ს ნაბორი მაქვს . ამერიკიდან გამოვწერე. ნაბორში შედის სპილენძის ამომყვანიც და მეორე ფლაკონი ნეიტრალური ზეთი. ორივეს ფლაკონს Hoppes 9. გაგარინზე რას ყიდდნენ არ ვიცი მაგრამ სპილენძის ამომყვანიც აქვს Hoppes 9 ს.

Author:  vaja74 [ 01 Dec 2015, 10:33 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

არ ვიცი სურათი როგორ გადმოვიტანო. ამ თემაში მე-6 გვერდზე დევს სურათი.

Author:  Bagi [ 01 Dec 2015, 10:53 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

ამერიკაში რა გამკაცრდაო? იარაღს რაც ეხება იმ ნივთების გამოგზავნა თუ საწმენდები ფეთქებად ნუვთიერებაში ჩათვალეს?

Author:  DG. [ 01 Dec 2015, 11:04 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

vaja74
Hoppe's No. 9 Gun Bore Cleaning Solvent-ი იყო როგორც ეტიკეტით დავიმახსოვრე, ეს სოლვენტი არ აშორებს სპილენძს.
ვნახე Hoppe's-ის სპილენძის მოსახსნელი, სხვანაირი ეტიკეტი აქვს.
შეიძლება ვცდები, მაგრამ რაც ერთი შეხედვით დავინახე არ იყო ის რაც მინდოდა, თან როგორც უკვე ვახსენე, ბოთლის ჩვენება არ უნდოდა, თვალებთან უცბად გაატარა :)

kashei_bessmertni
ფეთქებადში ჩათვალეს, მითხრეს რომ ზოგადად გამკაცრდა, ყველა ამანათს ხსნიან და ამოწმებენ, თუმცა შემოწმება აქამდეც ხდებოდა და ზეთები ჩამომიტანია.
იარაღზე ვერ ვიტყოდი, რადგან ლულა ჩამოვიტანე :)

მაინც ლატარეაა ჩემი დაკვირვებით, შეიძლება ისეთს ტიპს შეემოწმებინა, რომელიც დაიკიდებდა და გამოუშვებდა.

Author:  Bagi [ 01 Dec 2015, 13:06 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

Danger: Flammable აწერია ჰოპესს და ალბათ მაგიტომ

Author:  ganja1981 [ 05 Dec 2015, 16:18 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

მე რასაც ვხმარობ იმას გარედანაც აწერია რომ არა რის აალებადი და ფეთქებადი და ამიტომ უპრობლემოდ აგზავნიან...ყოველ შემთხვევაში მე პრობლემა არ შემქმნია ჩამოტანისას...BoreTech...

Author:  Zviad.FMJ [ 05 Dec 2015, 20:10 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

BoreTech ძალიან კარგია და არც ყარს!

Author:  DG. [ 12 Dec 2015, 13:53 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

ჩამოვიდა ზეთები იტალიიდან - ebay.it. ორჯერ ძვირი დამიჯდა, მაგრამ რაც მთავარია ჩამოვიდა. პროდუქცია ღირდა ძვირი, თვითონ გადამზიდავის ტრანსპორტირების ფასი არ არის ძვირი.
ვისარგებლე გადამზიდავი კომპანია ინექსით - http://inex.ge/ . თუ რეკლამაა და აკრძალულია წაშალეთ, ჩემი ინტერესი აქ არ არის.

ეს კომპანია მოსახერხებელია ერთი საინტერესო მომენტით, რომელიც საიტზე უწერიათ.
ციტატა: "სასმელების და აალებადი პროდუქციის (სპრეი, პულივიზატორი, დეზადორი და მსგავსი შეფუთვა) გამოგზავნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "shipping address"–ში მიუთითებთ ჩვენს საბერძნეთის, იტალიის, გერმანიის ან საფრანგეთის მისამართს, ბრიტანეთიდან და ამერიკიდან მსგავსი პროდუქციის ტრანსპორტირება შეუძლებელია ტრანსპორტირებისას მისი დაზიანების მაღალი ალბათობის გამო."

მანამდე დავრეკე კიდეც, მიუხედავად მაგ დეკლარაციისა, სავარაუდოდ პროპანით დამუხტულ ბალონებს არ ჩამოიტანენ, რადგან არათუ უბრალოდ აალებადია, ფეთქებად საშიშიც არის, ეს ისე ცნობისათვის.
ამანათი გაუხსნელი იყო და სავარაუდოდ არც შეუმოწმებიათ, ინვოისი გარედან ჰქონდა მირტყმული და ალბათ ამით დაკმაყოფილდა საბაჟოც.

Author:  პენტაგონა [ 03 Apr 2016, 14:07 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

აქ ბევრი დაიწერა თუ რა ჯობია არ 15-ტის გასაწმენდად აი რას გვირჩევს ბუშმასტერის ფირამ თავისი იარაღების გასაწმენდად--ამ შემთხვევაში ჩვენს შეიარაღებაში მყოფ ქრომირებულ ლულებზე.

Attachments:
20160403_135458.jpg
20160403_135458.jpg [ 90.69 KiB | Viewed 10106 times ]
20160403_135531.jpg
20160403_135531.jpg [ 86.23 KiB | Viewed 10106 times ]

Author:  assassin [ 08 Jan 2017, 22:23 ]
Post subject:  Re: საწმენდი საშუალებები და მათი გამოყენება

Attachment:
12106975_554576631363716_5652571762696740541_n.jpg
12106975_554576631363716_5652571762696740541_n.jpg [ 31.38 KiB | Viewed 6104 times ]

ეს საწმენდები აქვთ ზიგ არმსში და რას იტყვით ღირს ყიდვა
ნამწვის მოსაშორებელი მინდა 17.5 დოლარი ღირს სადღაც
ან უკეთესი რამე მოიძიება ჩვენს მაღაზიებში?
საწმენდებში ფულის დაზოგვა არ მინდა

Page 8 of 10 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/