http://forum.guns.ge/

"საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=118&t=3508
Page 1 of 3

Author:  malkhaz [ 17 Mar 2011, 14:50 ]
Post subject:  "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

მოკლეთ,მჭირდება მხოლოთ და მხოლოთ საკონსერვაციო ზეთი და არა უნივერსალი ან ნეიტრალური. რაშემოდის აქ ამდაგვარი ვინც ხმარობთ ამ ზეთს სეზონიდან სეზონამდე, იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება...

Author:  ბერო [ 17 Mar 2011, 15:00 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

Gunex 2000 care oil long-term conservation 50 ml


http://www.cutlery-shop.com/autosol-cle ... on50ml.php

http://www.ballistol-shop.de/product_in ... anguage=en

Author:  malkhaz [ 17 Mar 2011, 16:55 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

ბერო
ეს ორივე განექსია ხო ლინკზე ერთი სპრეის სახით მეორე ჩვეულებრივი?

Author:  ბერო [ 17 Mar 2011, 17:24 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

კითხვის მიხედვით აქ რაც შემოდის ეგაა და კი ორივე განექსია.

Author:  rezident [ 17 Mar 2011, 19:33 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

malkhaz
ისე ნებისმიერი ზეთი დროთა განმავლობაში "ქრება" და დაკონსერვებას ჯობია ნეიტრალური ზეთით მალმალე წმინდო იარაღი.

Author:  malkhaz [ 17 Mar 2011, 20:17 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

rezident wrote:
malkhaz
ისე ნებისმიერი ზეთი დროთა განმავლობაში "ქრება" და დაკონსერვებას ჯობია ნეიტრალური ზეთით მალმალე წმინდო იარაღი.

ეგ მართალია,რომ ზეთი ქრება,მაგრამ სხვაობაც არის კონსერვაციულსა და ნეიტრალურს შორის. სამწუხაროთ მალმალე ვერგავწმენდ,თორემ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი მაგ საქმეს.

ბერო
რამინდა გკითხო Ganex 2000 სპრეისა და ჩვეულებრივს შორის რამე სხვაობაა?

Author:  VASKA [ 18 Mar 2011, 09:44 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

ქარავანს ქონდა ბრაუნინგის საკონსერვაციო ზეთი "ლეგია" ნაცრისფერ ბალონჩიკში, მე ვიყენებ და კარგია, ეხლა არ ვიცი აქვთ თუ არა.

Author:  vaja74 [ 18 Mar 2011, 10:09 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

ბოდიშს ვიხდუ თუ სხვაგან ვწერ მაგრამ მაინტერესებს ტრანსფორმატორის ზეთის გამოყენება თუ არის რეკომენდირებული , და საწმენდად გამოიყენება თუ დასაზეთად? გლუვლულიანებში. ინერციულის მექანიზმის დაზეთვაც თუ შეიძლება ამ ზეთით.

Author:  კახი [ 18 Mar 2011, 10:14 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

ვაჟა ! ხუმრობ ალბათ. რა ტრანსფორმატორის ზეთი !

Author:  VASKA [ 18 Mar 2011, 10:22 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

ყველა ზეთს თავის დანიშნულება აქვს, ეგრე გადამდნარი უმარილო ქონიც წავა :)

Author:  vaja74 [ 18 Mar 2011, 11:17 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

ყველაფერი გასაგებია! ფორუმზე ვნახე ადრე ვიღაც იყენებდა ამ ზეთს და მაგიტო დამაინტერესა. შემორჩენილი მაქვს ძველი, იჟ 43 ს ვწმენდდი ადრე.

Author:  rezident [ 18 Mar 2011, 11:49 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

ტრანსფორმატორის ზეთით წმენდა შეიძლება, ანუ იმ ეტაპზე როცა ნაგავია მოსაშორებელი. მერე გაამშრალებ და ნორმალური ზეთით დაზეთავ.

Author:  WOLF [ 18 Mar 2011, 12:42 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

rezident wrote:
ტრანსფორმატორის ზეთით წმენდა შეიძლება, ანუ იმ ეტაპზე როცა ნაგავია მოსაშორებელი. მერე გაამშრალებ და ნორმალური ზეთით დაზეთავ.

გიო,წინა თემაში კონდახისთვის სუფთა ზეითუნის ზეთი გაგიკვირდა და ტრანსფორმატორის ზეთი ჩვენს ეპოქაში ;)

Author:  rezident [ 18 Mar 2011, 12:55 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

ამირან წმენდაზე მაქქვს ლაპარაკი და არა დაზეთვაზე. სხვადასხვა რამეებია ეგ. ტრანსფორმატორის ზეთი ვიგულისხმე როგორც ნაგვის გამოტანის საშუალება. ეხლა მაგაში ფულის გადახდა რო არ ღირს კი ვიცი. მარა თუ აქვს ადამიანს გამოყენებადია ;) .

Author:  VASKA [ 18 Mar 2011, 15:10 ]
Post subject:  Re: "საკონსერვაციო ზეთი" კითხვა მაქვს .....

ტრანსფორმატორის ზეთი არის ნეიტრალური, არც ტუტე არც მჟავა, ნაგავი როგორ უნდა გამოიტანოს? გამურულ ხელზე ტრანსფორმატორის ზეთი რომ დაისხა მოიშორებ მურს? რაღაც არ მგონია...

Page 1 of 3 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/