http://forum.guns.ge/

ზუმბა
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=118&t=2061
Page 1 of 1

Author:  ბერო [ 20 Feb 2009, 22:36 ]
Post subject:  ზუმბა

იმის გამო რომ ჩემი შაშხანა გრძელულიანია, სტანდარტული ზუმბა არ მყოფნის :)
ამის გამო ლატუნის წკირს ვიყენებდი,
სულ მინდოდა ზედ რამე კემბრიგის გადაკვრა, მაგრამ არ გამომდიოდა.
როგორც იქნა დღეს ”გამინათდა გონება”
აი შედეგიც, იოლად, წვალების გარეშე, 3 წუთში. :) არ სრიალებს ზედ , სისქეს არ ზრდის ბევრად.

Attachment:
zumba.jpg
zumba.jpg [ 36.74 KiB | Viewed 7358 times ]


ეს არის თერმო მილი.
ამას ჭრიან პატარა ნაწილებად და ნარჩილავზე ზედ წამოაზმევენ ხოლმე კონტაქს და მერე შეათბობენ., შეთბობისას ის ფორმას იცვლის და მჭიდროს ეკრობა ზედაპირს. :)

არის სხვადასხვა დიამეტრის და ფერის.
1 მეტრი 1-2 ლარი ღირს, :)
წამოვაცვი, და გაზქურაზე გათბობით მჭიდროდ მოვარგე ზედ.
კმაყოფილი ვარ :)
მთელი მეტრი 3 წუთში წამოვაცვი :)

Author:  tushi [ 20 Feb 2009, 22:40 ]
Post subject:  Re: ზუმბა

მალადეც კარგი გადაცყვეტილება მაგრმ რამდენად უზლებს უხეშ ექსპულატაციას?

Author:  ბერო [ 20 Feb 2009, 22:41 ]
Post subject:  Re: ზუმბა

tushi
დღეს გადავაკარი.
10-ჯერ რომ გაწმინდოს (მგონია 100-ჯერაც), 1.90 ლ დაჯდა რა :)
ცვეთით ვერ გააფუჭებ. ისეთს არაფერს ეხება.

მთავარი ისაა რომ უკვე შესაძლებელია, ფოლადის წკირი იყიდო ელიავაზე, ხრახნი მოჭრა და გადააკრა :) (ლატუნის 4მმ-იანები უკვე 2 წელია აღარ აქვთ :) )

Author:  bardazan [ 20 Feb 2009, 23:31 ]
Post subject:  Re: ზუმბა

ბოდიში ეგ რა მასალაა? :think:

Author:  ბერო [ 20 Feb 2009, 23:59 ]
Post subject:  Re: ზუმბა

bardazan
წკირი - ლატუნია
თერმომომჭერი - იზოლენტასავით

Author:  rezident [ 21 Feb 2009, 05:42 ]
Post subject:  Re: ზუმბა

მშვენიერია :)

Author:  კახი [ 23 Feb 2009, 12:05 ]
Post subject:  Re: ზუმბა

მშვენიერია.

ლატუნი რბილია, იღუნება , მრუდდება და ნერვებს გიშლის. მაგით ფოლადს გამოიყენებ.

Author:  Zviad.FMJ [ 23 May 2009, 00:34 ]
Post subject:  Re: ზუმბა

მე მგონი გათბობის გარეშეც გამოვა, აცეტონში თუ ჩააგდებ გაიბერება და ადვილად გადააცმევ.

Author:  shalva-zimin [ 23 May 2009, 19:36 ]
Post subject:  Re: ზუმბა

Zviad.FMJ wrote:
მე მგონი გათბობის გარეშეც გამოვა, აცეტონში თუ ჩააგდებ გაიბერება და ადვილად გადააცმევ.
არა, მეგომრებო :D ამ მასალას ჰქვია Термоусадочный кембрик
სხვადასხვა დიამეტრის და ფერის არსებობს. იყიდება პავლოვზე რადიო ნაწილების მაღაზია ,,კომპონენტში",არ მისული პეკინამდე ერთი კვარტალით ადრე, მარცხენა მხარეს და ვაჟაზე არ მისული ავეჯის სახლ საქნკტ-პეტერბურგამდე , მარცხენა მხარეს მაღაზია ,,ინსტა"

Author:  ბერო [ 23 May 2009, 20:19 ]
Post subject:  Re: ზუმბა

კიბატონო
ინსტაშიც და DC კომპონენტშიც.

მე კომპონენტში ვიყიდე.

Page 1 of 1 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/