იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 19 Aug 2019, 09:39

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 21 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 19 May 2013, 23:03 
Offline
User avatar

Joined: 14 Mar 2009, 23:06
Posts: 492
Location: ხევსურეთი
მოგესალმებით პირველ რიგში მეგობრებო და მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის.

ახლა ვეცდები თანმიმდევრულად მოგიყვეთ:

IPC Shooting - საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი სროლა.

(მოკლედ ჩემზე: ბავშვობიდან თოფი მიჭირავს. 2000 წელს კლდიდან გადმოხტომის შემდეგ კისრის სამი მალა მოვიტეხე, მათ შორის ერთი ტიტანით შემიცვალეს. სხეული გათიშული მქონდა და ნელნელა დავიწყე კიდურების გატოკება. 5 თვე გულაღმა ვიწექი გაუტოკებლად, 8 თვის მერე ხმაც ამოვიღე. იარაღთან მქონდა 2 წელი პაუზა, ვეღარც ვშლიდი და ვეღარც ვაწყობდი. ცუდად ყოფნის პერიოდში ჩემი ფსიქოლოგიური თერაპია იარაღის არსი გახლდათ. მეგობრებს ბევრი ლიტერატურა და წიგნები მოჰქონდათ და რამოდენიმე სერიოზულ სნაიპერულ სახელმძღვანელოს გავეცანი. გლუვლულიანი თოფები ზოგი გავაჩუქე და ზოგიც გავყიდე. სრულიად გადავერთზე ხრახლინლულიანზე. 2004 წელს, სამსახური როგორც დავიწყე სკს ვიყიდე კრედიტით. აქ გაგეცინებათ ზოგიერთებს და კაცი სანამ თვითონ არ გამოსცდის რომელიმე კონკრეტული იარაღის შესაძლებლობას, სხვას ნაკლებად უჯერებს. :) შემდეგ საიგა, მერე სმ2 მაჩუქა კაკომ, მერე ბარსი 223 რემ ვიყიდე და ეს პერიოდი სულ ვისვრი :) სპორტული სროლით 2008 წლიდან დავინტერესდი, პარაოლიმპიური კომიტეტის წევრებს შევხვდი და მათ მირჩიეს სპორტული კუთხით განვვითარებულიყავი. ტრამვის შემდეგ ვსარგებლობ ინვალიდის ეტლით, მარჯვენა ხელის თითები ვეღარ ავამოძრავე და ცაცია გავხდი.)

2 შეჯიბრში მაქვს მონაწილეობა მიღებული პნევმატური თოფებიდან სროლაში და პირველად მეორე ადგილი დავიკავე და მეორედ პირველი ამის შემდეგ პირდაპირ მსოფლიო თასზე მოვხვდი თურქეთში.

ორგანიზატორი იყო "საერთაშორისო სპორტული სროლის ფედერაცია" (issf)

სამწუხაროს ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძალიან ცუდი ყურადღება ექცევა სროლის სახეობებს და 1992 წლის შემდეგ შაშხანიდან სროლაში, პირველად მე მივიღე IPC Shooting-issf მონაწილეობა.

19 ქვეყანა, 146 მონაწილე იყო წარმოდგენილი.

შაშხანა: feinwerkbau 600 - 177კალიბრი ადაფტირებული მარჯვენა მსროლელისთვის. ნაყიდია 1990 წელს და იტენება სახელურის გადმოწევით და ქმნის შეკუმშულ ვაკუუმს. ეს თოფიც ქალბატონ ნინო სალუქვაძის კეთილი ნებით მაქვს.

საინვალიდო სროლა ძირითადად 2 კატოგორიად იყოფა: SH1 ხელის ძლიერი კიდურები: შაშხანა-პისტოლეტი; SH2 ხელის სუსტი კიდურები: შაშხანა. ეს უკანასკნელი კიდევ ქვე კატეგორიებად იყოფა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, და ისეთი სიმძლავრის ზამბარიან სადგარს გაძლევენ რასაც კომისია დაგიდგენს.

ანტალიაში 13 მაისს ჩავედით. არ მქონდა მსროლელის კოსტუმი, პარაოლიმპიურმა გერმანიაში იყიდა და მწარმოებელმა სპორტსმენებს გამოატანა. 14 ში ავიღეთ და გრძელი და ვიწრო მქონდა. გავატარე შემოწმება და მითითება მომცეს შემომეჭრა იმ დონეზე რომ ეტლს არ შეხებოდა. დანით დავაჭერით ნომერში.
14 მაისსვე იყო სამედიცინო და ინვენტარის შემოწმება. გავიარე სამედიცონო შემოწმება და დამიდგინეს მსროლელის კატეგორია. შემდეგ თოფის შემოწმება: კომისიის ექსპერტები ერთმანეთს უყურებდნენ გაკვირვებულები და თვალებით და ხელებით მეკითხებოდნენ ტყვიის საკეტი ხუფი როგორ გავხსნათ უსაფრთხოების ზონრის გასაყრელადო. :lol:
ეტლიც შემიმოწმეს, ჩავჯექი სტანდარტში.
ბოლოს საყრდენი ზამბარა და მანდ დამერხა :mrgreen: ჩემი იყო რკინის 500 გრამს აცდენილი. სტანდარტული 200 გრამს არ სცილდება მაქსიმუმ. ინგლისელმა ჟიურიმ თქვენი დიდი ხათრიც გვაქვს მაგრამ სავარჯიშო ტრენინგზე ვერ დაგიშვებთო. იქნებ ვინმემ გათხოვოთო და მიგვითითა 2 ადამიანზე, რომლებიც ჩემი კატეგორიის სადგარს ხმარობდნენ. პირველმა უარი გვითხრა, მერე სერბებთან მივედით და კიიო ჯიგრულად დაგვთანხმდნენ. ამ სირბილში უკვე მოსაღამოვდა და ავედით სასროლეთ დარბაზში, თუმცა მაინც აღარ დაგვიშვეს.
(პ.ს. (შეჯიბრის დასრულების შემდეგ გავიგე: "როგორც დაჯექი და მოემზადე სასროლად ჩვენთან მოვიდნენ სერბები და გვითხრეს თუ 200 ევროს არ მოგვცემთ, შეჯიბრზე ჩვენი სადგარით ვერ გავადა მოხსენითო" -მითხრეს თანმხლებმა ჩვენი პარაოლიმპიური კომიტეტის წევრებმა.)..
15-16 მაისი სხვა შეჯიბრებებს დავესწარი და ქულათა სისსტემებს გავეცანი, წარმოიდგინეთ ეგეც არ ვიცოდი და იმ მომენტისთვის ვარკვევდი ყველაფერს. ბევრი არავინ არაფერი იცის საქართველოში შაშხანიდან სპორტულ სროლაზე სამწუხაროდ. სალუქვაძის ტირში ქ-ნი ხათუნა მასწავლიდა ძველი გამოცდილებიდან რაც ახსოვდა, რისთვისაც გულით ვუხდი მას მადლობას.
17 მაისი. პირველ საათზე გადმოიტანეს შეჯიბრი. 12:45 წუთზე სტენდებთან განგვათავსეს და 15 წთ მოგვეცა მისრლისთვის. მაგიდა გამიტეხეს თვითმფრინავში, სადაც ხელებს ვალაგებდი, სახელურები ჩამომტვრეული ჩიხოლსღა ეჭირა. ეს სადგარი ძალიან სუსტი აღმოჩნდა და თოფი რომ დავდე გარმონივით გადაიწელა და აცანცარდა. კოსტუმი ისე მიჭერდა ძლივს ვსუნთქავდი და თავს ძალად ვიმხნევებდი, შემოვუძახე რომ ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნისთვის თუ გაჭირდა ყველაფრით უნდა ვიბრძოლო, ფეხებზე დავიკიდე მაყურებლების ღიმილი ჩემზე: ცაცია მსროლელს მარჯვენაზე ადაფტირებული თოფით. გავხედე სხვებს: თოფები ყველას თანამედროვე პსპ სისტემის, თარაზოებით და ლაზერებით გასწორებული... უმაღლესი თოფის სტაბილიზაცია... მაგიდა ავაწყეთ, სადგამი ზამბარა სიმაღლეში დავარეგულირეთ და 10 გასროლა მოვასწარი ჩათვლამდე. დაიწყო სროლა: სამოცჯერ აიღო ჩემი თოფი სადგარიდან და დაიტენა, 5-8 გასროლაში უკანა დიოპტრის რგოლი ეშვებოდა და ვასწორებდი, თოფი ხან მხრიდან წინ მერგებოდა და ხან მხარზე მიჭერით. კოსტუმი ახალი იყო და თოფის მისაყრდენ მხართან იბერებოდა, რის გამოც გამივარდა და 7.5 ქულიანი გავაკეთე, ვუთხარი თარჯიმანს დაეფიქსირებინა... აზრი არ ქონდა... საბოლოო შედეგი 598.7 ქულა 60 სროლიდან. 21 მონაწილე და 19 ადგილზე გავედი... დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდი ჩემ ჯგუფში 629.8

ეს ამდენი იმიტომ არ დამიწერია რომ რაიმეს ვწუწუნებ, უბრალოდ ძნელია ახსნა და მით უმეტეს ისეთ ადამიანს გააგებინო ვისაც იარაღთან არ აქვს შეხება...

ჩემზე ძალიან ვის უნდოდა გამემარჯვა და ქვეყანა მესახელებინა?!

ახლა თან სურათებს დავდებ და რაც გამახსენდება დავამატებ, ასევე თუ კითხვები გექნებათ გიპასუხებთ.

პატივისცემით,


Attachments:
File comment: ესეც თოფის საყრდენი, შავი ჩემი, ალუმინის სტანდარტული.
IMG_1520.JPG
IMG_1520.JPG [ 97.75 KiB | Viewed 6875 times ]
File comment: შედეგები
DSC_5722.JPG
DSC_5722.JPG [ 98.7 KiB | Viewed 6875 times ]
DSC_5688.JPG
DSC_5688.JPG [ 76.56 KiB | Viewed 6875 times ]
DSC_5726.JPG
DSC_5726.JPG [ 97.38 KiB | Viewed 6875 times ]
File comment: ჟიური
IMG_1410.JPG
IMG_1410.JPG [ 57.74 KiB | Viewed 6875 times ]
File comment: მსროლელის კოსტუმი, შემოჭრამდე..
IMG_1364.JPG
IMG_1364.JPG [ 65.52 KiB | Viewed 6875 times ]

_________________
Feinwerkbau


Last edited by iduka on 20 May 2013, 10:59, edited 4 times in total.
Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 19 May 2013, 23:25 
Offline
User avatar

Joined: 07 Apr 2009, 09:17
Posts: 1525
გაუმარჯოს, რაც ზემოთ წავიკითხე იმაზე მეტყველებს, რომ შენ კიდევ ბევრ შეჯიბრში მიიღებ მონაწილეობას, გისურვებ წარმატებას, იღბალი იყოს შენი მეგზური,

_________________
შენს საკეთებელსაც და ჩემს საკეთებელსაც, ორივეს ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 05:12 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3236
Location: Tbilisi
iduka ძალიან მაგარი კაცი ხარ, სულ წარმატებები გქონოდეს!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 08:02 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10835
Location: თბილისი
გილოცავ
ლადო, მაგარი გამოცდილებაა მიგიღია.
ყველაფერი წინაა.
იმედია ბევრი ტექნიკური პრობლემა გამოსწორდება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 09:49 
Offline
User avatar

Joined: 13 Oct 2009, 17:57
Posts: 1335
Location: Tbilissi
გილოცავ ლადო,ამდენი ხნის მერე შენ გახვედი პირველად საქართველოს სახელით,მიუხედავად ამდენი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობისა მაინც შეეცადე გამარჯვებისთვის გებრძოლა,ეგ არის მთავარი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 10:12 
Offline
User avatar

Joined: 24 Dec 2009, 16:01
Posts: 1407
:clap:

_________________
3ზნე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 11:04 
Offline
User avatar

Joined: 14 Mar 2009, 23:06
Posts: 492
Location: ხევსურეთი
მადლობა ყველას :)

_________________
Feinwerkbau


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 11:27 
Offline
User avatar

Joined: 05 Nov 2008, 09:11
Posts: 1305
Location: Tbilisi
:clap: :clap: :clap:

_________________
Beretta A 302. TIKKA T3 LITE 308. ARGO BENELLI 308. TOZ - 21. AR15,223cal5.56Nato.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 11:46 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10835
Location: თბილისი
ლადოს დაუკითხავად ვდებ.
ისე გასაცნობად : )

http://khevsureti.ge/?p=1479

გრძნობები
ვცდილობ, დავცალო გრძნობები,
როგორც სასმელი რქაშია.
რაცა ვცლი, უფრო ივსება,
ვერ ვხვდები, საქმე რაშია.
ბარში ვერ ვნახე პასუხი,
იქნებ ვიპოვო მთაშია.
ლოთობა ვერას მიშველის,
არცა რა ყრია სმაშია.
სულით გულს მინდა ვუშველო,
ღრენა დამჩემდა ხმაშია.
მჭირდება ერთი გორდაი,
ერთიც ლურჯაი რაშია.
ჩავიცვამ ჯვრიან პერანგსა,
გავჩნდები მეცხრე ცაშია.

----------------------
ეს ძალიან მაგარია..


არაგვს

მთას მიადგება ნისლები,
მეხი იჭექებს ცაზედა.
გაიჟღენთება მიდამო,
ჟუჟუნა წვიმის ნამზედა.
ღელე დაბადავს ნაკადულს,
წყარონი შაერთდებიან.
დაუყვებიან თავდაღმა,
მდინარედ გაერთდებიან.
მთამ გამოგშობა არაგვო,
როგორც კაც დედამშობელმა,
ჯიშის ცოცხალო არაკო,
ბუნებამ შეგქმნა რომელმა?!
ხეობას ახალგაზრდა ხარ,
ურჩი, ველური, მშფოთვარე.
უამრავ ჟამთა მნახველი
ჰქუჰხარ წარსულის მთხრობარე.
ბარს დაუყვები, დუნდები
ჟინით ნახეთქი ქვებზედა.
შენ გადიდებენ წყარონი,
გიმღერენ თავის ხმებზედა.
ბარი გაბერებს, არაგვო,
სულეთის ღმერთი მოგელის.
შენც გიწერია სიკვდილი,
კანონზომაა ყოველის.
მცხეთას ჩამოხვალ მთავრდება,
მთათა ხევების ამბავი.
ჯვრის მონასტერი მღვდლადა გყავს
შენი დაღუპვის მნახავი.
დაგაზიარებს, გაკურთხებს
მტკვარს მიგაბარებს მუდამა.
ვეღარ გიშველის, ბედშავო,
შენი შხუილა მუდარა.
ზღვის მდორედ გაიწირები,
გიმოციქულებს მტკვარია.
სევდის ნისლებად ქცეული
ზეცას ეწვევი მკვდარია . . .
მთას მიადგება ნისლები,
მეხი იჭექებს ცაზედა,
გაიჟღენთება მიდამო,
ჟუჟუნა წვიმის ნამზედა . . .


----------------------
შაშხანა
მუხლებზე მიდევს შაშხანა,
გული იწროა წუხილით.
ავახმე ტიალ ცხოვრებას,
მთებსაც შევძრავდი ქუხილით.
ჩემ წინ ას, ოთხი კედელი,
სივრცე მზერისგან დაღლილი,
ფიქრები, ლაღი ფიქრები;
სხეული, ძალა დაცლილი.
....
.
.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 12:07 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
:clap:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 13:25 
Offline

Joined: 09 Oct 2009, 12:09
Posts: 1159
ყველაფერი წინ არის!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 13:31 
Offline

Joined: 10 Jun 2009, 09:50
Posts: 400
:clap: :clap: :clap:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 13:34 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
ზაკონ პოდლასტი დაგემართა. ამდენი პრობლემის შემდეგ მაინც დიდი მრწევა. შემდეგ შეჯიბრებაზე უკვე გაიტვალისწინე ბევრ რამეს;)

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 14:01 
Offline
User avatar

Joined: 14 Mar 2009, 23:06
Posts: 492
Location: ხევსურეთი
tushi wrote:
ზაკონ პოდლასტი დაგემართა. ამდენი პრობლემის შემდეგ მაინც დიდი მრწევა. შემდეგ შეჯიბრებაზე უკვე გაიტვალისწინე ბევრ რამეს;)


ერთი თუშის ნათქვამ ლექსიდან გამახსენდა: "ზაკონ ვერ მასდრეკს ვაჟკაცსა, ზაკონ რა ჩემი *ლე არი" ო...

გაგონილი გექნება :lol:

_________________
Feinwerkbau


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 2013 IPC Shooting World Cup (Antalya) (Turkey)
PostPosted: 20 May 2013, 14:18 
Offline
User avatar

Joined: 06 Oct 2005, 15:36
Posts: 3728
ლადო
ჯაგარი ხარ. მაგარი ხარ :) .
iduka wrote:
ეს ამდენი იმიტომ არ დამიწერია რომ რაიმეს ვწუწუნებ, უბრალოდ ძნელია ახსნა და მით უმეტეს ისეთ ადამიანს გააგებინო ვისაც იარაღთან არ აქვს შეხება...
ჩემზე ძალიან ვის უნდოდა გამემარჯვა და ქვეყანა მესახელებინა?!

იმ სიტუაციაში როგორშიც შენ აღმოჩნდი მეტს ვერ იზავდი. დამიჯერე. მეც 2-3 წელია რაც სპორტით (შეჯიბრებში მონაწილეობას ვგულისხმობ) დავკავდი და გეტყვი რომ გამოცდილების მიღებაა ამ საქმეში ყველაზე მთავარი. მერამდენე შეჯირბრში მივიღე მონაწილეობა და გამონაკლისის გარეშე ყველაში რაღაცას ვსწავლობ. იმიტომაა რომ არ ვეშვები და როგორი რანგის შეჯიბრიც არ უნდა იყოს ვცდილობ არცერთი არ გამოვტოვო. ასე გააგრძელე და მეტი და მეტი წარმატებებიც არ დააყოვნებს ;). რაც შენ დაწერე მე მანდ შენი დიდი განცდები და პასუხისმგებლობა დავინახე მარა ეგ განცდები გამოსვლის დროსაც გადმოგედო ეტყობა. განცდებს შეჯიბრამდე ვერ აცდები მარა უშუალოდ გამოსვლის დროს ეცადე ხოლმე შენი თავი დაარწმუნო რომ რეზულტატის ჩვენება შეგიძლია იმიტომ რომ შენ იქ ყველაზე მაგარი ხარ. გამოსვლის დროს ყოველთვის იყავი ძალიან თავისუფლად და კარგ ხასიეთზე. შედეგებზე შეატყობ სხვაობას :). აბა მომავალ წარმატებებს გისურვებ :)


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 21 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge