მადლობა მოლოცვისთვის.
"7 მაისს საქართველოს ეროვნულმა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა პირველად ჩაატარა ქვეყნის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. სხვა სპორტსმენებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღო სამსახურის შედეგად დაზარალებულმა თვრამეტმა სამხედრო მოსამსახურემ. შაშხანითა და პისტოლეტით სროლაში გამარჯვებული სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს პარაოლიმპიურ ჩემპიონატში. პისტოლეტით სროლაში ოქროს მედალი მოიპოვა ახმეტ საფაროვმა, ვერცხლისა თემურ ჩხენკელმა, ხოლო ბრინჯაოსი - მურთაზ ოსეფაიშვილმა; შაშხანით სროლაში გაიმარჯვა ლადო ჭინჭარაულმა, მეორე და მესამე ადგილები ერგოთ, შესაბამისად, მურთაზ ოსეფაიშვილსა და მალხაზ შეყელაშვილს. "
http://www.radiotavisupleba.ge/media/vi ... 76399.htmlსურათებს თავის შედეგებითაც დადებენ. მე სამწუხაროდ ფოტოაპარატი თან არ მქონდა.
16 მონაწილე პისტოლეტში იყო.
11 მონაწილე შაშხანიდან.
დისტანცია: 10 მეტრი.
10 სროლა - 12 წუთში.
შაშხანა/პისტოლეტი: პნევმატური, 177 კალ.
ადგილმდებარეობა: ნ.სალუქვაძის სახელობის ტირი.
პ.ს. როგორც იქნა ავიყოლიე ხალხი სპორტული შეჯიბრებების მოწყობაში და ამას ოფიციალური სახეც რომ მიეცა ძალიან გახარებული ვარ.