საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 27 Oct 2020, 07:13

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 34 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next
Author Message
 Post subject: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 19 Sep 2020, 12:38 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5660
გამარჯობა, დიდი ხანია აქ არაფერი დმაიწერია :)
მოკლედ მოხარული ვარ გაცნობოთ რომ ვგეგმავთ შეჯიბრს სნაიპინგში 17 ოქტომბერს.
დეტალები ქვემოთ

საქართველოს მსროლელთა გაერთიანება.
17 ოქტომბრის შეჯიბრის რეგლამენტი
• შეჯიბრი სნაიპინგში ჩატარდება 2020 წლის 17 ოქტომბერს
• შეჯიბრი ჩატარდება თბილისიდან 35-40 კმ-ში, სოფელი სართიჭალის მიმდებარედ.
• შეჯიბრი ჩატარდება ე.წ. „გონგებზე“ (ლითონის სხადასხვა ფორმის სამიზნეებზე) სროლაში.
• გონგები განლაგებული იქნება სხვადასხვა ფიქსირებულ დისტანციაზე და ზუსტი მანძილი მონაწილეებს შეუძლიათ ნახონ დანართში
• ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მის საკუთრებაში არსებული, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული ნებისმიერი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით. მონაწილეს შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ერთი იარაღის გამოყენებით და მას არ შეუძლია იარაღის, ლულის, კალიბრის შეცვლა ეტაპების სირთლეების მიხედვით.
• შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოახდინონ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/8h9AugvrniKynZDq7. აუცილებელია გაეცნოთ იქ ჩამოთვლილ უსაფრთხოების წესებს და მოაწერონ ხელი, რომელსაც ასევე იურიდიული ძალაც ააქვს.
• რეგისტრაცია დაწყებულია და დასრულდება 2020 წლის 11 ოქტომბერს. არარეგისტრირებული და შეჯიბრში მონაწილეობის მსურველები შეჯიბრის დღეს ვერ დარეგისტრირდებიან.
• შეჯიბრში მონაწილეობა ფასიანია და განისაზღვრება 50 ლარით. მონაწილეობის მსურველმა ეს თანხა უნდა შეიტანოს/გადმორიცხო შემდეგ ანგარიშზე: მიმღები: „საქართველოს მსროლეთა გაერთიანება. # GE15TB7090836020100008 აუცილებელია, რომ დანიშნულებაში მიუთითოთ მონაწილის სახელი და გვარი.

• უსაფრთხოება არის ყველაზე პრიორიტეტული და უპირველესი წესი შეჯიბრამდე, შეჯიბრების დროს და შეჯიბრის შემდეგ. მის დაცვაზე პასუხიმგებელია ყველა, მათ შორის ორგანიზატორები, მონაწილეები და მაყურებლები.
• შეჯიბრების მიზანია გამოავლინოს მსროლელის შესაძლებლობები და უნარები ზუსტ სროლაში გარემო ფაქტორების და დროის გათვალისწინებით.
• ყველა შესასრულებელი სავარჯიშო შესაძლებლად მისადაგებული არის შორ მანძლზე სროლის სხვადასხვა სცენარზე
• ღონისძიებების ყველა მონაწილე მხარე ვალდებულია გამოავლინოს პროფესიონალიზმი, ასევე სცეს პატივი სპორტულ პრინციპეპს და ერთამანეთს.
• ნებისმიერი სახის ტყუილი და წესების დარღვევა გამოიწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას.
• შეჯიბრის აზრია გამოსცადოს მსროლელის პერსონალური უნარჩვევები, შესაბამისად სავარჯიშოს შესრულებისას გარეშე პირების დახმარება, კარნახი ან სხვა ტიპის ხელის შეშლა აკრძალულია.

• შესაძლებელია მოხდეს მონაწილეების გაყოფა 2 ან მეტ კატეგორიად კალიბრების მიხედვით რათა მაქსიმალურად თანაბარ პირობებში აღმოჩდნენ მონაწილეები. ეს საკითხი დამოკიდებულია მონაწილეების და მათი კალიბრების რაოდენობაზე.
• შეჯიბრის ეყოლება 3 პრიზიორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
• შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ასევე გამოვლინდება თითოეული ეტაპის გამარჯვებული (დროისა და ქულების კომბინაციით) რომელთაც გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

• შეჯიბრს ზედამხედველობას გაუწევს:
• 1 Match Director
• 2 მსაჯი (Range Officer),
• 2 უსაფრთხოების ოფიცერი (Safety Officer),
• 3 დამკვირვებელი(Spotter)
• 2 ადამიანი დამოუკიდებლად დააფიქსირებს მსროლელების შედეგებს სპეციალურად შედგენილ ფორმაში.

• შეჯიბრის წინ გაიმართება კენჭისყრა და მონაწილეებს მიენიჭებათ ნომრები, მათი გამოძახება საცეცხლე ხაზთან მოხდება ნუმერაციის მიხედვით.
• კონკრეტული ეტაპის წინ Range Officer ახსნის დეტალურად შესასრულებელი დავალების დეტალებს.
• საცეცხლე ხაზთან მონაწილე იქნება მარტო, ამ შეჯიბრზე რამდენიმე მონაწილე ერთდროულად არ გაისვრის.
• დროის დაზოგვის მიზნით , ეტაპები დაჯგუფდება და მსროლელს ერთ მისვლაზე მოუწევს სროლა #1 და #2 ეტაპის გადაბმულად, შემდეგ #3 და #4 ეტაპიც და #5 - #6 ეტაპიც ასევე თანმიმდევრობით მოეწყობა. #7, #8 და #9 ეტაპები იქნება ცალკე ინდივიდუალურად. ორგანიზატორების აზრით შეიჯიბრი 1 დღეში დასრულდება თუ 30 მონაწილეზე მეტი არ მიიღებს მონაწილეობას.
• იმ ეტაპებზე სადაც მსროლელს სროლა უწევს დაწოლილი (პრონ) პოზიციიდან (გარდა ეტაპისა „სტანდარტი“) წინა საწყრდენად მას შუეძლია გამოიყენოს ბიპოდი, ან ქვიშის ტომსიკა, უკანა საყრდენად კი შეუძლია გამოიყენეს როგორც მონოპოდი, ისევე ტომსიკა. სხვა რაიმე ზეზუსტი სტაბილიზატორების გამოყენება ნებადართული არ არის.
• „ბარიკადების“ ეტაპზე იარაღი საყრდენს უნდა ეხებოდეს 1 წერტილით.
• „სასროლი პოზიციის მოწყობა“-ში მსროლელს შეუძლია დააყრდნოს იარაღი საბურავებზე როგორც ბიპოდზე ისე ცევიოზე.
• ნებადართულია ტრაექტორიების და ქარის შესწორებების დააკომპენსირება როგორც დოლურის ტრიალით ასევე ბადის გამოყენებით.
• იმ ეტაპებზე სადაც 6 და მეტი ტყვია არის გასასროლი და მონაწილეს არ ყოფნის 1 მჭიდი, მას შეუძლია თან ქონდეს სასროლ პოზიციაზე სათადარიგო მჭიდი ან დამატებითი ტყვიები რისი გამოყენების საშალებაც ექნება სურვილისამებრ.

17 ოქტომბრის შეჯიბრის სცენარები

1 ეტაპი: მისროლა
მანძილი: 300 მეტრი
მსროლელის საწყისი პოზიცია: დაწოლილი
იარაღის მდებარეობა: სასროლ პოზიციაზე, საკეტი ღია , მჭიდი იარაღზე
გასროლის პოზიცია: დაწოლილი (საყრდენით)
გასროლების რაოდენობა: 3
მაქსიმალური შეფასება: 20 ქულა
დავალების შესასრულებელი დრო: 60 წამი
სამიზნის ზომა: 12x12 სმ
აღწერა: მსაჯის ნიშaნანზე მსროლელი ესვრის 300 მეტრზე განლაგებულ გონგს 3 ტყვიას. მხოლოდ ბოლო გასროლა ფასდება 20 ქულით, პირველი 2 ნასრილი არ ფასდება.

2. ეტაპი : სტანდარტი
მანძილი: 300 მეტრი
მსროლელის საწყისი პოზიცია: ფეხზე მდგარი
იარაღის მდებარეობა: მსოლილის ხელში, საკეტი ღია, მჭიდი იარაღზე
გასროლის პოზიცია: ფეხზე მდგარი, მუხლიდან და დაწოლილი (საყრდენის გარეშე)
გასროლების რაოდენობა: 6
მაქსიმალური შეფასება: 360 ქულა
დავალების შესასრულებელი ჯამური დრო: 180 წამი
სამიზნის ზომა 30 სმ
აღწერა: მსაჯის ხმოვან სიგნალზე მსროლელი იწყებს სროლას ფეზე მდგარი პოზიციიდან 300 მეტრზე განლაგებულ გონგზე. ახორციელებს 2 გასროლას (თითო შედეგიანი გასროლა შეფასდება 60 ქულით) რის შემდეგაც, დგება ნებისმიერ ცალ მუხლზე და ესვრის იგივე სამიზნეს ასევე 2 ტყვიას (თითო შედეგიანი გასროლა 45 ქულა) ამის შემდეგ მსროლელი წვება იგივე პოზიციაზე და ხელიდან (საყრდენის გარეშე ასევე ესვრის 2 ტყვიას 300 მეტრზე განლაგებულ სამიზნეს (თითოეული შედეგიანი გასროლა დაწოლილი მდგომარეობიდან შეფასდება 30 ქულით) თუ 1 მჭიდი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 6 ტყვია განლაგდეს, მაშინ მსროლელს შეუძლია ქონდეს სათადარიგო დატენილი მჭიდი ან ვაზნები სასროლ პოზიციაზე გამზადებული.


3. ეტაპი: სწრაფი გასროლა
მანძილი: 380 მეტრი
მსროლელის საწყისი პოზიცია: დაწოლილი (საყრდენით)
იარაღის მდებარეობა: სასროლ პოზიციაზე, საკეტი ღია , მჭიდი იარაღზე
გასროლის პოზიცია: დაწოლილი (პრონი)
გასროლების რაოდენობა: 1
მაქსიმალური შეფასება: 50 ქულა
დავალების შესასრულებელი ჯამური დრო: 60 წამი
სამიზნის ზომა: 20 სმ
აღწერა: მსაჯის მოწოდების შემდეგ მონაწილე უმიზნებს სამიზნეს და ელოდება მსაჯის მიერ მიცემულ ხმოვან სიგნალს. ხმოვანი სიგნალის სიგნალის შემდეგ ის ახორციელებს მაქსიმალურად სწრაფ და ზუსტ გასროლას. ქულების დათვლა მოხდება შემდეგნაირად:
მსაჯის წამზომის სიგნალის შემდეგ შედეგიანი გასროლა
0.00-0.99 წამში 50 ქულა
1.00-1.99 წამში 40 ქულა
2.00-2.99 წამში 30 ქულა
3.00-3.99 წამში 20 ქულა
4.00-4.99 წამში 10 ქულა

4. ეტაპი : „ბრმა“გასროლა
მანძილი: 380 მეტრი
მსროლელის საწყისი პოზიცია: დაწოლილი (საყრდენით)
იარაღის მდებარეობა: სასროლ პოზიციაზე, საკეტი ღია , მჭიდი იარაღზე

გასროლის პოზიცია: დაწოლილი (პრონი)
გასროლების რაოდენობა: 1
მაქსიმალური შეფასება: 100 ქულა
დავალების შესასრულებელი ჯამური დრო: 60 წამი
სამიზნის ზომა: 20 სმ
აღწერა: ამ დავალებაში მნიშვნელოვანია მსროლელმა მოახდინოს მაქსიმალური კონცენტრაცია. მსაჯის ნიშანზე მონაწილე უმიზნებს სამიზნეს და ცდილობს არ გავიდეს სამიზნიდან, შემდეგ მასთან მიდის მსაჯი და ოპტიკის წინა ლინზაზე, ისე რომ იარაღს არ ეხება აფარებს თეთრ ქაღალდს, რათა მსროლელმა სამიზნე ვეღარ დაინახოს. მსაჯის მიერ მიცემული ხმოვანი სიგნალის შემდეგ ის ახორციელებს გასროლას. შედეგიანი გასროლა 100 ქოლა, აცილება 0 ქულა.


5. ეტაპი: უშეცდომო გასროლა
მანძილი 500 მეტრი
მსროლელის საწყისი პოზიცია: ფეხზე მდგარი იარაღიდან 10 მეტრში
იარაღის მდებარეობა: სასროლ პოზიციაზე (მჭიდი იარაღზე)
გასროლის პოზიცია: დაწოლილი (საყრდენით)
გასროლების რაოდენობა: 5
მაქსიმალური შეფასება: 400 ქულა
დავალების შესასრულებელი ჯამური დრო: 90 წამი
სამიზნის ზომა 25სმ
აღწერა: 500 მეტრზე განლაგებული 1 სადგამზე ჩამოკიდული იქნება 1 თეთრი გონგი იგივე ზომის 2 მუქ გონგებს შორის. მსაჯის ხმოვან სიგნალზე, მსროლელმა უნდა მიირბინოს იარაღთან, მოერგოს პოზიციას და განახორციელოს 5 გასროლა თეთრ გონგზე. თითო შედეგიანი გასროლის ფასი იქნება 80 ქულა, მუქ გონგის დაზიანება იქნება (მინუს) - 40 ქულა. აცილება 0 ქულა.

6 ეტაპი: ბარიკადები
მანძილი: 500 მეტრი
მსროლელის საწყისი პოზიცია: ფეხზე მდგარი ბარიერებიდან 10 მეტრში
იარაღის მდებარეობა: მსროლელს ხელში (მჭიდი იარაღზე, საკეტი გახსნილი)
გასროლის პოზიცია: სხვადასხვა სიმაღლის ბარიერებიდან/არაკომფორტულ მდგომარეობიდან
გასროლების რაოდენობა: 8
მაქსიმალური შეფასება: 640 ქულა
დავალების შესასრულებელი ჯამური დრო: 180 წამი
სამიზნის ზომა 25 სმ
აღწერა:სასროლ პოზიციაზე მოწყობილი იქნება 2 დაბალი და 2 მაღალი ბარიერი ერთმანეთის გვერდიგვერდ. მსროლელმა თითოეული ბარიერიდან უნდა განახორციელოს 2-2 გასროლა ორივე ხელით. ჯამში 4 გასროლა მარცხენა ხელით და 4 გასროლა მარჯვენა ხელით.
კერძოდ, მსაჯის ნიშანზე მსროლელმა უნდა მიირბინოს სპეციალურად მოწყობილ მისთვის სასურველ უკიდურეს მარცხენა ან უკიდურეს მარჯვენა ბარიერთან. მარცხენა ბარიერებიდან მსროლელმა მარცხენა ხელით უნდა შეასრულოს გასროლები ხოლო მარჯვენა ბარიერებიდან მარჯვენა ხელით.
თითოეული წარმატებული გასროლა შეფასდება 80 ქულად.
იარაღი ბარიერს უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ 1 წერტილით. ბარიერზე ცუდად ან/და არასწორად დაყრდნობილი თოფის შემთხვევაში, თითოელ ფაქტზე მსროლელი დაჯარიმდება -20 ქულით
თუ 1 მჭიდი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 10 ტყვია განლაგდეს, მაშინ მსროლელს შეუძლია ქონდეს სათადარიგო დატენილი მჭიდი ან ვაზნები სასროლ პოზიციაზე გამზადებული.

7 ეტაპი: სასროლი პოზიციის მოწყობა
მანძილი: 400 - 580 მ
მსროლელის საწყისი პოზიცია: ფეხზე მდგარი პოზიციიდან 10 მეტრში
იარაღის მდებარეობა: სასროლ პოზიციასთან (მჭიდი იარაღზე, საკეტი გახსნილი)
გასროლის პოზიცია: მსროლელისთვის მოსახერხებელი სხვადასხვა პოზიცია.
გასროლების რაოდენობა: 10
მაქსიმალური შეფასება: 750 ქულა
დავალების შესასრულებელი ჯამური დრო: 300 წამი
სამიზნის ზომა 20სმ-დან 40 სმ-მდე
აღწერა: მსაჯის ნიშანზე მსროლელმა უნდა მიირბინოს საცეხლე პოზიციასთან სადაც მას დახვდება 5 ცალის საბურავი. მან უნდა დადოს პირველი საბურავი საცეცხლე წერტილთან დააყრდნოს იარაღი მასზე და განახორციელოს თითო გასროლა ორივე გონგზე. ჯერ ახლო მდებარე გონგეზე, შემდეგ შორს მდებარე გონგზე.
შემდეგ ადგება, იარაღს დატოვებს სასროლ პოზიციაზე განმუხტულს მდგომარეობაში, მოიტანს მე-2 საბურავს, დაადებს პირველ საბურავზეე, აამაღლებს სასროლ პოზიციას, დააყრდნობს იარაღს მასზე, მოიყვაანს მზადყობნაში და ისევ გაისვრის 2 ტყვიას იგივე თანმიმდევრობით.
ჯამში მსროლელმა უნდა დაალაგოს 5 საბურავი და გაისროლის ჯამურად 10 ტყვია
შეფასება ამ ტურში შემდეგნაირად მოხდება: 400 მეტრზე შედეგიანი თითო გასროლა მიიღებს 60 ქულას, ხოლო 580 მეტრზე თითო შედეგიანი გასროლა 90 ქულად შეფასდება.

8 ეტაპი: ცეცხლის გადატანა
მანძილი: 450 დან 850 მ.-მდე (მანძილები მიახლოებითია)
მსროლელის საწყისი პოზიცია: ფეხზე მდგარი პოზიციიდან 10 მეტრში
იარაღის მდებარეობა: მსროლელს ხელში (მჭიდი იარაღზე, საკეტი გახსნილი)
გასროლის პოზიცია: დაწოლილი (საყდენიდან)
გასროლების რაოდენობა: 10
მაქსიმალური შეფასება: 700 ქულა
დავალების შესასრულებელი ჯამური დრო: 300 წამი
სამიზნის ზომა 20დან-40 სმ-მდე
აღწერა: მსაჯის ნიშანზე მსროლელმა უნდა მიირბინოს სასროლ პოზიციასთან, მოეწყოს კომფორტულად და დაიწყოს სროლა ყველაზე ახლოს მდებარე 450 მეტრში განლაგებული გონგიდან. ყველა გონგს მსროლელი ესვრის ზედიზედ 2 ტყვიას. შროლების თანმიმდევრობა იქნება შემდეგი: 450750650850550. მსროლელმა აუცილებლად ამ თანმიმდევრობით უნდა ესროლოს სამიზნეებს რათა შესაბამისად შეფასდეს.
450 მეტრზე წარმატებული გასროლა შეფასდება 50 ქულად, 550 მეტრზე შედეგიანი გასროლა 60 ქულად, 650 მეტრზე 70 ქულად და 750 მეტრზე 80 ქულად, 850 მეტრზე - 90 ქულად .
თუ 1 მჭიდი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 10 ტყვია განლაგდეს, მაშინ მსროლელს შეუძლია ქონდეს სათადარიგო დატენილი მჭიდი ან ვაზნები სასროლ პოზიციაზე გამზადებული.

9 ეტაპი: პრესტიჟის გასროლა
მანძილი: 1000მ
მსროლელის საწყისი პოზიცია: დაწოლილი სასროლ პოზიციაზე
იარაღის მდებარეობა: სასროლ პოზიციასთან (მჭიდი იარაღზე, საკეტი გახსნილი)
გასროლის პოზიცია: დაწოლილი საყრდენით
გასროლების რაოდენობა: 3
მაქსიმალური შეფასება: 160 ქულა
დავალების შესასრულებელი ჯამური დრო: 90 წამი
სამიზნის ზომა 35 სმ
აღწერა: მსაჯის ნიშანზე მსროლელი უნდა შეეცადოს განახორციელოს შედეგიანი გასროლა 1000 მეტრზე განლაგებულ სამიზნეზე.
თუ მსროლელი პირველივე ტყვიით დააზიანებს სამიზნეს, მაშინ ის მიიღებს 160 ქულას და წყვეტს სროლას. თუ მე-2 სროლით მაშინ იღებს 140 ქულას ხოლო მე-2 შედეგიანი გასროლის შემთხვევაში დაჯილდოვდება 120 ქულით.



სხვა წესების დარღვევა:
მსაჯზე/ინსტრუქტორზე არ დამორჩილება - 30 ქულა
იარაღის უმისამართო ტრიალი - 80 ქულა
შემთხვევითი/ უნებლიე გასროლა ჰაერში ან სასროლ პოზიციაზე ყოფნისას - 150 ქულა
სხვა წესების დარღვევა დაჯარიმდება ინდივიდუალურად მსაჯების შეხედულებისამებრ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 19 Sep 2020, 21:12 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11065
Location: თბილისი
მონაწილის ანკეტა

https://forms.gle/8h9AugvrniKynZDq


ასევე მოსამზადებელ საქმეებზე და მსაჯობაზე დაგვჭირდება თანადგომა. ბესომ დამირეკა და ჩვენს გვერდით არის. ვფიქრობთ 30 მონაწილე მაინც იქნება და ამიტომ ყურადღება უსაფრთხოებაზე იქნება მნიშვნელოვანი როგორც ყოველთვის.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 20 Sep 2020, 16:52 
Offline
User avatar

Joined: 14 Mar 2009, 23:06
Posts: 519
Location: ხევსურეთი
გამარჯობა

ამ 9 ეტაპის გავლის შემდეგ გამოვლინდება მხოლოდ სამი გამარჯვბული?

ეს შეჯიბრი სპეცრაზმელებისთვისაა თუ ჩვეულებრივი მოყვარულებისთვისაც?

_________________
Feinwerkbau


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 08:58 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11065
Location: თბილისი
ლადო, ვაპირებთ რომ 3 გამარჯვებული იყოს აბსოლუტურში, ყველა ეტაპის მერე, მაგრამ ასევე ვფიქრობთ 3-3 ეტაპის მერეც აღვნიშნოთ გამარჯვებულები, მარტივად : - თუმცა ეს მოზრებაა. დროის ამბავი გვაწუხებს, ერთ დღეში რამდენს მოვასწრებთ.
მოყვარულებისაა ცხადია, სპეცებრაზმელებს ჩვენთან ვინ გამოუშვებს წინსაარჩევნოდ : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 10:47 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2463
Location: Tbilisi
ბერო wrote:
მაგრამ ასევე ვფიქრობთ 3-3 ეტაპის მერეც აღვნიშნოთ გამარჯვებულები, მარტივად :


რამდენი ლიტრა წამოვიღო?

_________________
http://flyfishingchronicles.blogspot.com/

100 მეტრის იქით არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ვინმე ჩაერევა ჩემ საქმეში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 12:23 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11065
Location: თბილისი
შენ ეგ საქმე არ მოგენდობა, სანამ მოხვალ დალევ : )


ჰოდა მოკლედ მე და ოთო როგორც აქამდე ვაპირებთ ჩავატაროთ ეს შეჯიბრი, თუმცა საჭირო იქნება ხალხი შესაბამისი რილებისათვის: მსაჯი, უსაფრთხოება, ინსტრუქტორი, მომსახურე (ადგილის მომზადებისათვის და შეჯიბრისას გონგების გამართულობა), შედეგების ჩამწერი.. ამათ სიასაც დავდებთ და ვინმეს თუ სურვილი გენქებათ ერთი დღე ამაზე გააცდინოთ - კარგი იქნება ყველასთვის.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 12:25 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2463
Location: Tbilisi
ბერო wrote:
შენ ეგ საქმე არ მოგენდობა, სანამ მოხვალ დალევ : )


ჰოდა მოკლედ მე და ოთო როგორც აქამდე ვაპირებთ ჩავატაროთ ეს შეჯიბრი, თუმცა საჭირო იქნება ხალხი შესაბამისი რილებისათვის: მსაჯი, უსაფრთხოება, ინსტრუქტორი, მომსახურე (ადგილის მომზადებისათვის და შეჯიბრისას გონგების გამართულობა), შედეგების ჩამწერი.. ამათ სიასაც დავდებთ და ვინმეს თუ სურვილი გენქებათ ერთი დღე ამაზე გააცდინოთ - კარგი იქნება ყველასთვის.


17 ში 99.9% თქვენთან ვარ. ოღონდ მანქანა არ მეყოლება, თუ ადგილი იქნა სიამოვნებით გამოგყვებით

_________________
http://flyfishingchronicles.blogspot.com/

100 მეტრის იქით არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ვინმე ჩაერევა ჩემ საქმეში.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 16:15 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11065
Location: თბილისი
კარგია. გაერთობი. მანამდეც თუ იქნება რამე შეგეხმიანები თუ გეცლება.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 17:22 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11065
Location: თბილისი
ზოგადად ეს შეჯიბრები არის ხარჯი, 500-1000 ლარის ფარგლებში ორგანიზატორზე.
მხოლოდ ერთერთ შეჯიბრზე გყვავდა სპონსორი "მაგნუმი: - რომელმაც ფასდაკლების ბარათები მოგვცა, ანუ 500 ლარი მივეცით და მონაწილეს 550 ლარიანი ნივთი მისცა. - ამ პრინციპით.

მონაწილეებისგან თუ კი რამე შემოსულა - მხოლოდ საპრიზო ფონდში წასულა და თვითონ შეჯიბრი ცალკე ხარჯებს რასაც მოითხოვს ჩემი და კეშას ჯიბიდან გადიოდა, წელსაც ასე იქნება -
როგორც მოწყობისათვის ისე საპრიზო ფონდისათვისაც.

იმის გამო რომ გონგებზე სროლა უფრო იაფი ჯდება, გავაუქმეთ ქაღალდის ფარებზე სროლა და გონგები რემონტის ჩათვლით 2-3 ჯერ გამოვიყენეთ. (გონგებს კიდევ ის აქვს პლიუსი რომ დათვლა შედეგის იოლად ფიქსირდება)

ასევე არის ასევე "ორმაგი დანიშნულები" საგნები : ) - სახლისათვის რომ ყიდულობ და სინამდვილეში შეჯიბრს რომ ხმარდება, წელს ფასდაკლებაზე საჩრდილობელი ვიყიდე რომ დამკვირვებლები კარგად და კომფორტულად მოვაწყოთ, იგივეს ვიტყვი - ტაიმერზე, ჭოგრიტზე და ა.შ.

ჰოდა მოკლედ რატომ მოვაყოლე ეს:

წელს სპონსორობას გაგვიწევს "აპაჩი არმს". - მადლობა მას გვერდში დგომისათვის. კეშა ეკონტაქტება მათ.

იდეა გვაქვს რომ აპაჩის სასაჩუქრე ბარათები გადავცეთ მოგებულებს. ამავე ფონდში წავა მონაწილეებისგან მიღებული თანხაც. გვინდა რომ ცოტა წესიერი რამე ვაჩუქოთ თუ გამოგვივა და არა როგორც ერთხელ თითო ბოთლი საფერავი რომ მქონდა აგროჰაბში ნაყიდი.

ჯერჯერობით სხვა კოპმანიას სურვილი არ გამოუთქვამს. : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 17:46 
Offline
User avatar

Joined: 14 Mar 2009, 23:06
Posts: 519
Location: ხევსურეთი
ძალიან რთული შეჯიბრის სახეობაა არჩეული, უფრო სწორად ძალიან პატარა მსროლელთა სეგმენტისთვის, დღეს რამოდენიმეს ვუთხარი რომ შეჯიბრი ტარდებოდა, ანთებული თვალები გაურკვევლობის რეაქციით და სურვილის დაკარგვით დამთავრდა, რაც წესებს გადაავლეს თვალი.

იცით, რომ თქვენი ერთერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ და მივესალმები თქვენს ასეთ აქტივობას, ასევე თუ შევძლებ ჩამოვალ კიდეც...

თუმცა, ჩემი აზრია და კითხვა მიჩნდება: რატომ იწყებთ პირდაპირ "დიდი ავიაციით" როცა "პატარა ავიაციაც" კი არ გვაქვს განვითარებული ამ სახეობებში? ვინაიდან დაბრკოლება ექმნებათ იმ მოყვარულებს ვისაც ჰაი კლასის შაშხანები და ოპტიკები არ გააჩნიათ, თუმა დიდი სურვილი აქვთ სპორტული განვითარების.

უკეთესი ხომ არაა, ამის შემდგომი შეჯიბრის გათვლა მოხდეს მოყვარული მონაწილეების ხელმისაწვდომობაზე, მათ სტიმულირებაზე და რაოდენობრივ ჩართულობაზე? (გადასახადს არ ვგულისხმობ), ვინაიდან ასეთი აქტივობებით უფრო მოხდება სპორტული ზუსტი სროლის განვითარება, ვიდრე 9 ეტაპიანი რუსული და თან გაურკვეველი ურთულესი წესებით შეჯიბრი?

პ.ს. ვინმემ ისე არ გამიგოს ვეწინააღმდეგები ან არ მომწონს რასაც აკეთებთ ;)

_________________
Feinwerkbau


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 17:58 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11065
Location: თბილისი
ლადო ამაზე გვიფიქრია ძალიან ბევრი.

ეს უკვე მეოთხე ან მეხუთე შეჯიბრია.

გვიფიქრია რომ ლიგა უნდა იყოს სხვადასხვა დონის. უბრალოდ ვერ ვწვდებით ამდენს.
30 კაციანი შეჯიბრის ჩატარებაც გვიძნელდება, და 50 კაციანი და მეტი მონაწილით - უკვე მინიმუმ ორდღს ითხოვს.
არ არის საშუალება - სასროლეთი არ არის, ერთი დღით გავძვრებით და ვისვრით.
გრაფიკი არ არსებობს რომ ადამიანი მოემზადოს, ერთი თვით ადრე თუ ვთქვით - უკვე კარგია.
ვერ აუვალთ 2 კაცი 50 კაციან შეჯიბრს, უსაფრთხოების ხალხს და მსაჯებს ვერ ვაგროვებთ.

უცხო ხალხის იქ მიყვანაც ცალკე პრობლემაა, ერთი შეცდომა და მოკვდება ეს საქმე საერთოდ.
მეც მინდა რომ იყოს დამწყებებისათვის და უკვე გამოცდილებისათვისაც.
მაგრამ ამისათვის ჩემი და კეშას რესურსი არ კმარა.
აღარ ვიტყვი რა მითხრა ერთერთმა მაღაზიამ.... ჩემდა თავად ვინმეს კიდევ სპონსორობა ვთხოვო რა... თავი მათხოვრად და დამცირებულად ვიგრძენი მეგონა სახლში მიმქონდა რამე.



ამიტომ ყველას ბოდიშს მოვუხდი ვინც ვერ გამოდის, მაგრამ შიშველი ხელებით რაც გამოდის ესა..

საწევრო რომ გროვდებოდეს და თანხა არსებობდეს - კიდევ შესაძლებელი იქნებოდა წელიწადში რამდენიმე შეჯიბრი.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 19:22 
Offline
User avatar

Joined: 14 Mar 2009, 23:06
Posts: 519
Location: ხევსურეთი
ბერო wrote:
ლადო ამაზე გვიფიქრია ძალიან ბევრი.

გასაგებია.

ყოჩააღ აპაჩის, ისე თუ სხვა მაღააზიებიც გონს მოვლენ რომ მათი საქმეც კეთდება - კარგი იქნება მათთვისვე...

_________________
Feinwerkbau


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 21 Sep 2020, 19:28 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3286
Location: Tbilisi
ყველა იარაღის მოყვარული მიუხედავად იმისა იღებს მონაწილეობას თუ არა შეჯიბრში უნდა ეცედოს ასეთი ღონისძიებების სპოსნსორ მაღაზიაში შეიძინოს მისთვის სასურველი იარაღი/ნივთი/ამუნიცია, ურთიერთჯიგრობა გადაგვარჩენს!

_________________
枪杆子里面出政权 - Mao Zedong


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 24 Sep 2020, 15:08 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7230
წელსაც როგორ მინდოდა დასწრება და 17-ში ვერანაირად : (
შარშანაც მინდოდა, იმის წინაც . . .



ვეთანხმები ლადოს და ზვიადს.
როცა რაღაცეები მქონდა, მაშინ არ გვეღირსა ასეთი ორგანიზებული შეჯიბრი.
ეხლა არა მაქვს არაფერი, ძაან ჩამოვრჩი ამ საქმეს.

იმედია მომავალშიც გაგრძელდება ეს მნიშვნელოვანი საქმე და
უფრო მრავალფეროვანი შეჯიბრები ჩატარდება.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: შეჯიბრი სნაიპინგში 17 ოქტომბერი.
PostPosted: 24 Sep 2020, 15:26 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 11065
Location: თბილისი
გაუმარჯოს დავით,
რა დაწურე ეგეთი რომ სხვა რამე არ გაინტერესებს :)
წამო, ერთი დღეა.


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 34 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge