http://forum.guns.ge/

F-class - განმარტება
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=114&t=3080
Page 1 of 1

Author:  Caucasus [ 17 Apr 2010, 10:02 ]
Post subject:  F-class - განმარტება

http://vts.vrazvedka.ru/index.php?optio ... 8&Itemid=6

კარგი სტატია, რომელშიც კარგად ახსნილია რა არის F-class სროლა, რითი განსხვავდება ის ბენჩრესტიდან და ხვა ნიუანსები. ცუდი არ იქნება , რომ ვთარგმნოთ.

PS ზუსტი სროლის მოყვარულებს - მაგარი რესურსია ბევრი საინტერესო ინფორმაციით

http://vts.vrazvedka.ru/index.php?optio ... 3&Itemid=6

Author:  Zviad.FMJ [ 17 Apr 2010, 12:01 ]
Post subject:  Re: F-class - განმარტება

ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ბოლო ბმული, აქ ფაქტიურად თავმოყრილია ის ყველაფერი საინტერესო რაც ამ ბოლო რამოდენიმე წელიწადში გამოჩნდა რუსულ ინტერნეტში. მე აზრად მაქვს მოვნახო ისეთი ვინმე ვინც გვითარგმნის ჩვენთვის საინტერესო სტატიებს ქართულად(რა თქმა უნდა შრომას ავუნაზღაურებთ). ეს აზრი ფრიდონსაც გავუზიარე, მაგრამ საქმე ადგილიდან ვერ დავძარი სამწუხაროდ. არადა ასეთი სტატიების გაცნობის შემდეგ ბევრ კითხვას თავისთავად გაეცემა პასუხი. წინადადება მაქვს მოვაგროვოთ რესურსები, ვათარგმნინოთ და ერთად დავდოთ ბიბლიოთეკაში.

Author:  GIGA [ 17 Apr 2010, 13:06 ]
Post subject:  Re: F-class - განმარტება

ძალიან კარგი იქნება.თქვენთან მიგულეთ.

Author:  გიგი [ 17 Apr 2010, 14:38 ]
Post subject:  Re: F-class - განმარტება

Caucasus, F-class-ის ტყვილად არ ახსენებდი. რამეს ხომ არ გვთავაზობ? :wink:

Author:  Caucasus [ 17 Apr 2010, 16:47 ]
Post subject:  Re: F-class - განმარტება

bullpup wrote:
Caucasus, F-class-ის ტყვილად არ ახსენებდი. რამეს ხომ არ გვთავაზობ? :wink:


რა თქმა უნდა. ყველანაირად მისაღები დისციპლინაა ჩვენთვის. ბენჩრესტი დღევასნდელ დღეს მეეჭვება რომ განვითარდეს. F-კლასიში კი ბევრ ხალხ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს.

Author:  კახი [ 18 Apr 2010, 10:43 ]
Post subject:  Re: F-class - განმარტება

http://vts.vrazvedka.ru/index.php?optio ... 8&Itemid=6
ეს სტატია ადრე მქონდა წაკითხული, ისე როგორც სხვა ბევრი მისი დაწერილი. ამ კაცს ძალიან კარგად ეხერხება მოკლედ და გასაგებ ენაზე გადმოგცეს თავისი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტების შესახებ.
ძალიან ლაკონურად არის ახსნილი ლულის სიგრძის დამოკიდებულება დაწყებით სიჩქარეზე, იარაღის, კალიბრის და ოპტიკის შერჩევა და ა. შ. და საბოლოო შედეგი ლამაზი სამიზნეებით, რომლის(სამიზნეების) წარმოების კულტურაც აუცილებლად გადმოსაღებია ჩვენთვის, ამას ხომ მაინც არ სჭირდება კანონში ცვლილებები და ბევრი ფული?
განსაკუთრებით საყურადღებოა პროპორციები: იარაღი/ოპტიკა , ზედმეტს და საჩოთიროს ვერ უპოვი, იდეალურად ათანხმებს ყველა რგოლს ერთმანეთს.

Author:  HUNTER [ 05 Jul 2010, 22:05 ]
Post subject:  Re: F-class - განმარტება

მეც მქონდა ნანახი ეს სტატია! კარგია თუ ვთარრგმნით ანუ შევაგროვებთ ფულსდ ვთარგმნით და დავდებთ. ამით ჩვენი ფორუმის ბაზაზეც ვიზრუნებთ და სასარგებლო საქმესაც გავაკეთებთ!!!

Page 1 of 1 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/