http://forum.guns.ge/

ჭოგრიტი
http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=112&t=4903
Page 1 of 1

Author:  ბერო [ 30 May 2019, 11:59 ]
Post subject:  ჭოგრიტი

შეჯიბრებებზე დამკვირვებელ მსაჯებს აქვთ ხოლმე გონგებზე შესახედად და ფაქტის აღსარიცხად.

ჰოდა ბევრნაირია ეს ჭოგრიტები. ზოგი ხელის, ზოგიც მოზრდილი.
ხელის 6-12 გადიდებით 2 ცალი მქონდა და დანასავითაა - არ მიჩერდება ( კახის და ზვიადის ნაჩუქარ დანებს არ ეხება :) )
ჰოდა ახლა ვიყიდე ცოტა მოზრდილი. (პატარის ადგილს ვერ იკავებს, ის მაინც საჭიროა)
Redfield Rampage 20-60X60.

საჭირო რამეა, 400-500 მეტრზე ნახვრეტი უნდა დავინახო იდეაში, რადგან 32-ით 300ზე ვხედავ ხოლმე.
ტრიპოდი მაჩუქეს და ტელეფონის ადაპტერი მქონდა.

აი დავდებ სურათებს 6 კმ გადაღებული.
თვალით კიდევ უკეთ ჩანს, ნაცნობს იცნობ რა : )

საჭირო რამეა სროლისას ნამდვილად. ტელეფონის ოპტიკური გადიდებაც შეიძლება გამოიყენო.

ეს სურათი ლისის ფერდიდან (ვაშლიჯვრის მხარეს) არის გადაღებული ტანვარჯიშის არენას მიმართულებით დიდი დიღომისკენ.


ჰო, ფასი 182 დოლარი. ემატება ჩამოტანა + განბაჟება.
კაი ხანი არჩიე, იაფებში რთულია არჩევანის გაკეტება,
კმაყოფილი ვარ ხარისხით. მეტს ვერ მოსთხოვ და არც ვიცი კარგი არ მინახავს რომ შევადარო. :).

ჰო, შეჯიბრებაზე შეიძლება რომელიმე გონგზე ვიდეო ჩაწერო, მერე გასარჩევად.

Attachments:
Screenshot from 2019-05-30 11-58-51.png
Screenshot from 2019-05-30 11-58-51.png [ 487.01 KiB | Viewed 3026 times ]
Screenshot from 2019-05-30 12-03-27.png
Screenshot from 2019-05-30 12-03-27.png [ 623.62 KiB | Viewed 3025 times ]
Screenshot from 2019-05-30 12-12-08.png
Screenshot from 2019-05-30 12-12-08.png [ 138.34 KiB | Viewed 3025 times ]

Author:  livemen [ 30 May 2019, 13:34 ]
Post subject:  Re: ჭოგრიტი

კარგი რამეა და ნამდვილად საჭირო. მშვიდობაში! :)

Author:  ganja1981 [ 31 May 2019, 11:37 ]
Post subject:  Re: ჭოგრიტი

ძალიან მაგარი რამე, ხარისხიც კარგი უჩანს

Author:  ბერო [ 31 May 2019, 13:14 ]
Post subject:  Re: ჭოგრიტი

მადლობა,
ვნახოთ ნახვრეტებზე რას იზავს, ასე კი კარგია.

Author:  Sikvdila [ 01 Jun 2019, 09:02 ]
Post subject:  Re: ჭოგრიტი

მშვიდობაში !

Author:  SPEC [ 01 Jun 2019, 12:29 ]
Post subject:  Re: ჭოგრიტი

ძალიან საჭირო ნივთია, 500 ზე ნახვრეტები თუ გამოჩნდა მშვენიერზე მშვენიერი )

Author:  კახი [ 03 Jun 2019, 17:39 ]
Post subject:  Re: ჭოგრიტი

მშვიდობაში ბერო



SPEC wrote:
ძალიან საჭირო ნივთია......

ყველა ოპტიკა საჭიროა. უბრალო ლუპა რომ ლუპაა, ისიც საჭიროა - ცეცხლს აჩენს :)
ოპტიკის გიჟი ვარ
:mrgreen:

Author:  iduka [ 03 Jun 2019, 17:55 ]
Post subject:  Re: ჭოგრიტი

(ფხოველამ) გია ალიაშვილმა მაჩუქა ზეისის 15X60 ფიქირებული ჭოგრიტი ვარჯიშებზე ვიყენებთ ტირში 10 მეტრისთვის იდეალურია, 50 მეტრზეც ვხმარობ, შეჯიბრებებზე რასაც ვხედავ ლეიკა და სვაროვსკები აქვთხოლმე. ლეიკათი გავიხედე 300 მეტრზე არამარტო ნატყვიარს თითის ანაბეჭდებსად თვალნათლივ დაინახავდი...

ფასი თქვი თორემ?!

ადრე, "მეადე" ვიყიდე 20-60X60 100 დოლარამდე მივეცი და ლინზები დამიობდა ტირში :))) ისეთი ლაქები აქვს ბუტაფორიაღა დამრჩა...

Author:  iduka [ 03 Jun 2019, 18:12 ]
Post subject:  Re: ჭოგრიტი

ბერო wrote:

ტელეფონის ოპტიკური გადიდებაც შეიძლება გამოიყენო.


მე ვხმარობ ადაფტერით და აქვს შედეგი, თვალიც აღარ გეღლება, ფოკუსირებაა ცოტა არაკომფორტული, მთავარია კარგ შტატივზე დააყენო...

Author:  ბერო [ 05 Jun 2019, 18:30 ]
Post subject:  Re: ჭოგრიტი

30 -ის ნასროლებზე ასეთი შედეგია
400-ზე ხედავ თვალით კარგად. თუ ტელეფონს დაამაგრებ - მაშინაც ხედავ, მაგრამ თვალით სჯობია.
500- უკვე ჭირს, თუ იცი სად არის ნასროლი ხედავ, მაგრამ მოუხერხებელია - ქარიც ათამაშებს და სროლის სიტუაციაში ყურადღებას გაგიფანტავს.

400-მდე ვარგა რა. სურათებს დავდებ ტელეფონით რაც გადავიღე.

Page 1 of 1 All times are UTC + 4 hours
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
http://www.phpbb.com/