საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 14 Jul 2020, 00:16

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 33 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next
Author Message
 Post subject: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 07 Feb 2017, 22:09 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 552
მოგესალმებით ფორუმელებო.
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ მსროლელის საველე აღჭურვილობაზე.
Attachment:
BG001.jpg
BG001.jpg [ 65.73 KiB | Viewed 9667 times ]

რა დაგვაქვს, რის წაღებას ვისურვებდით. გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.
მაშ ასე მივყვეთ რიგის მიხედვით ჩამოვწერ რაც დამაქვს და რაც მინდა რომ ვატარო და შევავსოთ
1) შაშხანა ან თოფი ან ჰენდგანი თუ არის საშუალება. სათადარიგო მჭიდებთ. მე 1 მაქ ჯერჯერობით ჩემი რემისთვის მაგპულის და გამოწერას ვერ ვრისკავ.
2) საბუთები. იარაღის რეგისტრაციის მოწმობა
3) ვაზნები წყალგაუმტარ ყუთში. ებაი სავსეა ბევრი ვარიანტია 20 იანები ან 50 იანები.
4) 1 ფალშვაზნაც მშრალი გასროლებისთვის.
5) მანძილმზომი. Bushnell G-Force DX ARC 6x 21mm დამაქვს არ ვემდური კარგად მუშაობს. რა მონაცემებიც უწერია ამართლებს ხე გამიზომია 800 მეტრზე, სახლი 1000 ზეც. ხელიდან ტრიპოდის სამაგრი აქვს მაგრამ არ მჭირდება. ხო ცუდი ისაა რო რაღაც კრ 2 - ელემენტზე მუშაობს და გარდა იმისა რო თბილისში რთული საშოვნია 10 გელა ღირს თითო.
6) პორტატული მეტეო სადგური (კესტრელი ან სკაიმასტერი ან სკაივოჩი მილიონი ვარიანტია სურვილის და შესაძლებლობების მიხედვით) Kestrel 4200 Climate Meter w/Airflow -მაქვს მე. ეს მოდელი არის განკუთვნილი გათბობის და კონდინცრების ხელოსნებისთბვის მაგრამ ზუსტად იგივე ფუნქციები აქვს რაც ამ სერიის სხვა მოდელებს. უბრალოდ დამატებული აქვს რამდენიმე ფუნქცია რაც ადვილად ითიშება მენიუდან. ებაიზე ვიყიდე ნახმარი ნახევარ ფასად. თუ ბლუთუზიანს შეიძენთ უკეთესია, ნაკლებად იწვალებთ. თუ ბალისტიკური კალკულატორით მთლად უკეთესი.
7) პატარა მულტითული. შესტიგრანკების ნაკრები. ასევე მიდევს თარაზოები და ლოკტეიტი იმ შემთხვევისთვის თუ დაეშვა ბოლტები და გასასწორებელი გახდა. მაგრამ არ მგონია დამჭირდეს. 4-4 ბოლტზეა რგოლები და ლოკტეიტიც უსვია. ასევე მაღლიდნ გამჭვირვალე ლაკით მაქ დაფიქსირებული და გასვლის წინ ვამოწმებ ხოლმე რომელიმე ხო არ მოეშვა.
8) ფანარი. მინდა მეორე ძლიერი წითელი ნათებით კოიოტებზე რო ხმარობენ მაგრამ კატასტროფა ფასები აქვს ამ ტიპის ფარნებს
9) დანა
10) თვალის და სმენის დამცავები აუცილებლად.
11) საველე საწმენდი კომპლექტი აქაც ათასი ვარიანტია უამრავ საფასო კატეგორიაში ოტისის საწმენდ უნივერსალურ კომლექტს ვხმარობ. აქვს თითქმის ყველა კალიბრისთვის საწმენდები როგორც ერთად ისე ცალცალკე. აქვე მივამატოთ ლინზების საწმენდი. მინდა რამე კარგი კომპლექტის შეძენა არ ღირს ძვირები და ბევრნაირია ამაზონზე.
12) წობოვანი ლენტი და პარაკორდის თოკი ყველაფერში გამოსადეგი რამეებია. იქნება ეს სამიზნეების გაკვრა დამაგრება, გაფუჭებული ჩანთის ან ღვედის შეკეთება თუ საიქიოში გაგზავნილი ტურის გათრევა. სახელდახელო ბიპოდიც ამიწყვია ბევრჯერ.
13) სამიზნეები . ამოპრინტერებული, რეაგირებადი, გონგი გააჩნია რით მივდივვართ და სად
14) წყალგაუმტარ კონტეინერში მაქ სათადარიგო ელემენტები ყველაფრისთვის რასაც ვიყენებ (ფანარი მანძილმზომი კესტრელი ელექტრონული სატყუარა - პულტი). ერთი ორჯერ ფანარი დამიჯდა და თავბედი ვიწყევლე, იმის შემდეგ ყოველთვის მაქვს სათადარიგო
15) ქიმიური განათების საშუალება ღამის სროლისთვის.
16) ნემსები და აბრეშუმის ძაფი რამე რო დაგვეხეს ან აგვიწყდეს.
17) ბიპოდი ჰარისი იაფიანებში მაგალითად. ჩემი სახსრის გარეშეა და ცოტას მაწვალებს. მონოპოდი ან უკანა ჩანთა (rear bag). უამრავი ვარიანტია ჩანთის 20 დოლარიდან ზევით მაგრამ უფასოდაც შეიძლება გამოსვლა ძველი ხებე და წიწიბურა ან ბრინჯი თუ გაქვთ სახლში.
18) მონაცემების ჩასაწერად ბლოკნოტი ან ინტერნეტში შეიძლება sniper data book -ის როგორც გამოწერა ასევე ბლანკის მოძებნა და ამობეჭდვა. ასევე ფანქრები (პასტები გამეყინა რამდეჯერმე) ასევე მარკერი და სახაზავი ან ელექტრო სახაზავი ჯგუფების გასაზომად და აღსანიშნად.
19) პატარა მსუბუქი ცული. ხან ჯოხებს ვჭრი ხოლმე ბიპოდისთვის ხან სამიზნეებისთვის. ხან ადგილს ვასუფთავებ სადაც უნდა დავწვე. ბევრ რამეში გამოდგება. აქაც უამრავი ვარიანტია ფისკარის X7 გამოვწერე მე. ისე დომინოშიც არის 105 ლარად მგონი. ასევე X5 ცოტა მოკლე ტარით არის მაგრამ უფრო მსუბუქია და იაფიც ღირს.
20) პარალონი ან სასროლი ხალიჩა როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის. ხალიჩა პატარაა და ჩანთაში ადვილად თავსდება მაგრამ უფრო ძვირია
21) პირველადი დახმარების ჩანთა. უფრო ტრამვული დაზიანებებისთვის. ლაშქრობაში რაც დაგვაქ აქ იმდენი რამე არ გვჭირდება
Attachment:
p-11959-AITESIFAKCOMPLETE.gif
p-11959-AITESIFAKCOMPLETE.gif [ 51.88 KiB | Viewed 9667 times ]

ესეთები იჩითებოდა ხოლმე ბოლოს სამგორში ვნახე მაღაზიაში რამდენიმე კვირის უკან ფასი არ მიკითხავს
22) ხო ციფრული სურათების გადასაღებათ მაგრამ ამ ფუნქციას მობულურიც კარგად ასრულებს ზედმეტი წონა რომ არ ვათრიო. ასევე მობილურში მაქვს ოსმანდის რუკები (ინტერნეტი არ სჭირდება) და სტრელოკის აპლიკაცია. ასე რომ მობილური შეუცვლელია.
23) არ მაქვს და მინდა რამე კომპაქტური ბინოკლი
24) ასევე მინდა კამერა ვარმინტის და სროლიც გადასაღებად. ამ სფეროში საერთოდ ვერ ვერკვევით თუ მირჩევთ რამე ბიუჯეტურს გამიხარდება
25) spotting scope ჯერ არ დამჭირვებია. მემგონი უამისოდაც შეიძლება
26) ჯიპიესი არ მაქვს მაგრამ მინდა ეგეც რამე კომპატური მაჯაზე დასამაგრებელი
27) რაციები გავყიდე და ეხლა ვნანობ გამოსადეგი თუ რამდენიმე კაცია რენჯზე და თან შორს ისვრით
28) ხო რათქმაუნდა წყალი. მიწისთხილი საღეჭი რეზინი და შოკოლადი უამისოდ არაფერი არ გამოვა. თუ წავიღებთ ან ყავას თერმოსით მთლად უკეთესი
29) სანთებელა რავი გდია მაინც ჩანთაში რაიცი რაში გამოდგეს
30) მწერებისგან დაცვა რო არ დაგტანჯონ ეგ სულ უნდა გქონდეს თან სადაც არუნდა მიდიოდე

ხო ბევრი რამ გამოვიდა. თუ ფეხით დავდივარ და ზუგრჩანთაში ვაწყობ ამ ყველაფერს დიდი ზურგჩანთა არარის საჭირო 35 ლიტრიანი საკმარისია. მანქანაშიც შეიძლება შეყრა მარა ზუგჩანთით მაინცც უფრო მოსახერხებელია
ამ ყველაფერ ჩალაგებული არ ამიწონია მაგრამ დიდი არაფერი სიმძიმე არ აქვს + მე ტურის საყვირიც მიდევს თავის პულტით
რავი რაც გამახსენდა ყველაფერი ჩამოვწერე დავამატოთ და სიის სახე მივცეთ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 07 Feb 2017, 22:42 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10984
Location: თბილისი
ჰოო, ყველაფერი რომ გაქვს მაინც ყველა გასვლაზე დაფიქრება გინდა, რა დატოვო ან რა წაიღო,


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 07 Feb 2017, 22:53 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 552
ბერო wrote:
ჰოო, ყველაფერი რომ გაქვს მაინც ყველა გასვლაზე დაფიქრება გინდა, რა დატოვო ან რა წაიღო,

რაც აქ წერია თითმის ყველაფერს დავათრევ. უმეტესობა ისეთია რო გინდა არ გინდა გჭირდება


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 08 Feb 2017, 08:50 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3270
Location: Tbilisi
თუ ამდენი რამე ზურგით დაგაქვს ცული, გონგი, ნემსები და ძაფი ნამეტანია : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 08 Feb 2017, 09:22 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10984
Location: თბილისი
ისეთი რამეები გიწერია რომ აუცილებლად უნდა გქონდეს;
საველე დასატენი მოწყობილობები, (დენთი კაფსულა და ა.შ.)
ბენჩის მაგიდა,
სიჩქარის საზომი,
გასაბერი ნავი,
მზის პანელი + პოვერ ბანკი,
მშრალი კვება - ასე 5 დღეზე,
ცეცხლმაქრი,
ეს ყველაფერი სერიოზულად : )
ანუ სახლი გინდა სასროლეთის გვერდით.
ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ გარედან ვიღაცა რომ კითხულობდეს ამას დაგვიდებდა

https://www.youtube.com/watch?v=wVJtq7mgDLg
:mrgreen: :bow-yellow:


ჰო, ყავა ამოიღე, თუ ზუსტად სროლა გინდა.
ან კონიაკით შეცვალე.



---------
მშალი სპირტი, ან საველე გაზქურა გიწერია?.



ჰო, წელს გავტესტე ხელების გასათბობი - ზიპოს საწვავზე, აუცილებელზე აუცილებელი რამეა.
კატალიზატორიანი გამათბობელი. - ნადირობისას არ ვიცი, სუნი ნამდვილად აქვს. ისე სასროლეთზე - ხელი თბილად გაქვს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 08 Feb 2017, 11:04 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
:lol: ცეცხლმა ქრი და გასაბერი ქალი მაგარია :lol:

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 08 Feb 2017, 11:18 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10984
Location: თბილისი
tushi wrote:
:lol: ცეცხლმა ქრი და გასაბერი ქალი მაგარია :lol:



რა ქალი :))))))))))


გასაბერი ნავი ბიჯო


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 08 Feb 2017, 11:28 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
ნავადაც გამოდგება

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 08 Feb 2017, 11:54 
Offline
User avatar

Joined: 24 Dec 2009, 16:01
Posts: 1415
ღადაობთ ეხლა თქვენ თუ რას შვებით? :D

_________________
3ზნე


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 08 Feb 2017, 12:28 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 552
Zviad.FMJ wrote:
თუ ამდენი რამე ზურგით დაგაქვს ცული, გონგი, ნემსები და ძაფი ნამეტანია : )

გონგს ზურგით რაათრევს :D გავაკეთებინებ და დავმალავ ადგილზე სადმე
ფისკარსი მსუბუქია ძაან. ფინური ფურმაა კომპოზიტის ტარი აქვს და სულ 700 გრამია საღრაც
ნემსი და ძაფი საჭიროა თუ აწყდა ზურგჩანთა თან თავი ბოლო 20 გრამი არ იქნება

ეს ცულია, კაი რაღაცაა რეკომენდაციას ვუწევ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 08 Feb 2017, 12:30 
Offline
User avatar

Joined: 17 Oct 2016, 16:42
Posts: 552
ბერო wrote:
ისეთი რამეები გიწერია რომ აუცილებლად უნდა გქონდეს;
საველე დასატენი მოწყობილობები, (დენთი კაფსულა და ა.შ.)
ბენჩის მაგიდა,
სიჩქარის საზომი,
გასაბერი ნავი,
მზის პანელი + პოვერ ბანკი,
მშრალი კვება - ასე 5 დღეზე,
ცეცხლმაქრი,
ეს ყველაფერი სერიოზულად : )
ანუ სახლი გინდა სასროლეთის გვერდით.
ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ გარედან ვიღაცა რომ კითხულობდეს ამას დაგვიდებდა

https://www.youtube.com/watch?v=wVJtq7mgDLg
:mrgreen: :bow-yellow:


ჰო, ყავა ამოიღე, თუ ზუსტად სროლა გინდა.
ან კონიაკით შეცვალე.



---------
მშალი სპირტი, ან საველე გაზქურა გიწერია?.



ჰო, წელს გავტესტე ხელების გასათბობი - ზიპოს საწვავზე, აუცილებელზე აუცილებელი რამეა.
კატალიზატორიანი გამათბობელი. - ნადირობისას არ ვიცი, სუნი ნამდვილად აქვს. ისე სასროლეთზე - ხელი თბილად გაქვს.


ჰო ქრონოგრაფიც მინდა გამომრჩა
ეს ხელების გასათბობლებიც მაინტერესებს და ფეხებისაც თუ იცით იქნებ გვანახოთ

ძაან მძიმდება უკვე ჩანთა :mrgreen:


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 08 Feb 2017, 12:47 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10984
Location: თბილისი
ხელის გასათბობლები
ზიპო
https://www.amazon.com/Personalized-Chr ... rmer&psc=1
ფარშევაგი
https://www.amazon.com/Hakkin-Warmer-Pe ... and+warmer

უტუბზე ნახე

რუსებსაც აქვთ, ჩინელებსაც.
კატალიზატორული გამახურებლები.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 09 Feb 2017, 09:49 
Offline
User avatar

Joined: 19 Sep 2005, 16:36
Posts: 4578
ერთ ჩემს მეგობარს აქვს მკერდის გამათბობელი. ვერაფრით წავართვი. ყინულის მეთევზებისთვისა. პორტსიგარის ხელაა ზიპოს საწვავს ასხამ ცეცხლს ანტებ და სჰიგნიტ მკერდზე იკიდებ. პლატინის ხვიები აქვს შიგნითო სრული წვისთვის რომ არ მიგგუდოს.

_________________
Vepr - 5,45X39; MR-153; Walther P.38 Spreewerk Two cyq; Remington 700 SPS Tactical


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 09 Feb 2017, 12:43 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10984
Location: თბილისი
tushi ლინკები ნახე?
წართმევა რად უნდა,
6 ცალი მქონდა და დავარიგე.
ერთი დამრჩა : )


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: მსროლელის საველე აღჭურვილობა
PostPosted: 09 Feb 2017, 20:08 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7208
მეტეოსადგური გამოგრჩათ. აუცილებელია
ქარი წნევა და ა.შ.

:)

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 33 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge