იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 19 Jan 2019, 22:30

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 6 posts ] 
Author Message
 Post subject: ბალისტიკური კოეფიციენტი ნადირობისას
PostPosted: 20 Oct 2008, 00:42 
Offline
User avatar

Joined: 22 Dec 2007, 21:24
Posts: 523
Location: თბილისი
ბალისტიკური კოეფიციენტი ნადირობისას
(ანუ მცდელობა მოგიყვეთ რთული პროცესის შესახებ-მარტივად)


ამ სტატიაში განზრახ არ ჩამოვწერ რთულ გრაფიკებს. ბალისტუკური კოეფიციენტის შესახებ ვეცდები მოგიყვეთ მარტივად, თუ როგორ აისახება იგი სროლის სიზუსტეზე ნადირობისას.
როგორ ასოცირდება ჩვენში ”ჭრა” (”გამტარობა”) ავტომობილის, თვითმფრინავის ან კატარღის შემთხვევაში. ანუ ზ/ჩ ობიექტების ფორმა აძლევს მათ საშუალებებს შეამცირონ ჰაერის (წყლის) წინაღობა. ეს თვისება არის - აეროდინამიკა. ტყვიის შმთხვევაშიც იგივეა, მხოლოდ ამ შემთხვევაში (განსხვავებით ”აეროდიმაკისა”) ეწოდება - ”ბალისტიკური კოეფიციენტი”. განსხვავება: ავტომობილის შმთხვევაში: რაც დაბალია აეროდინამიკული(აერ/წ) წინაღობა მით უფრო კარგია. ტყვიის შემთხვევაში: რაც უფრო მაღალია ბალისტიკური კოეფიციენტი, მით უფრო კარგია.
გავშიფროთ თუ რატომ არის ტყვიისათვის მაღალი ბალისტიკური კოეფიციენტი(ბ/კ). მაგალითისათვის მოვიყვან იგივე შემთხვევას: ავტომობილს რაც უფრო დაბალი აქვს ად/წ მით უფრო ნაკლებ საწვავს ხარჯავს. ტყვიასაც გააჩნია თავისი საწვავი-დენთი. ე. ი. უხეშად რომ ვთქვათ ერთი და იგივე საწვავის შემთხვევაში ტყვია მაღალი ბ/კ-ის მაჩვენებლით გაფრინდება უფრო შორს და უფრო უკეთ.
რას ნიშნავს უკეთ?

დედამიწის მიზიდულობასთან ბრძოლა

რატომ იწევს ტყვია დაბლა? თქვენ იტყვით: მიზიდულობის ძალა, თავისუფალი ვარდნის ძალა, და ა. შ. ელემენტარული ფიზიკაა. მართალია. რაც უფრო დიდი ხანი იმყოფება ტყვია ფრენის რეჯიმში (მიფრინავს), მით უფრო ზემოქმედებს მასზე ტრაექტორიის ფაქტორი (დედამიწის მიზიდულობის ძალა) და მით უფრო დაიწევს იგი დაბლა. ტყვიამ რომ ნაკლები დაიწიოს დაბლა უნდა შევამციროთ მისი ფრენის დრო. ამის მიღწევა შეიძლება ორი ხერხით:
1) გავზარდოთ ტყვიის საწყისი სიჩქარე
2) შევამციროთ შემხვედრი ჰაერის ძალით გამოწვეული სიჩქარის დანაკარგები
შევამციროთ ჰაერის ძალით გამოწვეული სიჩქარის დანაკარგები, გავზარდოთ ბ/კ. რაც უფრო მაღალია ბ/კ მით უფრო ნაკლები დრო დასჭირდება მას მიზნამდე ე. ი. მით უფრო ნაკლებს დაიწევს დაბლა. ამასთან ერთად მივაღწევთ კიდევ იმას, რომ ტყვია მით უფრო მეტ ენერგიას მიიტანს იგი მიზნამდე. რომელიც დამოკიდებულია მის სიჩქარეზე (ამასთან ერთად მასაზე).

ქართან ბრძოლა

ისევ ავტომობილის მაგალითს მოვიყვან. ალბათ ბერს გიგრძვნიათ ავტომობილით მგზავრობისას, გვერდითი ქარის დროს მისი ზემოქმედება ავტომობილზე. მაფრამ რაც უფრო მძიმე ავტომობილი, ქარის ძემოქმედება შეიგრძნობა ნაკლებად. ასევეა ტყვიის შემთხვევაშიც. იმისათვის რომ გავზარდოთ ტყვიის მდგრადობა გვერდითი ქარის მიმართ; საჭიროა გავზარდოთ ან მისი მასა ან/და ბალისტიკური კოეფიციენტი.
როგორ გავიგოთ ეს?
ტყვიის მწარმოებლები როგორც წესი ამ მაჩვენებლებს(ინფორმაციას) დაიტანენ ტყვიის კოლოფზე ან მათი ნახვა შესაძლებელია ინტერნეტში, სხვადასხვა კატალოგებში. როცა არ ვიცით ეს მაჩვენებლები, როგორ განვსაზღვროთ იგი?
სტანდარტული შემთხვევები:
აღსანიშნავია, რომ ტყვიის მწარმოებლები ბ/კ-ს (და სხვა პარამეტრებს) განსაზღვრავენ სროლის სტანდართული პირობებისათვის. ასეთი სტანდარტი ორია: 1) STANDART ARMY METRO შემუშავებულ იქნა 1905 წელსდა 2) INTERNATIONAL AVIATION ORGANIZATION შემუშავებულ იქნა 1976 წელს (ICAO).
ესენია

პარამეტრი SAM ICAO

სიმაღლე ზღვის დონიდან (მ) 0 0
ტემპერატურა (c) 15 15
წნევა () 750 760
ფარდობითი ტენიანობა (%) 78 0
ბგერის სიჩქარე (მ/წმ) 341,5 340,3


განსხვავება როგორც ხედავ მცირეა და ძნელია დავიბნეთ. ავტომობილის მწარმოებლები ხელმძღვანელობენ SAM სტანდარტით. ბ/კ-ის შემთხვევაში არჩევანის საშუალებას აძლევს მომხმარებელს (ზოგ შემთხვევაში); ხოლო მეტ შემთხვევაში მუშაობენ ან ერთ ან მეორე სტანდარტში. ტრაექტორიის გამოთვლისას თუ ბ/კ მუშაობს SAM სტანდარტში ამ შემთხვევაში საშიში არაფერია, ხოლო თუ იგი მუშაობს ICAO სტანდარტით, ხოლო ბ/კ გვაქვს SAM, შეცდომას გვაძლევს 2%-ს ტრაექტორიის დათვლისას. ეს რომ გამოვრიცხოთ საჭიროა ბ/კ SAM სტანდარტში გავამრავლოთ 0,982-ზე და შემდგომ გამოვიყენოთ ბ/კ.
ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ვთქვატ არის განსხვავებული მეტეო პირობები - წვიმა, თოვლი. სკეპტიკოსები იტყვიან; აბა დაიწყო ამანო! ე.ი. უნდა ვატაროთ ბარომეტრი, ალტიმეტრი, ბ/კ ნადირობისას? არა, გეტყვით მე (სნაიპერები ატარებენ). ლაპარაკია სხვა რამეზე. როცა თქვენ ნადირობთ (ისვრით) სტანდ. მაჩვენებლისაგან განსხვავებულ პირობებში და თქვენ აცილებთ მიზანს - თუ თქვენ ელემენტარული წარმოდგენა არ გექნებათ თუ რა მიმართულებით იცვლება ბ/კ (და ტაექტორია) ამინდის შეცვლისას.

და აქვე ამინდის შესახებ.

ამინდი ეს არის ის ფაკტორი, რომელიც მოქმედებს ჰაერის სიმკვრივეზე და თავის მხრივ ტყვიის ბალისტიკურ კოეფიციენტზე. განვიხილოთ ამინდის ყველა პარამეტრის ზემოქმედება ტყვიის მოხვედრის წერტილზე(სიზუსტეზე).


ტემპერატურის ზემოქმედება


ტემპერატურის მატებასთან ერთად ეცემა ჰაერის სიმკვრივე. ეს ნიშნავს რომ მოხვედრის წერტილი აიწევს მაღლა. ე. ი. თუ თქვენი იარაღის მისროლა გააკეთეთ 0 გრადუსზე ცელსიუსით 600 მეტრზე და ჩაინიშნეთ შესწორება ამ დისტანციისატვის და შემდგომ მოგიწიათ სროლა + 30 გრადუსზე ცელსიუსზე(ჰაერის ტემპერატურა) იგივე 600 მეტრზე (ტყვია 308W), ტყვია მოხვდება 17 სმ-ით მაღლა ვიდრე თქვენ დათვალეთ.
სხვა შემთხვევა; თქვენ გააკეთეთ მისროლა +10 c 500 მ. მანძილზე და შემდგომი სროლა განახორციელეთ -30 c-ზე იგივე 500 მ-ზე (ტყვია 308W) მოხვედრის წერტილი დაიწევს 17 სმ. ქვემოთ.
ზ/ჩ შემთხვევებში სხვა ატმოსფერული მოვლენები არაა გათვალისწინებული. ე. ი. ჩავთვალეთ, რომ არ შეცვლილა.
აღსანიშნავია, რომ ასევე ჰაერის ტემპერატურის ცვალენადობასთან ერთად იცვლება ტყვიის საწყისი სიჩქარე. (იცვლება დენთის წვის სიჩქარე). ყოველი 15 c-ით ტემპერატურის ცვლილებისას 0,5 დან 2,5%-მდე.
ზ/მ პირველი შემთხვევისათვის ტემპერატურის აწევისას 0 c-დან 30 c-მდე მოგვცემს ტყვიის საწყისი სიჩქარის მომატება (აწევას) მაგ. 792 მ.წმ-დან 807 მ.წმ-მდე. რაც 600 მეტრ დისტანციაზე მოგვცემს 15 სმ. სხვაობას დამიზნების წერტილიდან ზემოთ(ტყვია 308W). ტემპერატურისა და სიმკვრივის ცვალებადობით 32 სმ-ს.
მეორე შემთხვევისათვის როცა ტემპერატურა ეცემა +10 დან - 30 მდე ტყვიის საწყისი სიჩქარე ეცემა 776 მ.წმ-მდე რაც 500 მეტრ დისტანციაზე იძლევა მოხვედრის წერტილი 14 სმ-ით დაწევას(ტყვია 308W). ხოლო ჰაერის ტემპერატურის და სიმკვრივის გათვალისწინებით 31 სმ-ით დაწევას.

დასკვნა; მოარიდეთ ტყვია მზის პირდაპირი სხივების მოხვედრას, თორემ მიღებულ შედეგის გათვალისწინება წინასწარ ვერ გაითვალისწინებთ. ან/და გაყინვას.

დამატებით; პრაქტიკა უჩვენებს, რომ ჰაერის ტემპერატურის ყოველი 15 გრადუსით ცვლილებისას ტყვიის საწყისი სიჩქარე იცვლება დაახლოებით 2%-ით.

ე.ი. თუ წინა მისროლასა და შემდგომ სროლას შორის ჰაერის ტემპერატურა შეიცვალა 15 გრადუსით საჭიროა ვერტიკალური შესწორების გათვალისწინება.

15 დან 30 გრადუსამდე მატებისას ბალისტიკური კოეფიციენტი მატულობს 1,095 -ით.


სიმაღლის ცვალებადობის ზემოქმედება ტყვიის სიზუსტეზე

როგორც იცით სიმაღლის მატებასთან ერთად ეცემა ჰაერის სიმკვრივე, რაც ზემოქმედებს ტყვიის მოხვედრის სიზუსტის ვერტიკალურ მაჩვენებელზე. მაგ. თუ თქვენ მისროლას გააკეთებთ 100 მ.ზღვ.დ და შემდგომ 600 მ.ზღვ.დ მოგიწიათ სროლა (ტყვია 308W), მოხვედრის წერტილი დამიზნების წერტილიდან აიწევს მაღლა 14 სმ-ით. სხვა ატმოსფერული მოვლენები არაა გათვალისწინებული. ე. ი. ჩავთვალეთ, რომ არ შეცვლილა.

თუ სიმაღლეთა განსხვავებამ შეადგინა / არსებით მნიშვნელობას არ ახდენს დისტანციაზე

100 მ 700 მ.-მდე
200 მ 600 მ.-მდე
300 მ 500 მ.-მდე
400 მ 400 მ.-მდე
500 მ 300 მ.-მდე
600 მ. და მეტი შესწორების გადათვლაა საჭირო

ტრაექტორიის გადათვლის კოეფიციენტი - სიმაღლის მატებასთან (0 მ.-დან 800 მ.-მდე) ერთად ბალისტიკური კოეფიციენტი იზრდება 1,8 ჯერ.

წნევა

წნევის ზემოქმედება ბ/კ-ზე უფრო ნაკლებია ვიდრე ჰაერის ტემპერატურა და სიმაღლე, მაგრამ მაინც გეტყვით რომ ატმოსფერული წნევის მატებასთან ერთად მატულობს ჰაერის სიმკვრივე, ბალისტიკური კოეფიციენტი იცვლება და მოხვედრის წერტილი იწევს ქვემოთ.
მაგ; თუ თქვენ გააკეთეთ მისროლა 100 მ.ზე როცა წნევა 750 -ია ხოლო შემდგომ გაისროლეთ 600 მეტრზე როცა წნევა 760 -ია ტყვია მოხვედრის წერტილი დაიწევს 9 სმ.-ით ქვევით(სხვა ატმოსფერული მოვლენები არაა გათვალისწინებული(ტყვია 308W)).
ტრაექტორიის დათვლის კოეფიციენტი - წნევის 10 -ით აწევასთან ერთად იკლებს 1,01-ჯერ.

ტენიანობა

ტენიანობის ზემოქმედება ტყვიის სიზუსტეზე უფრო მცირეა. მაგ ტენიანობის 30%-დან 80%-მდე გაზრდისას 1000 მეტრ დისტანციაზე მოხვედრის წერტილი იწევს 4 სმ-ით. იქედან გამომდინარე, რომ უფრო ტენიანი ჰაერი ნაკლებად მკვრივია.

მაშასადამე, მოკლედ;


პარამეტრის ცვალებადობა ბალისტიკური კოეფიციენტი მოხვედრის წერტილი იწევს


სიმაღლე ზღვ.დ მაღლა მატულობს მაღლა

მატულობს ტემპერატურა მატულობს მაღლა

მატულობს წნევა მცირდება დაბლა

მატულობს ტენიანობა მატულობს მაღლა


Last edited by GUIDE on 20 Oct 2008, 09:15, edited 7 times in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბალისტიკური კოეფიციენტი ნადირობისას
PostPosted: 20 Oct 2008, 00:45 
Offline
User avatar

Joined: 22 Dec 2007, 21:24
Posts: 523
Location: თბილისი
ცხრილების ჩასმა არ გამომივიდა და იქნებ დამეხმარო ბერო, რა... ფერების მიხედვით მიხვდები რა და სად...

თუ სტატია არასწორად ჩავსვი, შეუცვალე ადგილი...


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბალისტიკური კოეფიციენტი ნადირობისას
PostPosted: 20 Oct 2008, 09:30 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10739
Location: თბილისი
ცხრილებს აქ ვერ ჩასვამ.
ამისთვის სხვა ადგილია.


და ნადირობისას რატომ ქვია?


თუ არ ვცდები ada.ru/guns სტატიაა და თუ ასეა მიუთითე წყარო.
მაგ სტაიტში რომლიც შენ თარგმნე წერია რომელი პარამეტრი როგორ მოქმედებს,
მაგალითად ქარი უნდა გაითვალისწინო უფრო თუ ტენიანობა..


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბალისტიკური კოეფიციენტი ნადირობისას
PostPosted: 20 Oct 2008, 11:09 
Offline
User avatar

Joined: 22 Dec 2007, 21:24
Posts: 523
Location: თბილისი
ბერო wrote:
ცხრილებს აქ ვერ ჩასვამ.
ამისთვის სხვა ადგილია.


და ნადირობისას რატომ ქვია?


თუ არ ვცდები ada.ru/guns სტატიაა და თუ ასეა მიუთითე წყარო.
მაგ სტაიტში რომლიც შენ თარგმნე წერია რომელი პარამეტრი როგორ მოქმედებს,
მაგალითად ქარი უნდა გაითვალისწინო უფრო თუ ტენიანობა..


სტატია ada.ru-დან. ნათარგმნია როგორც იყო


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბალისტიკური კოეფიციენტი ნადირობისას
PostPosted: 20 Oct 2008, 12:00 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10739
Location: თბილისი
[url2]http://ada.ru/guns/ballistic/BC/hunting.htm[/url2]


ოკ, ოკ, სხვაგანაც მოვიძიოთ ინფოები ამაზე.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ბალისტიკური კოეფიციენტი ნადირობისას
PostPosted: 20 Oct 2008, 23:46 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10739
Location: თბილისი
[url2]http://www.chuckhawks.com/bc.htm[/url2] ესეც საინტერესოა, გადავთარგმნი,



[url2]http://www.rifleshootermag.com/shooting_tips/ballistics_0303/[/url2]

ამ სტატიიებში გამოყენებულაია ასეთი რამ
sectional density

GUIDE - მოვიცლი და გადავთარგმნი, ჯერ ასე იყოს, მასალა დაგროვდეს :)


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 6 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge