იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 02 Jun 2020, 21:26

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 22 posts ]  Go to page 1, 2  Next
Author Message
 Post subject: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 11 May 2013, 14:57 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
მოგესალმებით ფორუმელებო, აღდგომის შემდეგ კახეთში ვიყავი და უსაქმურობით მოწყენილმა გადავწყვიტე რამე გამეფუჭებინა :) ავიღე mellior killer slug-ი და ჩემი შეძლების ფარგლებში გავტესტე, რამდენად შეიძლება ამ პროცესს ტესტი დაერქვას ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია.

mellior killer slug-ი ესაა ქვეკალიბრული ტიპის ტყვია რომელიც გამოიყენება ნახევარი, 3/4 და სრული ჩოკიდან სასროლად და საკმაოდ კარგი სიზუსტით და მახასიათებლებით გამოირჩევა, თავად მაქვს გამოცდილი ამ ტიპის ტყვიისათვის საკმაოდ დიდ მანძილებზე და გაოცებული დავრჩი. ვისროდი მპ-153 დან ე.წ ემერიდან, სრული ჩოკით. ვაზნა ასე გამოიყურება
Image

Image

Image

რაც შეეხება ტყვიას ესაა პლასტმასის კონტეინერში ჩასმული სავარაუდოდ თუჯის(იმიტომ რომ ფოლადისაგან განსხვავებით საკმაოდ ადვილად მსხვრევადია) გვერდულად ჩაჭრილ ერთგვარ ჭიქაში ჩამჯდარი გულარი. ტყვია გამოირჩევა ძლიერი ექსპანსიურობით რაშიც არაერთხელ დავრწმუნდი გასროლის შემდგომ შედეგის ნახვისას. კონტეინერი საიმედოდ აკავებს მეტალის ნაწილებს და სამიზნის გამჭოლი დაზიანების შემთხვევაშიც კი ხშირად ტყვიასთან ერთად გადის მეორე მხარეს. ტყვიის კონტეინერისგან გაცალკევება მის დაუზიანებლად შეუძლეძლებელია, ვეცადე ტვალსაჩინოებისათვის ბოლომდე დამეშალა იგი. ტყვიის აგებულება ასეთია:
Image
Image
Image
Image

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 11 May 2013, 15:19 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
მას შემდეგ რაც ტყვია ლულიდან გამოდის კონტეინერი არ სცილდება მეტალის ნაწილებს და სამიზნემდე მიჰყვება მოხვედრისას გულარი ხვრეტს სამიზნის მყარ ზედაპირს ხოლო მეტალის ჭიქა რომელშიც გულარია მოთავსებული იმსხვერევა და როგორც ყუმბარის ნამსხვრევები, მისი 4 ნაწდევი სხვადასხვა მხარეს იფანტება. დამაზიანებელი ეფექტი იმდენად დიდია რომ თუ განვიხილავთ ნებისმიერ სანადირო ობიექტს დაწყებული შველიდან დამთავრებული დათვით არ მგონი რომელიმე მათგანმა გაუძლოს ამ მრისხანე ტყვიის ექსპანსიურ ეფექტს, მხარში მოხვედრისას მთელი რბილი ქსოვილი დაზიანდება საკმაოდ დიდ ფართობზე ხოლო მეტალის გულარი კი გახვრეტს ძვალს, საკმაოდ დიდი შოკური ეფექტის მატარებელია ეს ტყვია და ჩემი აზრით არაფრით ჩამოუვარდება მის ანალოგს ფირმა DUPO-ს ტყვია ჰექსოლიტს. შედეგები თავად იხილეთ, თვალსაჩინოებისათვის სურათებიც კმარა
Image
Image
Image

ეხლა კი გთავაზობთ ტესტის შედეგებს, ორიენტაცია სიზუსტეზე არ ამიღია, ვინაიდან სროლას ვაწარმოებდი 25 მეტრიდან, უფრო მაინტერესებდა ტყვიის განმსჭვალვის უნარიანობა და დამაზიანებელი ეფექტი, 25 მეტრზე სროლისას მპ-153-დან გადასარევი სიზუსტე აჩვენა, სადაც დავუმიზნე იქ მოხვდა ზუსტად. თავიდან სამიზნე იყო 6 სანტიმეტრის სისქის გამომშრალი ფიჭვის ფიცარი, სროლა წარმოებდა ხელიდან ყოველგვარი მყარი საყრდენის გარეშე. პირველმა გასროლამ ფიცარი ორივე მხარეს გახვრიტა, კონტეინერმა ტყვიასთან ერთად გაიარა ფიცარი და მეორე მხარეს დავარდა, ტყვიის ნაწილები 1 მეტრის რადიუსში ვიპოვე, ხოლო მეორე მხარეს გასულმა გულარმა იმსხვერპლა ფოლადის სეტკით გაკეთებული გალია და ისიც ორივე მხარეს გახვრიტა :) ბოლოს კი ცემენტის ბლოკში მოხვდა
ესაა წინა მხარე, გამოსასვლელში კი ტყვიამ გაცილებით დიდი დაზიანება დატოვა
Image
ეს კი ფიცრის მეორე მხარე
Image

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 11 May 2013, 15:28 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
Image
Image
Image
Image
კონტეინერმა ტყვიასთან ერთად გაიარა ფიცარში და ასეთი სახით ვნახე ფიცრიდან 1 მეტრში
Image
Image
ეს კი დაზიანებული ფოლადის ბადე :)
Image
Image
მეორე გასროლა ისევ ფიჭვის ფიცარზე დამიზნებით მოვახდინე ოღონდ ორი 6 სანტიმეტრის სისქის ფიცარი იყო ერთმანეთზე გვერდულად მიყურებული, ტყვია კუჟრიან ნაწილში მოხვდა მიმართულება შეიცვალა ფიცარში შესვლისას, ვერ გახვრიტა მარა ღრმად დააზიანა, ხოლო გვერდით მდგომ ფიცარში ტყვიის ნაწილი, ნასხლეტი არმოვაჩინე საკმაოდ ღრმად შერჭმული და მისი ფიცრიდან ამოსაღებად ბრტყელტუჩა გახდა საჭირო, იმდენად ღრმად და მყარად იყო ჩამჯდარი.
Image
ესაა ფიცრების განლაგება, მარცხნივ ოდნავ დაბლა მეორე ფიცარზე ჩანს ტყვიის ნასხლეტის მიერ გაკეთებული ღრმული, ვცადე ტყვიის ამოღება და ძვლივს მოვახერხე გულარის და მცირეოდენი ნამსხვრევების ამოღება ისე მჭიდროდ იყო ხეში ჩამჯდარი
Image
Image

სურათზე კარგად ჩანს რომ ფიცარი თითქმის გახვრიტა ტყვიამ, მარა კუჟრის გამო ბოლომდე ვერ გავიდა, ხოლო კონტეინერი ტყვიას არც მოსცილების და მასთან ერთადაა ჩარჩენილი ხეში, ეს კი სროლის შემდგომ სამიზნესთან აღმოჩენილი ტყვიის ნამსხვრევებია, ტყვია ხან 5 და ხან კი 8 და მეტ ნაწილად იშლება
ეს ტყვიის ე.წ ''ჭიქის'' ოთხი გვერდიდან ერთ ერთია
Image
ამ სემთხვევაში კი ტყვიის ''ჭიქის'' კედელი8 ნაწილადაა დაშლილი
Image
Image
Image

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Last edited by HUNTER87 on 11 May 2013, 16:16, edited 1 time in total.

Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 11 May 2013, 16:10 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
მესამე ეტაპზე კი სამიზნე იყო 1 კილოგრამიანი არაჟნის ვედრო, რომელიც წყლით გავავსე, მის უკან იდო საღებავის ცარიელი ყუთი და სულ უკან კი ასევე წიწვოვანი ხის საკმაოდ მყარი კოჭიდაახლოებით 8-9 სანტიმეტრის სისქის, გასროლის შემდგომ სურათი იყო შოკის მომგვრელი, მთელი ეს ნაგებობა :) მიწაზე გაიშლა, ვედროსგან ნახევარიც აღარ დარჩა, საღებავის ყუთი გაიგლიჯა, ხოლო ფიცარში ტყვიის გულარი 4 სანტიმეტრამდე სიღრმეში შევიდა, ნამსხვრევები კი 3 მეტრის რადიუსში იყო მიმოფანტული. თვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ ფოტოებს
Image
Image
Image


ეს კი ტყვიის გულარი რომელიც ფიცრიდან ამოვიღე
Image
Image
Image
Image

დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია ვინმეს რამეში მაინც გამოადგება ეს ინფორმაცია, თავად განსაჯეთ რამდენად გამოსადეგია ეს ტყვია, შესაძლებელია უფრო სერიოზული ტესტის ჩატარება, ამას ტესტს ვერ დავარქმევ უფრო გავერთე ვიდრე ის რომ ტყვია გავტესტე:)

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 11 May 2013, 22:38 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7201
მაგრა გიჩალიჩია : ))

ეგ ტყვია დათვზე მარტო და საქართველოს მტრებზე, თორე შველისა და არჩვისგან ფარში დარჩება მარტო, ისიც გამოუსადეგარი

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 11 May 2013, 23:44 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
:clap:

კარგია, მეც მიყვარს ეგეთი ტესტები :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 12 May 2013, 00:11 
Offline
User avatar

Joined: 13 Oct 2009, 17:57
Posts: 1339
Location: Tbilissi
ეჰ რა ორი კოლოფი სლაგები დამიწვია ქაღალდზე.
იყიდება სადმე კიდევ?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 12 May 2013, 14:53 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
კახი wrote:
მაგრა გიჩალიჩია : ))

ეგ ტყვია დათვზე მარტო და საქართველოს მტრებზე, თორე შველისა და არჩვისგან ფარში დარჩება მარტო, ისიც გამოუსადეგარი

:)მართალი ხარ კახი:D საქართველოს მტრებზე თუ დავიწყე მაგის სროლა ერთი კონტეინერმზიდი ვაზნები და მაგის მესამედი იარაღი დამჭირდება იმდენი მტერი ყავს ამ ერთიბეწო ქვეყანას:)

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 12 May 2013, 14:57 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
DAP 86 wrote:
ეჰ რა ორი კოლოფი სლაგები დამიწვია ქაღალდზე.
იყიდება სადმე კიდევ?

კი მგონი კიდე უნდა იყოს რამდენიმე კოლოფი ერთ მაღაზიაში, რეკლამად რომ არ ჩამეთვალოს პირადში მოგწერ, თან ფასდაკლებაც მაქ მაგათთან :) ქაღალდზე ნაღდად ცოდოა მეგობარო, საქმე ქაღალდების ნაცვლად :D

kishinski და KAXI მადლობა შეფასებისათვის, თუ მოვახერხე კიდევ დავდებ რამდენიმე ტესტის ნაირსახეობას სანამ საქართველოდან წავალ, თუ არადა მოგვიანებით ჩავიდენ კიდე ასეთ მავნებლობას საზღვარგარეთ: :lol:

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 12 May 2013, 23:23 
Offline
User avatar

Joined: 08 May 2010, 03:15
Posts: 116
მალადეც ტარო, ისე საინტერესო ტყვიაა. ფასში საინტერესოა რამდენად უწევს კონკურენციას ჰექსოლიტს და მონოლითს


ტყვია ფოლადია როგორც ვხვდები ხომ?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 13 May 2013, 00:44 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
საინტერესოა იგივე SLUG-ი 12/76 რას იზავს.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 13 May 2013, 11:18 
Offline

Joined: 30 Jun 2008, 08:36
Posts: 57
Location: ნიუ იორკი
Davitus wrote:
მალადეც ტარო, ისე საინტერესო ტყვიაა. ფასში საინტერესოა რამდენად უწევს კონკურენციას ჰექსოლიტს და მონოლითს


ტყვია ფოლადია როგორც ვხვდები ხომ?


მადლობა დათო, კი ტყვია ფოლადია თან საკმაოდ მსხვრევადი, ან თუჯი სავარაუდოდ. რაც შეეხება ფასს კონკურენციას უწევს, ვინაიდან 4,5 დდან 6 ლარამდე ღირს დუპოს ნაწარმი, ამაში დასარწმუნებლად ეს სკრინი ნახე
http://joxi.ru/-JGQUdg5CbCtcn1QyGA
ხოლო ამ ტყვიებს თავიდან 2,5 ლარად ვყიდულობდი, შემდეგ კი 3 ლარი გახდა. ისე შეიძლება ითქვას ესაა ჰექსოლიტის და მონოლიტის ერთგვარი ნაჯვარი ჰიბრიდი :) ჰექსოლიტი მხოლოდ ექსპანსიურია, მონოლითი კი არაექსპანსიური. რაც შეეხება მელიორის ამ ვაზნას მასში ამ ორი ვაზნის თვისებებია გაერთიანებული და საკმაოდ კარგადაც. ანუ ყიდულობ ორივე ვაზნის მახასიათებლების მქონე ვაზნას გაცილებით იაფად.

_________________
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახ იყვნენ რქისანნი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 13 May 2013, 12:41 
Offline
User avatar

Joined: 08 May 2010, 03:15
Posts: 116
ჰექსოლიტი და მონოლითი მარტო ექსპანსიურობით არ განსხვავდება, სხვადასხვა გარემო პირობებში სასროლი თვისებითაც განსხვავდება, ასინტერესოა ეს "კილერ სლაგი" რა ნაჩალნიკ მოხელეა და სროლის დანიშნულებაც ჰიბრიდული ხომ არ ერგო :)


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 13 May 2013, 16:07 
Offline
User avatar

Joined: 17 Dec 2010, 15:01
Posts: 1459
ეგეთი ვაზნები თუ ვინმეს უნდა მითხარით---აგაღებინებთ 2.5 ლარად


Last edited by ბერო on 13 May 2013, 17:32, edited 2 times in total.
ამაზე აქ ნუ გააგრძელებთ, PM ან სხვა თემა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: ფირმა ,,mellior''-ის killer slug-ი
PostPosted: 24 May 2013, 16:58 
Offline
User avatar

Joined: 26 Apr 2007, 20:06
Posts: 3266
Location: Tbilisi
სასარგებლო ინფორმაციაა ნაღდად, ამიტომ არის ფორუმი კარგი!


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 22 posts ]  Go to page 1, 2  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge