იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 05 Jun 2020, 12:33

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 49 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4  Next
Author Message
 Post subject: კალიბრი.
PostPosted: 24 Apr 2007, 14:09 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7201
ამ თემაში ვისაუბროდ ზოგადად კალიბრის შესახებ.
რას ნიშნავს კალიბრი (ყალიბი).
- "ერთი ინგლისური გირვანქა სუფთა ტყვიისაგან თუ ჩამოვასხავთ 12 ცალ მრგვალ ბურთულას, მაშინ თვითოეული ბურთულა იქნება 12 კალიბრის. შესაბამისად თუ ჩამოვასხავთ 16 ცალს, მაშინ ერთი ბურთულა იქნება 16 კალიბრის, და ა. შ. ...." - ეს არის კალიბრის განსაზღვრის წესი.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 24 Apr 2007, 14:20 
Offline
User avatar

Joined: 21 Dec 2005, 19:13
Posts: 1810
მეც ეგგრე ვიცი ერთი ფუნტიდან თუ რაღაცოო...

_________________
TOZ-34E-12; TOZ-34-28 ; SKS-54, KO-44; Norinco JW 25A ; WALTHER CP99; Sig Sauer 239; Churchill 12. Shimano BX 270 ML (5-20)

sks54 - forum.ge

"Abe Lincoln may have freed all men, but Sam Colt made them equal."

Gomi Lux Connecting people


Top
 Profile  
 
 Post subject: .
PostPosted: 24 Apr 2007, 15:46 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
კი ეგრეა 1 ფუნტი ტყვიისგან რამდენი ბურთულაც ჩამოისხმება,სადღაც 450 გრამია მგონი ფუნტი.
ისე 12 კალიბრი მილიმეტრებში 18,5-ია.ყველაზე დიდი + დღევანდელ დღეს 12 კალიბრს ის აქვს, რომ მაღაზიებში დიდი არჩევანია ქარხნული ტყვიის,16 ბევრი სარბენია,ისიც თუ იშოვე შენთვის მოსაწონი და სასურველი.
ეჰ, ამ სეზონზე თუ კიდე აკრძალვები წავიდა.....................
:( ეგეთი თემები და კიდევ სხვა მრავალი კაი გასარჩევია ტყეში ცეცხლის პირას
:wink:


Top
 Profile  
 
 Post subject: 2
PostPosted: 24 Apr 2007, 16:30 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7201
გლუვლულიანში 12 კალიბრის უპირატესობა ეჭვს არ იწვევს .
კალიბრების შესაბამისობის ცხრილი(მმ-დან ინჩებში) ვინმემ ხომ არ იცით?
მაგალითად : .32 იგივეა რაც 7,62 მმ
.38 იგივეა რაც 9 მმ
და ა. შ.
30-06 მმ-ებში რამდენია? ან რას ნიშნავს ჩაწერა 30-06, ან


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 25 Apr 2007, 00:08 
Offline

Joined: 29 Nov 2006, 00:15
Posts: 50
30-06 არის 7,62х63. 30 ნიშნავს დიუიმის 30/100 ს. 25.4х30/100=7,62
06 ვაზნის შექმნის წელია 1906.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 25 Apr 2007, 09:43 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10962
Location: თბილისი
pankiseli - კი ასეა ინგლისელები დიუმის მეასედებით ზომავენ, ამერიკელები მეათასედებით(243,270,308), მაგრამ აქ მგონი გლუვლულიანზეა, შეგვიძლია იგივე თემა კუთხვილშიც გავხსნათ.


Top
 Profile  
 
 Post subject: .
PostPosted: 25 Apr 2007, 10:04 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
28-му калибру соответствует диаметр канала ствола 14 мм;
24-му -- 14,7 мм;
20-му -- 15,6 мм;
16-му -- 16,8 мм;
12-му -- 18,5 мм;
10-му -- 19,7 мм;
4-му -- 26,5 мм.
ეს world guns-იდან არის,სახლში მაქვს სრულყოფილი ცხრილი ,თუ ვიპოვე აუცილებლად დავდებ


Top
 Profile  
 
 Post subject: 4
PostPosted: 25 Apr 2007, 10:05 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7201
pbero!
ბევრი ვიფიქრე, თუ სად გამეხსნა ეს თემა. დიდი ხანი ვაპირებდი იმიტომ, რომ აუცილებელია. მე თვითონ ბევრი კითხვა მაქვს (ეს მეასედები და მეათასედები მაბნევს :( )და ამიტომ აქაც იყოს და კუთხვილლულიანშიც.
ჟუკის კატალოგში არის კალიბრების შესაბამისობის პატარა ცხრილი, მაგრამ ეს ვერ იძლევა კარგ ინფორმაციას.
საჭიროა გაკეთდეს საფუძვლიანად და განმარტებით, თუ რომელი რამდენია. მონახაზს გავაკეთებ და დავდებ. თუ სსილკებით დამეხმარებით(რუსულენოვანით) მადლობელი დაგრჩებით.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 25 Apr 2007, 10:49 
Offline

Joined: 29 Nov 2006, 00:15
Posts: 50
მე მაქვს ორი 12 კალიბრის თოფი. ერთის ლულის დიამეტრი არის 18,3მმ მეორესი 18,8მმ. ესე რომ ზუსტად ვერ იტყვი თუ რომელი კალიბრი რამდენი მილიმეტრია.


Top
 Profile  
 
 Post subject: 5
PostPosted: 25 Apr 2007, 11:38 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7201
მმ აშშ ბრიტან. ლულის დიამეტრ.
----------------------------------------------------------
5.6 .22 .220 5.42-5.6
6.35 .25 .250 6.1-6.38
7.0 .28 .280 6.85-7.0
7.76,7.63 .30 .300 7.6-7.85
7.7 --- .303 7.7-7.71
8.0 .32 .320 7.83-8.05
9.0 .35 .350 8.70-9.25
9.0,9.3 .38 .380 9.2-9.5
10.0 .40,.41 .410 10.0-10.2
11.0 .44 .440 11.0-11.2
11.43 .45 .450 11.26-11.35
12.7 .50 .500 12.7


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: 5
PostPosted: 25 Apr 2007, 12:21 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
საინტერესო თემაა ძალიან!

აი ესეც ნახეთ თუ ნანახი არა გაქვთ კაი რაღაცაა!
http://diversant.h1.ru/guns/raznoe/spauto.html#762x39


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 25 Apr 2007, 12:25 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10962
Location: თბილისი
ოკ, დავწერო დ მერე გავყოთ ცალკცალკე. იმმიტომ რომ მართლა განსხვავდება.


Top
 Profile  
 
 Post subject: 10
PostPosted: 26 Apr 2007, 10:42 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7201
მსოფლიო სტანდარტით კალიბრი ასე ჩაიწერება:

9,3 X 62 R(s)(ჟ)

9,3 - კალიბრი მმ-ში.
62 - გილზის სიგრძე მმ-ში.
R - ქუსლიანი გილზი სახსნელ ლულიანი კარაბინებისთვის.
s - წვერიანი ტყვია ცილინდრული ფორმის.
ჟ - ტყვიები სანადირო თოფებისთვის.
შეიძლება დაემატოს სასაქონლო ნიშანი, მაგ. "ბრენეკე", "მაუზერი" და ა.შ.

ამერიკული (ბრიტანული)სტანდარტით კალიბრი აღინიშნება მმ-ში და ემატება სასაქონლო ნიშანი. მაგალითად:
6MM REM (რემინგტონი)

ან დიუმის მეასედებში და შეიძლება მეათასედებში
.270
.280
.300
.338
ზოგიერთს შეიძლება დაემატოს ტირეს შემდეგ მეორე ციფრი, რომელიც აღნიშნავს წამლის ფორმას(მაგალითად გრანულირებული), ან გამოშვების დაწყების წელს: 30-06

ინგლისური სისტემით .250 კალიბრს (თუ მხედველობაში მივიღებთ,რომ 1 დიუმი=2,54 სმ-ს) მეტრულ სისტემაში შეესაბამება 6,35 მმ.

.320 - 7.65

და ა. შ.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 26 Apr 2007, 13:48 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
აჰა ესეც ნახეთ.

http://www.link.ge/file/116364/New-Folder--5-.rar.html


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კალიბრი.
PostPosted: 10 Jan 2009, 16:12 
Offline
User avatar

Joined: 22 Sep 2008, 09:29
Posts: 2449
ბოდიშით, პადკალიბრენნი ტყვია რას ნიშნავს? :roll:

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 49 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge