იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 02 Jun 2020, 23:01

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 6 posts ] 
Author Message
 Post subject: სანტელით დატევნვა
PostPosted: 18 May 2009, 17:54 
Offline

Joined: 05 Mar 2009, 21:56
Posts: 23
გუშინ დავტენე ვაზენები საფანტის ბოლოს თხელი პიჯი დავადე და ზემოდან სანთელი მოვასხი. რამდენად ამართლებს ეგ მეთოდი და ხომ არ დააბინდზურებს ასეთი ვაზნა ლულას?? მაინტერესებს სანთელი ხომ არ მოედება ლულის შიგნიდან მერე გაცმენდა არ გართულდეს, მადლობთ !!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანტელით დატევნვა
PostPosted: 18 May 2009, 23:10 
Offline
User avatar

Joined: 20 Oct 2008, 15:28
Posts: 453
Location: თბილისი
irakli wrote:
გუშინ დავტენე ვაზენები საფანტის ბოლოს თხელი პიჯი დავადე და ზემოდან სანთელი მოვასხი. რამდენად ამართლებს ეგ მეთოდი და ხომ არ დააბინდზურებს ასეთი ვაზნა ლულას?? მაინტერესებს სანთელი ხომ არ მოედება ლულის შიგნიდან მერე გაცმენდა არ გართულდეს, მადლობთ !!!

ისე ვერ დააბინძურებს რომ გაწმენდა ძაან გაგიჭირდეს, მაგრამ სანთელს სხვა მინუსებიც აქვს. გასროლის შემდეგ გაუსროლელი ვაზნა უნდა გადაანაცვლო რაგან რამოდენიმე გასროლის შემდეგ ირყევა სანთელი და შესაძლებელია მოძვრეს. მაგისათვის პლასმასის სპეციალური საცობებია 3-4 ლარი ღირს 100 ცალი თან ქაღალდის თხელი პიჟიც აღარ არის საჭირო.

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანტელით დატევნვა
PostPosted: 19 May 2009, 11:03 
Offline
User avatar

Joined: 04 May 2009, 20:19
Posts: 27
ისე მარლა რას წვალობ? იყიდე პლასმასის ხუფი, ვაზნაში საფანტს ჩაყრი თუ არა თითითვე ეფარება თავზე, (ლატუნის გილზაზე რა თქმა უნდა) და არანაირი პრობლემა არ არის. მემგონი ბალისტიკურ მონაცემებსაც აუმჯობესებს. რაც შეეხება სანთელს, გაწმენდის დროს არანაირ პრობლემას არ შეგიქმნის და არც თოფს გაგიფუჭებს. ჩვენი წინაპრები სულ ეგრე ტენიდნენ გილზებს, და მათი თოფები დღემდე საუკეთესო მდგომარეობებშია


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანტელით დატევნვა
PostPosted: 19 May 2009, 17:04 
Offline
User avatar

Joined: 01 Sep 2006, 15:14
Posts: 3996
ირაკლი სანთლით თითბერის გილზების დატენვა აპრობირებული და საკმაოდ გამოცდილი მეთოდია. გარდა იმისა რომ სანთელი ხელს უშლიდა საფანტის მუხტის დაშლას იგი მას სინესტისაგანც იცავდა. თუმცა პლასტმასისი საცობების გამოჩენამ პრაქტიკულად შეცვალა იგი!

_________________
თუ ხარ ხარი უნდა მოხნა, თუ არა და მოკვდი ხარო!!!!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანტელით დატევნვა
PostPosted: 19 May 2009, 20:45 
Offline
User avatar

Joined: 21 Mar 2009, 09:57
Posts: 684
Location: Tbilisi
HUNTER wrote:
ირაკლი სანთლით თითბერის გილზების დატენვა აპრობირებული და საკმაოდ გამოცდილი მეთოდია. გარდა იმისა რომ სანთელი ხელს უშლიდა საფანტის მუხტის დაშლას იგი მას სინესტისაგანც იცავდა. თუმცა პლასტმასისი საცობების გამოჩენამ პრაქტიკულად შეცვალა იგი!
მეგობრებო, არც ასე მარტივად არის საქმე :D იდეალურია(თითბერის ჰილზების შემთხვევაში) საფანტზე თხელი კორპის(Пробка)სადები დამაგრებული რაიმე მეთოდით(სტეარინით,წებო БФ-ით, ...)მთელი იდეა რა არის? დაიკავოს საფანტის მუხტი გასროლამდე და გასროლის დროს (ლულის დატოვების შემდეგ)სწრაფად და წვრილად დაიმსხვრეს რომ საფანტის მუხტს არ შეუშალოს თანაბრად განშლა. მე თვითონ , პლასტმასის სადებების გამოსვლის დღიდან ,ვხმარობ ამ ავად სახსენებელ ,,საცობებს" რომელზედაც აქ არის ლაპარაკი :D ჩემმა პრაქტიკამ აჩვენა რომ მწყერზე ძაღლით ნადირობისას ,ახლო დისტანციებზე, როგესაც საფანტის ფართო განშლა სასურველია(დატენვა -ფაუსტ პატრონის მაგვარად, იძლევა ასეთ ეფექტს) შესაძლოა ჩაითვალოს რომ ახლო განშლის ეფექტი ამ სადების გამოყენებისას ნამდვილად მიიღწევა :D
სხვა დროს ,(შორ მანძილებზე სროლა) კონტეინერის შემთხვევაშიც კი ამ ტიპის სადები აეროდინამიკური წინააღმდეგობის გამო დროზე ადრე ამსხვრევს საფანტის გამოფრენილ ცილინდრს ,რაც ამ შემთხვევაში მთლად სასურველიარ არის :D
ამიტომ იდეალურია პლასტმასის ჰილზები ვარსკვლავისებრი ჩაკეცვით, მაგრამ რა ვქნათ თითბრისტებმა :D :D

_________________
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.

იჟ–27 სასაჩუქრე ვერსია–16 კალ
ტოზ-ბმ სასაჩუქრე ვერსია-16 კალ
იჟ–18ე– 32კალ
ტოზ–8
კო–38
ტტ–33
მრ–512მ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: სანტელით დატევნვა
PostPosted: 20 May 2009, 11:06 
Offline
User avatar

Joined: 20 Oct 2008, 15:28
Posts: 453
Location: თბილისი
ამიტომ იდეალურია პლასტმასის ჰილზები ვარსკვლავისებრი ჩაკეცვით, მაგრამ რა ვქნათ თითბრისტებმა :D :D[/quote]
თითბერის გილზებს პლასტმასის საცობებით მე მხოლოდ მწყერზე ვხმარობ და ასევე ტყის ქათამზეც ძირითადად მწყერზე ნადირობისას მორჩენილს. ზუსტად მაგიტომ რომ ახლო მანძილზე იშლება და ნაკლებად აზიანებს ფრინველს. რაც შეეხება მხვილ საფანტს და კარტეჩს პლასტმასის გილზებს ვიყენებ.

_________________
Skype Me™!


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 6 posts ] 

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge