საქართველოს მსროლელთა გაერთიანების ფორუმი
It is currently 14 Jul 2020, 07:09

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 37 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next
Author Message
 Post subject: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 13 Sep 2009, 11:01 
Offline
User avatar

Joined: 11 Feb 2009, 09:51
Posts: 304
საკმაოდ ვებრი თემა გადავიკითხე ამ ფორუმზე, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე ვერ მივედი იმასთან დაკავშირებიტ შეიზლება თუ არა "არაცილინდრიდან" ტყვიის (მაგ. ბრენეკეს) ან კარტეჩის სროლა. ბევრი განსვხვაებული აზრია ამასთან დაკავშირებით.

იქნება დამაკვალიანოთ შესაძლებელია თუ არა, რომ ჩოკიდან და ნახევარჩოკიდან კარტეჩის და წყვიის სროლა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 13 Sep 2009, 11:13 
Offline
User avatar

Joined: 21 Aug 2008, 09:44
Posts: 1716
WUDU wrote:
საკმაოდ ვებრი თემა გადავიკითხე ამ ფორუმზე, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე ვერ მივედი იმასთან დაკავშირებიტ შეიზლება თუ არა "არაცილინდრიდან" ტყვიის (მაგ. ბრენეკეს) ან კარტეჩის სროლა. ბევრი განსვხვაებული აზრია ამასთან დაკავშირებით.

იქნება დამაკვალიანოთ შესაძლებელია თუ არა, რომ ჩოკიდან და ნახევარჩოკიდან კარტეჩის და წყვიის სროლა.

კარტეჩი უპრობლემოა ნებისმიერ შემთხვევაში,ტყვიას კი მოფრთხილება უნდა, რბილად რომ ვთქვათ რეკომენდებული არაა ჩოკიდან (ნახევარ-ჩოკიდანაც) მისი სროლა,შედეგი შეიძლება იყოს ლულის გაბერვა,გახეთქვა და რაც ყველაზე მთავარია მსროლელის დაზიანება,ამიტომ არ ღირს რისკად,მე ჩემი იჟ-27-ის ჩოკიანი ლულიდან 2 ტყვია მაქვს ნასროლი,არაფერი მოხდა ,მაგრამ აღარასდროს გავიმეორებ იგივეს,ერთადერთი საჭიროების დროს ,მაგ მოულოდნელად გამოჩენილი ნადირის მოსაგერიებლად გავისვრი,სხვა შემთხვევაში არა.

_________________
Image


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 13 Sep 2009, 11:17 
Offline
User avatar

Joined: 11 Feb 2009, 09:51
Posts: 304
ანუ ცხრიანი კარტეჩის გასროლა პრობლემა არ უნდა იყოს?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 13 Sep 2009, 11:55 
Offline

Joined: 03 Jul 2008, 09:39
Posts: 208
WUDU wrote:
საკმაოდ ვებრი თემა გადავიკითხე ამ ფორუმზე, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე ვერ მივედი იმასთან დაკავშირებიტ შეიზლება თუ არა "არაცილინდრიდან" ტყვიის (მაგ. ბრენეკეს) ან კარტეჩის სროლა. ბევრი განსვხვაებული აზრია ამასთან დაკავშირებით.

იქნება დამაკვალიანოთ შესაძლებელია თუ არა, რომ ჩოკიდან და ნახევარჩოკიდან კარტეჩის და წყვიის სროლა.

იყიდე ე.წ.პოდკალიბერნი ტყვია შენი თოფის კალიბრის შესაბამისად და ისროლე რამდენიც გინდა, ასეთი ტყვიის დიამეტრი ჩვეულებრივზე "დესიატკებით" პატარაა და უპრობლემოა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 13 Sep 2009, 17:40 
Offline
User avatar

Joined: 11 Feb 2009, 09:51
Posts: 304
PELIXI wrote:
WUDU wrote:
საკმაოდ ვებრი თემა გადავიკითხე ამ ფორუმზე, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე ვერ მივედი იმასთან დაკავშირებიტ შეიზლება თუ არა "არაცილინდრიდან" ტყვიის (მაგ. ბრენეკეს) ან კარტეჩის სროლა. ბევრი განსვხვაებული აზრია ამასთან დაკავშირებით.

იქნება დამაკვალიანოთ შესაძლებელია თუ არა, რომ ჩოკიდან და ნახევარჩოკიდან კარტეჩის და წყვიის სროლა.

იყიდე ე.წ.პოდკალიბერნი ტყვია შენი თოფის კალიბრის შესაბამისად და ისროლე რამდენიც გინდა, ასეთი ტყვიის დიამეტრი ჩვეულებრივზე "დესიატკებით" პატარაა და უპრობლემოა.

ჩემი არის 12/70 კალიბრის და 12 რომ ვიყიდო, ვთქვათ ბრენეკე პრობლემა არ ექნება?


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 13 Sep 2009, 18:10 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2424
Location: Tbilisi
რაც შეეხაბა ფინდიხს (კარტეჩი ქართულად) ძლიერი შევიწროების ლულებიდან 1 მმ და მეტი რეკომენდირებულია ე.წ. შეთანხმების მეთოდი, ანუ ცარიელ ლულაში თითქმის პირამდე ვათავსებთ ქეჩის საფენს (ე.წ. პრაკლადკა), შემდეგ ამ საფენზე ზემოდან ლულის პირიდან ვალაგებთ ფინდიხის 1 ფენას ამ შემთხვევაში 9 მმ -იანს და ვუყურებთ, თუ ეს ფენა საფენზე ყოველგვარი სიცარიელის გარეშე თავსდება, მაშინ ამ დიამეტრის ფინდიხი ამ კონკრეტული ლულისათვის მისაღებია, თუ არ ეტევა ან ადგილი აქვს არამჭიდრო მოთავსებას, მაშინ იგივე ცდას ვატარებთ 1 ნომრით დიდი ან პატარა დიამეტრის მქონე ფინდიხით. შესაძლებელია არაშეთანხმებული ფინდიხის გამოყენებაც, მაგარ ამ დროს ვერ მიიღწევა მიტანის ისეთი სიმჭიდროვე, როგორც შეთანხმების დროს და შესაძლებელია ლულის დაზიანებაც.

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 13 Sep 2009, 21:27 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7208
ნუ გასაგებია, რომ 12 ყალიბის თოფიდან 12 ყალიბის ტყვია უნდა ისროლო. შესაძლებელია 12 ყალიბის თოფიდან 16 ყალიბიანი ტყვიის სროლა პლასტმასის კონტეინერით(პირადად ბევრჯერ მისვრია, როცა 12 ყალიბიანით ვნადირობდი). ან 16 -დან 20 კალ. ტყვიის სროლა.

ავიღოთ 12 ყალ. თოფი და 12 ყალ. ტყვიით დატენილი ვაზნა. თუ ტყვია ზის პლასტმ. კონტეინერში, მაგ. "პოლევა" , მაშინ შეთანხმება საჭირო არ არის, იმიტომ რომ აშკარაა: ტყვიის დიამეტრი ლულისაზე ნაკლებია. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოხდეს ტყვიის წინასწარ დაკალიბრება.

შენიშვნა: ყურადღება ექცევა ტყვიის კონსტრუქციასაც. ზოგიერთი კონსტრუქციის ტყვია, მაგ. "ბრენეკე" , შიგნიდან ცარიელია. ამიტომ ის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ჩოკის შევიწროებისათვის. აი მრგვალი ტყვია კი, მაგ. "სპუტნიკი" აუცილებლად უნდა შეთანხმდეს, რადგან ის შიგნიდან მასიურია და შეიძლება ლულა გახეთქოს.


კარტეჩზე კაპიტანმა დაწერა უკვე.

კაპიტან ! ფინდიხზე მინდა გკითხო. ძველი სიტყვაა. ფინდიხი თუ ფინთიხი? მე რამდენადაც ვიცი, ფინთიხი ერქვა დიდი ზომის ისრებს.

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 14 Sep 2009, 09:52 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
კახი wrote:

კაპიტან ! ფინდიხზე მინდა გკითხო. ძველი სიტყვაა. ფინდიხი თუ ფინთიხი? მე რამდენადაც ვიცი, ფინთიხი ერქვა დიდი ზომის ისრებს.

მეც ფინთიხი ვიცი.
კახი,დიდი ზომის საბრძოლო ისარს რომელსაც ასევე სანადიროდ იყენებდენ მსხვილ ნადირზე ქეიბური ერქვა.


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 14 Sep 2009, 10:02 
Offline
User avatar

Joined: 23 Nov 2007, 14:27
Posts: 2424
Location: Tbilisi
კახი ეგ ზუსტად არ ვიცი. ფინდიხი ეწერა მონადირის ცნობარში.

_________________
ღორზე კარგია 7,62X39 პრავასლავნი. ინგრე მიდის როგორც პური და ყველი.



http://flyfishingchronicles.blogspot.com/


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 14 Sep 2009, 11:36 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4942
Location: თბილისი
ფინთიხი არა, ფინდიხი

აი რა წერია ენციკლობედიაში

1).ფინდიხი არის ახლო (300მ-დე ) ბრძოლაში მტრის ცოცხალი ძალის დასაზიანებელა საარტილერიო ჭურვი ,რ-ის ფოლადის (რკინის,მუყაოს) თუჯის ან ტყვიის ბურთულებით ავსებდნენ.გამოიყენებოდა XIV-XIX სს-ში. შრაპნელის გამოჩენის შემდეგ (XX ს.დასაწყისი) მისი მნიშვნელობა დაეცა.

2). მსხვილი (5 მმ დიამეტრიანი) სანადირო თოფის საფანტი.


პ.ს. ესეიგი ეხლანდელი ეგრეთწოდებული კარტეჩი

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 14 Sep 2009, 16:26 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7208
გამოდის , რომ ფინდიხი სხვა რამეა და ფინთიხი სხვა?

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 14 Sep 2009, 16:58 
Offline
User avatar

Joined: 03 Jun 2007, 07:48
Posts: 4942
Location: თბილისი
კახი wrote:
გამოდის , რომ ფინდიხი სხვა რამეა და ფინთიხი სხვა?


კი დავით.

ფინთიხი აზე არ ვარ რა არის საერთოდ.

_________________
Skype Me™! MERKEL 201E, ko-44.
"შინმოუსვლელი ბათინკი" - ინდიელთა მეგობარი!


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 14 Sep 2009, 21:55 
Offline
User avatar

Joined: 21 Mar 2009, 09:57
Posts: 684
Location: Tbilisi
აი ტურმე საიდან არის წარმოშობილი ,დაფი-მიფი-ნდიხება :D

_________________
გინდა გამოგივიდეს შენი მოსაწონი, გააკეთე თვითონ.

იჟ–27 სასაჩუქრე ვერსია–16 კალ
ტოზ-ბმ სასაჩუქრე ვერსია-16 კალ
იჟ–18ე– 32კალ
ტოზ–8
კო–38
ტტ–33
მრ–512მ


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 14 Sep 2009, 22:11 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7208
shalva-zimin wrote:
აი ტურმე საიდან არის წარმოშობილი ,დაფი-მიფი-ნდიხება :D

:D ისტორიული რომანებიდან მახსოვს "ქართველებმა გამოაფინთიხესო მტრის წინა რიგები "

_________________
http://www.y o u t u b e .com/watch?v=YR5ApYxkU-U
ჰეკლერ კახი


Top
 Profile  
 
 Post subject: Re: კარტეჩი და ტყვია
PostPosted: 14 Sep 2009, 22:14 
Offline
User avatar

Joined: 18 Sep 2005, 03:33
Posts: 10984
Location: თბილისი
განმარტებითი ლექსიკონი:
ფინდიხი - [სპ-თურქ.] მსხვილი სასროლი ტყვია
ფინთიხი - იგივე ფინდიხი



ეს არ გაწყობთ??? :mrgreen:
ფინთიხი - ფინთი, ხიხია.....


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 37 posts ]  Go to page 1, 2, 3  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge