იარაღის მოყვარულთა ფორუმი
It is currently 02 Jun 2020, 20:40

All times are UTC + 4 hours




Post new topic Reply to topic  [ 71 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5  Next
Author Message
 Post subject: სუპერ ტყვია?
PostPosted: 29 Feb 2008, 15:05 
Offline
User avatar

Joined: 16 Mar 2007, 19:14
Posts: 1886
Location: tbilisi
ამას წინად მშობლებს შევუარე და დედაჩემმა წამოსვლის წინ გამომიტანა ერთი კოლოფი 16 ყალიბის ტყვიები. კოლოფზე დახატული იყო დათვი, აღმოჩნდა 1987 წელს გამოშვებული "მაიერის" ტიპის ტყვიები. რადგან ხელში ჩამივარდა 10 ვაზნა გადავწყვიტე სანამ გავისროდი გამერკვია რით განსხვავდება სხვა ტყვიებისაგან და მოგაწოდოთ მოკლე ინფორმაცია რომელიც ძირითადად ამოვიკითხე სხვადასხვა რუსულ საიტებზე.


Attachments:
IMG_2569.jpg
IMG_2569.jpg [ 94.57 KiB | Viewed 20379 times ]
IMG_2575.jpg
IMG_2575.jpg [ 91.61 KiB | Viewed 20369 times ]

_________________
Si vis pacem, para bellum!
Top
 Profile  
 
 Post subject: .
PostPosted: 29 Feb 2008, 15:14 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
ირაკლი,არ გინდა მე რომ ერთი მაიერის ტურბინა წამომირო ხვალ ტირში ?:roll:


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 15:16 
Offline
User avatar

Joined: 16 Mar 2007, 19:14
Posts: 1886
Location: tbilisi
"მაიერის" ტყვია მიეკუთვნება ე.წ. ტურბინისებურ ტყვიებს, კონკრეტულად კი ორმაგ ტურბინას. სურათზე ჩანს, რომ დახრილი ფრთები განლაგებულია როგორც ტყვიის კორპუსის გარედან ასევე შიგნით არსებულ მილში. ითვლება, რომ ასეთი კონსტრუქციის წყალობით ტყვია ჰაერთან ხახუნის შედეგად იწყებს ბრუნვას საკუთარი ღერძის გარშემო და მას უჩნდება გიროსკოპული მდგრადობა (ისევე როგორც კუთხვლულიანიდან ნასროლ ტყვიას) რაც ხელს უწყობს ფრენის ტრაექტორიის სტაბილიზაციას. ზოგადად, რაც მეტი არის ბრუნვათა რიცხვი მით უფრო მდგრადი ფრენის ტრაექტორია ექნება ტყვიას.
"მაიერის" ტყვია ამ მხრივ ითვლება მოწინავედ გარდა გარეთა ფრთების, მას აქვს ცენტრში გამჭოლი მილი (რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს ტრაექტორიაზე) დახრილი ფრთებით შიგნიდან. მალალა მთლიანად ტყვიისაა.
თავად ტყვიის წინა ნაწილი უფრო მძიმეა ვიდრე უკანა, თან გამჭოლი მილი თავში უფრო ფართეა და ბოლოსკენ ვიწროვდება, რაც ბრუნვასთან ერთად ხელს უწყობს ტყვიის სწორ ორიენტაციას ფრენის ტრაექტორიის მთელ მანძილზე. ყველაფერმა ამან უნდა უზრუნველყოს ჩვეულებრივ ტყვიებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მახასიათებლები, როგორც სროლის დისტანციის ასევე მიზანში მოხვედრის მიხედვით.
ამ ტყვიით შესაძლებელი ხდება მიხანში ზუსტი გასროლის გაკეტება 150 (!) და მეტ მანძილზეც კი! (ამის გარკვევას ვაპირებ ბუნებაში პირველსავე გასვლაზე)


Attachments:
mayera-12-l.jpg
mayera-12-l.jpg [ 7.92 KiB | Viewed 20360 times ]

_________________
Si vis pacem, para bellum!


Last edited by Irelly on 29 Feb 2008, 15:44, edited 1 time in total.
Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 15:21 
Offline
User avatar

Joined: 14 Nov 2007, 14:22
Posts: 921
ეხლა გამოდის ნეტა? ბავშვობაში მახსოვს ბიძაჩემი სულ მაგეებით ნადირობდა.
ფრენისას სტვენის მაგვარ ხმას გამოსცემდა.


Top
 Profile  
 
 Post subject: .
PostPosted: 29 Feb 2008, 15:27 
Offline
User avatar

Joined: 25 Jan 2007, 10:08
Posts: 3608
Location: tbilisi
kibo wrote:
ეხლა გამოდის ნეტა? ბავშვობაში მახსოვს ბიძაჩემი სულ მაგეებით ნადირობდა.
ფრენისას სტვენის მაგვარ ხმას გამოსცემდა.

ქარხნული არ შემხვედრია ტვითონ ტყვიას თუ იყიდი და დატენი ვაზნას.
P.Sირელი ვერ დაინახე ჩემი პოსტი თუ აააარრრრრრრ :lol:


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 15:30 
Offline
User avatar

Joined: 16 Mar 2007, 19:14
Posts: 1886
Location: tbilisi
გავერკვიოთ რით მიიღწევა ასეთი შედეგები.
ჯერ კიდევ ლულაში მოძრაობისას, ტყვიის გარეთა დახრილი ფრთები ეხება ლულის ზედაპირს, ახდენს მის ცენტრირებას და აუძულებს ტყვიას დაიწყოს ბრუნვა. ლულიდან გამოსვლის შემდეგ, ორმაგი ტურბინის წყალობით ჰაერთან ხახუნის შემდეგ ბრუნვის სისწრაფე მკვეთრად მატულობს. აღსანიშნავია ის რომ ტყვიის გამოყენება შეიძლება როგორც ნახევარჩოკით ასევე სრული ჩოკით სროლისას. ამ შემთხვევაში დეფორმირდება წინა ნაწილში არსებული გამოწეული რგოლი და გარეთა ფრთები, რაც უმნიშვნელოდ მოქმედებს ტყვიის აეროდინამიკაზე.
უკეთესი აეროდინამიური მაჩვენებლების გარდა, "მაიერის" ტყვია არის ართერთი საუკეთესო გამაჩერებელი ეფექტის მქონე ტყვია. თავისი ფორმიდან და მასალიდან გამომდინარე, მიზანში (ნადირი, მხეცი და ყველა ცუდი ადამიანი :D ) მოხვედრისას იწყებს დეფორმაციას, წინა ნაწილი ფართოვდება, ტყვია ღებულობს სოკოსებრ ფორმას და ხდება ბევრად უფრო დიდი დიამეტრის ვიდრე იყო მოხვედრამდე. ამასთან ტყვია არ იშლება და ინარჩუნებს ერთიან სტრუქტურას. ტყვია არ აკეთებს გამჭოლ ჭრილობას და მთელ კინეტიკურ ენერგიას ტოვებს ადგილზე.
თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე "მაიერის" ტყვია უტოლდება ე.წ პარადოქსებს და მსხვილკალიბრიან შტუცერებს! (ეს ჩემი დასკვნა არაა, ტყვიის ანოტაციაში წავიკითხე)
ძირითადი ნაკლი არის ის, რომ დაბრკოლებასთან (ტოტები, ბუჩქები) შეხვედრისას ტყვია ძალიან ადვილად კარგავს სტაბილურ ტრაექტორიას.

რაც შეეხება "მაიერების" ჩემ კოლოფს , ნაწილს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკული სროლისას სხვა ტყვიებთან შედარების დროს.

_________________
Si vis pacem, para bellum!


Top
 Profile  
 
 Post subject: 9394
PostPosted: 29 Feb 2008, 16:23 
Offline

Joined: 23 Sep 2005, 17:07
Posts: 7201
შემავალი ჭრილობა დიდი აქვს, შემაჩერებელი მოქმედება კარგი, მაგრამ სიზუსტით ჩამოუვარდება "პოლევას" და "ბრენეკეს". ანუ მოკლე მანძილებში(30–50 მ) კარგია.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 19:17 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
დავით თავად გააქვს შემოწმებული და შედარებული პოლევი, მაიერი და ბრენეკე?
მაიერი 30-50 მეტრზე?
:shock:


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 20:09 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
სუპერ ტყვიად ითვლება ბრენეკე როროც იდელური კომბინაცია აუცილებელი თვისებები. ისე გამომდინარე ამ ტყვიის კონსტრქუციიდან ალბათ შეღწევა ქსოვილებში არც ისე მაღალი აქვს. :shock:

დადეთ თუ იცით მისი მაჩვენებელები. ანუ მასა, სიჩქარე და პაპერეჩნი ნაგრუზკა. ეგრევე გავიგებთ მის სუტ და ძლიერ მხარეებს,


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 20:12 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
სხვათაშორის მაიერის ტყვია ბრენეკეს მაგონებს რაღაცით.
უბრალოდ ამას ორი ტურბინა აქვს, ერთI გარეთ ერთი შიგნით რომელიც განთავსებულია ამოჭრილ გულში.
ბრენეკეს კიდე გული სამსე აქვს

მოვნახავ მონაცემებს


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 20:16 
Offline
User avatar

Joined: 14 Dec 2005, 22:12
Posts: 3897
Location: Tennifer Temple
kishinski wrote:
სხვათაშორის მაიერის ტყვია ბრენეკეს მაგონებს რაღაცით.
უბრალოდ ამას ორი ტურბინა აქვს, ერთI გარეთ ერთი შიგნით რომელიც განთავსებულია ამოჭრილ გულში.
ბრენეკეს კიდე გული სამსე აქვს



ხო მაიერს ორმაგ ტურბინას ეძახიან

დატენვისას ტავად მაიერი ურჩევს რაღაც ამორტიზატორის გაკეტებას ნახერხისგან. გსმენიათ რამე?


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 20:35 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
არა მე არაფეი მსმენია ნახერხზე.
ეხლა რაღაც მასალებს ვეძებ და თუ რაიმე საინტერესო ვნახე დავწერ


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 21:15 
Offline
User avatar

Joined: 10 Jan 2008, 21:22
Posts: 289
Location: Tdilisi
პოლევის ტყვიაზე მაქვს რაღაც თუ გინდათ დავდებ?

_________________
შენი ჭირიმე სიკვდილო,
სიცოცხლე ხარობს შენითა.


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 21:23 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
snipe wrote:
პოლევის ტყვიაზე მაქვს რაღაც თუ გინდათ დავდებ?


მაიტა


Top
 Profile  
 
 Post subject:
PostPosted: 29 Feb 2008, 21:34 
Offline
User avatar

Joined: 27 Oct 2006, 15:51
Posts: 5659
http://piterhunt.ru/pages/statyi/vicsin/p.htm
http://piterhunt.ru/pages/statyi/gualandi.htm


Top
 Profile  
 
Display posts from previous:  Sort by  
Post new topic Reply to topic  [ 71 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4, 5  Next

All times are UTC + 4 hours


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
Geo KBD Powered by code.ge